კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კიდევ ერთი მოშუშული

მართალია, ქუთაისის პარლამენტის ახალ შენობაში ჩვენი ქვეყნის უმაღლესი კანონმდებლები მხოლოდ მომავალი არჩევნების შემდეგ განთავსდებიან, მაგრამ, ახლანდელი უმრავლესობა ფრიად დეტალურად ეცნობა როგორც მაკეტს, ისე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას (იქნებ იმ იმედითაც, რომ იმ შენობაშიც მოვხდებიან, თანაც არაერთხელ).

პარლამენტის ახალი შენობა კი პოსტრევოლუციური საქართველოს არქიტექტურული გემოვნებით შენდება: ის შუშისა და გამჭვირვალე იქნება. მისი შემქმნელ-დამპროექტებელი ესპანელი არქიტექტორი ალბერტო დომინგო კამბოა. ჯერჯერობით რთული სათქმელია, მასზეც იტყვის თუ არა პოეტი: „კარგად ააშენა, ვინაც ააშენა და ცით დაამშვენაო“, თუმცა, ის კი აშკარაა, რომ მის საარქიტექტორო ქართულ ანგარიშზე ეს მოშუშული (პარლამენტის შენობა) რიგით მეოთხეა. არქიტექტორმა გაგვიმხილა, რომ შენობა გამჭვირვალე იქნება (ეს მთავარი იდეააო!), მაგრამ, რაკი ქართველი ხალხი ძლიერი და გამძლეა („სად ნახა, მაგ შეჩვენებულმა, ჩემი კბილები?!“), შუშა კი ნაზია, შენობის ცენტრი რკინა-ბეტონისა იქნებაო (დარწმუნებული ვარ, პატივცემულ ალბერტოს ქართულის არცოდნამ შეუშალა ხელი, თორემ, იტყოდა, სტამბულის კაჟისა იქნებაო!).

სტამბულის კაჟითა თუ რკინა-ბეტონით, საქმეს ამთავითვე ეტყობა, რომ შენობა სანაქებო გამოვა. აქედან გამომდინარე კი, სავარაუდოა, რომ სანაქებოობაში შენობას ტოლს არც ესპანელი არქიტექტორის ჰონორარი დაუდებს. მით უფრო, რომ ალბერტო დომინგო კამბოს არ დაუმალავს, არსად მიგრძნია თავი ისე კომფორტულად, როგორც საქართველოშიო (ვითომ რატომ ვერ იგრძნობდა, აგერ უკვე მეოთხე გრანდიოზულ შეკვეთას ასრულებინებენ?!). შესაბამისად, იმედი ვიქონიოთ, რომ ალბერტო დომინგოს წყალი ჩვენს თანამოქალაქეებსაც გადაესხმება: მათაც, ვინც ღამღამობით ნაგვის კონტეინერებში იქექება და მათაც, ვინც შავ მუშადაა მოდებული მსოფლიო ღობე-ყორეს!


скачать dle 11.3