“არაი თუმოროუს„ ახალი შოუ-რუმი გაიხსნა
21 ოქტომბერს კომპანია „არაი თუმოროუმ“ თავის პარტნიორ LG-სთან ერთად თბილისში თავის რიგით მეცხრე ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის „შოუ-რუმს“ ხსნის, რომელიც სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ მდებარეობს. ამ ფაქტთან დაკავშირებით პრეზენტაციაზე ჩამოვიდა კომპანია „LG ელექტრონიკის“ რეგიონული პრეზიდენტი, ბატონი პაიკი. „არაი თუმოროუსა“ და LG-ს წარმომადგენლებმა ახალი სოციალური აქციის შესახებაც გვიამბეს, რომლის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეეძლება, შეიძინოს LG-ის მაცივარი ან სარეცხი მანქანა განვადებით, დღეში 2 ლარამდე დაფარვით. მაღაზია საზეიმოდ გახსნეს ლტოლვილმა ბავშვებმა, რომლებმაც საჩუქრად კომპანიისგან „დივიდი“ მიიღეს.