კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„და დრო ახალი პაემანისა“

„ციხეს რად უნდა რკინის კარები, მას უნდა ჰქონდეს სამვარსკვლავიანი სასტუმროები“

მართალია, არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების ნაწილი ჩივის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრებიც არიან და ქართულ ციხეებში გაუსაძლისი პირობებია, მაგრამ მათ ამ პრეტენზიებს ხელისუფლება არც ეთანხმება, არც აღიარებს და მალიმალ ისეთ სიუჟეტებსაც გვანახვებს საერთო მაუწყებლების ეთერით, რომ, რა – ედემის ბაღი და რა – ქართული, ოღონდ, ევროსტანდარტებით აგებული ციხეები. მეტიც, იმასაც გვპირდებიან, რომ სულ მალე სრულიად საქართველოს სრულიად პატიმრები მხოლოდ ევროსტანდარტებით აგებულ ციხეებში აღასრულებენ სასჯელს. თუმცა, როგორც გასულ კვირას გაირკვა, არა მხოლოდ სასჯელს: პატიმრებისთვის გრძელვადიანი პაემნების დანიშვნის პრაქტიკაც შემოდის (თუ უნდა აღდგეს), თანაც, განა უბრალო, ყოველი სიკეთით შემკულ ადგილას. კერძოდ, ჩვენი ციხეების ნომერ პირველმა ქალბატონმა გასულ კვირასვე შეგვატყობინა, რომ გრძელვადიანი პაემნებისთვის (გრძელვადიანი, ანუ 48-საათიანი) სამვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. სახელდობრ, ქ-ნმა კალმახელიძემ ბრძანა, ყოველთვის ვაცნობიერებდით, რომ მსჯავრდებულებს უნდა ჰქონოდათ შეხვედრების უფლება და ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ამ საქმეში პირველი აგური დაგვედოო. მაგრამ აგურიცაა და აგურიც: თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აგური, არც მეტი, არც ნაკლები, სამვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება, როგორც ჩანს, ზემოხსენებული სამინისტრო ჯეროვნად გარჯილა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ასეთი საედემო საპაემნო ადგილი მხოლოდ რამდენიმე დაწესებულებას ექნება (იმათ, რომლებიც ევროსტანდარტებითაა აგებული), უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი საჩვენებელ დატვირთვასაც შეიძენენ (თუნდაც, ევროსტუმრებისთვის – დახეთ, როგორ ვიცავთ პატიმართა უფლებებს დემოკრატიით გაჩახჩახებულ საქართველოშიო). ერთი სიტყვით, ჭეშმარიტად პოსტრევოლუციურ საქართველოზე ითქმის: „ციხეს რად უნდა რკინის კარები, მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეხვედრების სამვარსკვლავიანი ადგილები)“!


скачать dle 11.3