კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწყვიტა ცოტნე გამსახურდიას ყოფილმა ცოლმა პოლიტიკაში მოსვლა და აპირებს თუ არა ის მესამე შვილის გაჩენას

ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე, სოფო ჩიკვილაძე, რომელიც ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, ორი შვილის დედაა და დღემდე აგრძელებს სამოდელო საქმიანობას. თან, პირადი ცხოვრების მოგვარებაზეც ზრუნავს.





სოფო ჩიკვილაძე: ამჟამად სამოდელო სააგენტო „ჯასტ მოდელ მენეჯმენტთან“ ვთანამშრომლობ. „ჯორჯიან ფეშენ-ვიქზე“ სამი უცხოელი დიზაინერი ჩამოდის და მათ ჩვენებებზე გამოვალ. ასევე, მაქვს გადაღებები, პროფესიული პორტფოლიო უნდა გავაკეთო, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში გააგზავნიან.

– მგონი, ეს სფერო ყველაზე მეტად გიყვარს.

– არა, რა მიყვარს?! პოლიტიკაში მივდივარ. ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთაა, მათთან ერთად ვაპირებ რაღაცეებს. ჩემს ნიშას რომ ვიპოვი, მათ გავემიჯნები და მერე ვცდი ბედს. ჩემსას ვცდი, თუ გამოვა – გამოვა, თუ არადა, არ მგონია, ვინმემ ჩამქოლოს.

– რატომ გადაწყვიტე პოლიტიკოსობა?

– პოლიტიკოსობა ახლა კი არ გადავწყვიტე, მგონი, ბავშვობიდან სისხლში მაქვს და სულ მინდოდა. არავის ეგონოს, ამას იმიტომ ვამბობ, გამსახურდიებთან რომ მაქვს კავშირი, არა, მართლა ბავშვობიდან მინდოდა.

– როგორ წარმოგიდგენია 5 წლის მერე საკუთარი თავი პოლიტიკოსის ამპლუაში?

– მარტო რომ გამოვიდე, აქციები მოვაწყო, შეიძლება მომისმინონ, მაგრამ ასაკით ჯერ პატარა ვარ – 23 წლის. ჯერ უნდა ჩამოვყალიბდე, რაღაცეები ვისწავლო. რა თქმა უნდა, ჩემი შეხედულებებიც მაქვს და ყველაფერი წარმოდგენილი – რა უნდა გავაკეთო. მერე, უკეთ რომ ჩამოვყალიბდები, შევეცდები, ჩემი პარტია ჩამოვაყალიბო. სერიოზული ამბიციები მაქვს.

– ხომ არ აპირებ ხელისუფლების სათავეში მოსვლას?

– არა, სკამის ქალი არ ვარ. სკამი არ მიზიდავს. პირადად მე, უბრალო წრიდან ვარ გამოსული, არც მამა მყოლია ვიღაც და არც მე ვარ ვინმე ისეთი. საშუალო ფენას მივეკუთვნები, მეტ-ნაკლებად მაქვს სხვადასხვა ფენის ოჯახებთან შეხება – მდიდრებთან, ღარიბებთან. ყველას პრობლემა თითქმის ვიცი. აქედან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, რა აწუხებს ხალხს, იურიდიულ საკითხებშიც ვერკვევი და კანონებს არ გავცდები.

– გიყვარს მოულოდნელი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, ხალხის გაოცება და ამით სიამოვნების მიღება?

– აბა რა?! ტყუილად ვარ სოფო ჩიკვილაძე? ეს არის ყველაზე მაგარი ადრენალინი. ხალხს რომ აზრი ჰკითხო, ერთი სხვას გეუბნება, მეორე – სხვას. რა გინდა პოლიტიკაში, მოდელი და პოლიტიკოსი – სისულელეა, თავში ჭკუა არ გაქვთ მოდელებსო. დავანახვებ ხალხს, რა ჭკუა მაქვს თავში. როცა საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება, ძირითადად, თავად ვიღებ გადაწყვეტილებას, არავის არაფერს ვეკითხები. რა თქმა უნდა, რაღაცეებს ვითვალისწინებ, მაგრამ მაინც ჩემსას „ვაწვები“ პირდაპირ. თუ გამოვა – გამოვა, თუ არადა, არავინ დამახრჩობს და მგონი, არც გილიოტინაზე გამიყვანს ვინმე და იმედია, თავს არ მომკვეთენ.

