კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედანატოს სამსახურში!

„ყველის“ ეშხით



რაკი კვლავაც ვუჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს კი კარი ისევ ღია აქვს, ბუნებრივია, რომ გასულ კვირას ნატოელი ელჩების თბილისში სტუმრობამ დიდადაც გაგვახარა და, ჩვენი ელმედიის დაბეჯითებული მტკიცებით, ნატოს მორიგ მხარდაჭერადაც აღვიქვით. ამ მხარდაჭერის დასტურად ისიც მოგვახსენეს, რომ ახალი პროექტიც განხორციელდება (რა თქმა უნდა, ნატოს ეგიდით), რომელიც სამი მილიონი ევრო დაჯდება. პროექტის მიზანი საქართველოში არსებული დანაღმული ტერიტორიების განაღმვაა! მოგვრილი სიხარულით ჯეროვნად დათრობაც ვერ მოვასწარით, როდესაც ერთ-ერთმა ნატოელმა ელჩმა დაგვიზუსტა, რომ ამ პროექტში მონაწილეობით გამოცდილებას ჩვენი გამნაღმველებიც აიმაღლებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ ნატოს სამხედრო ოპერაციებში.

უფრო მეტიც, საპატიო დელეგაცია კრწანისის სასწავლო ცენტრში ქართველი მაშველების სასწავლო წვრთნასაც დაესწრო და ვერც აღტაცება დამალა: თქვენ რომ გყავთ, ისეთი მაშველებით ნებისმიერი საერთაშორისო ოპერაცია იამაყებდაო (შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, რომ ჩვენი მაშველების წვრთნას მათი საერთაშორისო ოპერაციებში გამოყენების ეშხით ახარჯავენ ფულს).

ბუნებრივია, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სამაშველო და სამხედრო კონტინგენტით, ნატო კი, სავარაუდოდ, იმით, რომ ლისაბონის სამიტს დიმიტრი მედვედევი დაესწრება (ჯერჯერობით რფ-ს ფიანდაზად აშკარად მხოლოდ საფრანგეთი და გერმანია ეგებიან, მაგრამ, სახელმწიფოს ნორჩი ასაკის მიუხედავად, ჩვენთვისაც კი აშკარაა, რომ მერკელი და სარკოზი მთლად ალიანსთან შეუთანხმებლადაც ვერ გააკეთებდნენ რფ-სადმი ასე უკიდეგანოდ კეთილგანწყობილ განცხადებებს). ზემოთქმული კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ნაცად ჭეშმარიტებას, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.


скачать dle 11.3