კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ბათუმს ქათქათას“

„დარია თუ ავდარია, ცურვა მაგარია“

გამომდინარე იქიდან, რომ ორ-სამ წელიწადში მხოლოდ აჭარაში 10 მილიონ ტურისტს ველით, სავსებით ბუნებრივია, ბათუმის გასალამაზებლად არც ფულს ვიშურებთ, არც ენერგიას (თუმცა, ჩვენ რა, მთავრობა არ იშურებს!). მაგრამ, რაკი საქმე საკურორტო ზონასთან გვაქვს, ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ ხელი ბუნებამაც უნდა შეგვიწყოს. ჰოდა, როგორც კი შეგვიწყო (გასულ კვირას ოქტომბრისთვის არცთუ ჩვეული თბილი ამინდები დაიჭირა), საქართველოს პრეზიდენტმა, არც აცია, არც აცხელა და შავ ზღვაში იცურავა. მაგალითად, ქართული ელმედიის ცნობით, სამ-ნახევარი კილომეტრი გაცურა (რაკი ჩვენთვის, სახელდობრ, ოქტომბერში ცურვის ფაქტია საინტერესო, კილომეტრების გამოკიდებით ნუ დავწვრილმანდებით), თავად პრეზიდენტის ცნობით კი, „წყალი არის სუპერ (იყო ცურვის მომენტში). ასეთი წყალია ხმელთაშუა ზღვაში ივნისის ბოლოს“. მეტიც, ჩვენმა პირველმა პირმა (საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა) პირდაპირ ეთერშივე მოგვახსენა დროის იმ კონკრეტულ მომენტში ევროპულ კურორტებზე არსებული ტემპერატურა და ტენიანობა (ბოროტები მოგვიანებით ისეც კი დაწვრილმანდნენ, აღნიშნეს, ტენიანობა გრადუსებში მოიხსენია, არადა პროცენტებში იზომებაო). ამ შედარების მიზანი, ბუნებრივია, იმის წარმოჩენა იყო, რომ ბათუმი ყველაზე კომფორტული ტურისტული ზონაა ევროპის ტერიტორიაზე. საბოლოოდ კი, დადგინდა, რომ აჭარაში ზღვაში ბანაობა და გარუჯვა წელიწადში ექვსი თვის განმავლობაშია შესაძლებელი (პირადად მე ამ მონაცემის ცოტა მეეჭვება, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ისეთებიც მოიძებნებიან, რომლებიც ცივ ზამთარში ყინულიან წყალშიც ბანაობენ, შესაძლოა, ამ ლოგიკით, აჭარა მთელი წლის განმავლობაში მომუშავე კურორტადაც ვაღიაროთ). ოპონენტები არც ამჯერად დარჩენილან პირზებოქლომდადებულნი და იმდენად დაწვრილმანდნენ, რომ პრეზიდენტის მონაცემებს არ ენდნენ, გადაამოწმეს და გამოჩხრიკეს, რომ დროის ზემოხსენებულ მომენტში ბათუმში არც ყველაზე მზიანი დარი მდგარა და არც ყველაზე ნაკლებტენიანი. მეორე მხრივ, როგორც უნდა ყოფილიყო, თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტის მიზანი აჭარის საკურორტო პოტენციალის რაც შეიძლება მომგებიან ჭრილში წარმოჩენა იყო (თუმცა ისიცაა, რომ ჩამოვა ტურისტი, ვითომ თავად ვერ ნახავს, ხმელთაშუასავით თბილია ეს ჩვენი შავი ზღვა თუ ოდნავ გრილი), ვფიქრობ, საქართველოს ყველა შეგნებულმა მოქალაქემ უნდა გაიზიაროს პათოსი: დარია თუ ავდარია, ცურვა მაგარია! მაშ, როგორ გინდათ, ვარდი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 10 მილიონი ტურისტი) უეკლოდ ვის მოუკრეფია?!


скачать dle 11.3