– გიყვარს საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა?

– ვერ ვიტან ერთფეროვნებას. უკან არასდროს ვიხედები და უკან მისაბრუნებელ ყველა გზას თავად ვიჭრი. არ მინდა, დავიწყო – იცი, რა, ეს რომ გამეკეთებინა, ასე იქნებოდა, ან პირიქით. თუ რამეს ვაკეთებ, პირდაპირ ვაკეთებ და არ ვნანობ. აქედან გამომდინარე, ძალიან მომწონს ასეთი ცხოვრება, ერთფეროვანიცხოვრება არ არის საინტერესო. ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყნად და რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ.

– ამჟამად როგორია შენი ცხოვრების სტილი?

– ძალიან ბევრს ვმოძრაობ, ყველაფერს ვედები, რაც კი შეიძლება. კლუბებში დავდივარ. ყოველ შაბათ-კვირას თუ არა, სხვა დროს მაინც ვახერხებ წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ ორი შვილის დედიკო ვარ. პირადი ცხოვრება – პირადი ცხოვრებაა, ბავშვები, ოჯახი – სულ სხვა რაღაცაა. თავს თავისუფალ ადამიანად მივიჩნევ. ბავშვები დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ არც იმათ ვაკლებ არაფერს და არც საკუთარ თავს. ჩემთვის შეზღუდვები არავის დაუწესებია. როცა დამიწესეს, წამოვედი კიდეც. თუ კიდევ მოხდება ასეთი რამ, ავდგები და წამოვალ. თავისუფლება ყველაზე კარგი რაღაცაა.

– მეორე შვილის გაჩენაც საკმაოდ რადიკალური და სხვებისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო.

– ფურორი იყო, არავინ ელოდებოდა – ეს ყველაზე მაგარი რამეა. მე და ცოტნე, რა თქმა უნდა, ველოდებოდით, სხვებმა არ იცოდნენ.

– იმ დროს დაშორებულები იყავით?

– შერიგების ვარიანტი გვქონდა, სახლში მისვლა-მოსვლები. ცოტნე აქტიურობდა და როცა ყოფილი ცოლი და ქმარი ხვდებიან ერთმანეთს, თავისთავად ხდება რაღაც.

– თქვენ შორის შერიგების ვარიანტი არსებობს?

– არ მინდა ამ ადამიანთან შერიგება. ორივე ბავშვი გამსახურდია, მათი სისხლი და ხორცია. მაგრამ მე უკვე აღარ მაქვს მათთან კავშირი. არც იმის პრობლემა მაქვს, თუ ყურადღებას არ მომაქცევენ. კარგად ვარ და არ მინდა. როცა ასეთ ადამიანებთან ახლო კონტაქტი გაქვს, უფრო მეტი პრობლემა გექმნება. მაგრამ, როცა შენს „მეს“ აწვები, უფრო კარგად ხარ. ძალიან ბევრ რამეში ვიბოჭებოდი.

– საკუთარ თავს უწესებდი აკრძალვებს?

– მე არ ვუწესებდი საკუთარ თავს აკრძალვებს, ისინი მიწესებდნენ – ეს არ ჩაიცვა, ის არ ჩაიცვა, იქ არ წახვიდე, ეს შენ არ შეგეფერება, დაბალი დონეა. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ყველასთან შემიძლია ურთიერთობა.

– ვის ჰგავს პატარა?

– 7 თვის არის, მამამისს ჰგავს, ქერაა. ნაკვთებიც ცოტნესი აქვს. მხოლოდ ცხვირი აქვს ჩემი. ხასიათით ძალიან წყნარია. მე ასეთი წყნარი გამსახურდია ჯერ არ მინახავს. ძალიან მინდოდა, დამერქმია ანდრია ან ალექსანდრე. ცოტნეს მეგობარს მოუნდა, ცოტნე რქმეოდა. სანამ ნათლობის დროს მამაოს სახელი ალექსანდრე ვუთხარი, მან ცოტნე უთხრა და მამაომაც ასე მოიხსენია. ამიტომ, ცოტნედ მოინათლა და ასე ჰქვია.

– ამ ასაკში უკვე ორი შვილი გყავს, გინანია როდისმე?

– ყველაზე მაგარია, როდესაც ბავშვი პატარა ასაკში გყავს. თან, ჩემს შვილებთან ერთად ვიზრდები და უფრო მიადვილდება ყველაფერი. სახლში, რა თქმა უნდა, შვილებთან უნდა იყო, მაგრამ საკუთარ ცხოვრებასაც უნდა მიხედო. სხვამ არ უნდა შეიწიროს შენი ცხოვრება. ბავშვები გაიზრდებიან, თავიანთი ცხოვრება ექნებათ და შენ რა უნდა გააკეთო – იჯდე სახლში და უყურო რას? არაფერს. დედაჩემი რადგან მუშაობს, დღის გარკვეულ მონაკვეთში ბავშვებთან მე ვარ და ვერ აღვწერ, ისეთი კარგი გრძნობა მეუფლება. თათოზე ამას ვერ ვაცნობიერებდი, ძალიან პატარა ვიყავი. ერთი სული მქონდა, გარეთ როდის გავიდოდი. მესამე ბავშვს რომ გავაჩენ, მერე უკვე ნამდვილი დედიკო ვიქნები.

– მესამე ბავშვიც გამსახურდია იქნება?

– არა, ნამდვილად ვიცი, რომ არ იქნება.

– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, თუ ხარ შეყვარებული?

– ჩემს პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის. შეყვარებული არ ვარ, უბრალოდ, ერთად კარგად ვართ. მიყვარს? კი, მიყვარს, მაგრამ ძალიან შეყვარებული არ ვარ, მგონი. ისეთი პატარა აღარ ვარ, ვინმე გავაფანატო. რეალურად აღვიქვამ ყველაფერს. მოკლედ, მარტო არ ვარ. ის სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, მაგრამ პოლიტიკასთან არ აქვს კავშირი.

– წინა ურთიერთობიდან რამე გამოცდილება შეიძინე?

– სიყვარულში ვერანაირ გამოცდილებას ვერ გამოიყენებ, რადგან, არ იცი, ვინ როგორ მოიქცევა. ჩვეულებრივ მივყვები და რომ მოგვბეზრდება ერთმანეთი, მერე – კარგად. რამდენ ხანსაც „გავქაჩავთ“ – „გავქაჩავთ“.

– როცა გიყვარს, იცვლები?

– საშინლად ეჭვიანი ვხდები. უბრალოდ, რაღაც რომ მეწყინება, 5 წუთში გადამივლის, აღარც მახსოვს მერე. ბოღმა ადამიანი არ ვარ, რომ სამაგიერო გადავუხადო – მოდი, ვაეჭვიანო-მეთქი. ვისთანაც ვარ, მისი ერთგული ვარ, თუ არადა, სულაც არ ვიქნები მასთან.

– თუ აპირებთ, თქვენი ურთიერთობისთვის სერიოზული ხასიათის მიცემას?

– რა დროს სერიოზული სახის მიცემაა. ერთხელ გადავდგი ეს ნაბიჯი და მეორედ ალბათ, 5-6 წლის შემდეგ თუ გადავდგამ. ხომ ამბობენ, პირველი ნაბიჯის გადადგმაა რთული, მეორის უფრო ადვილიაო. პირიქით, მეორე უფრო რთულია.


скачать dle 11.3