„წარმოუდგენელი სილამაზის‚ არაჩვეულებრივი მოქნილობა და ჟინიანობა. თავად შეიგრძნობთ, როგორ ნაზად ათრთოლდება თქვენ ფეხქვეშ მისი აქსელერატორი...“ – უსმენს სვანი რეკლამას და ფიქრობს: „ვიყიდო? მაგრამ, რომ ვერ გავიგე, ეს მანქანა რისთვის გამომადგება – სექსისთვის
***
ოლიგარქი მივიდა პუტინთან და ეუბნება:
– ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ‚ ქარხანა სახელმწიფოს ჩავაბარე‚ აგარაკი საბავშვო ბაღს გადავეცი‚ ყველა გადასახადი გადავიხადე – ჩემიც და ნათესავებისაც. ნება მომეცით‚ უცხოეთში გავემგზავრო.
– რუსული ტრადიცია ხომ არ დაგავიწყდა‚ გასვლის წინ დაჯდომა აუცილებელია.
***
***
ქმარმა ცოლს წასჩურჩულა:
– საძინებელში ხომ არ შევსულიყავით‚ ა?
– რას ამბობ‚ კაცო‚ მიხო სახლშია. უკვე დიდია და როგორ აუხსნი‚ ამდენ ხანს საძინებელში რას ვაკეთებთ‚ მით უმეტეს‚ თუ რამეს გაიგონებს?
– ნუ გეშინია‚ მიხოსთან საქმეს მე მოვაგვარებ...
მივიდა მიხოსთან და ეუბნება:
– მისმინე‚ მიხო‚ შენ ახლა ფანჯარასთან დაჯექი და გამვლელებს თვალყური ადევნე‚ ყოველ შავებში გამოწყობილ ადამიანზე ლარს გაძლევ.
გადის ათი წუთი და მიხო მამას ეძახის:
– მამი‚ ლარი!
კიდევ ხუთი წუთი.
– მამი‚ ორი!... მამი‚ გესმის? ნებისმიერი ბოზი გაცილებით იაფი დაგიჯდებოდა‚ გასვენების პროცესია მოდის!...
***
ჭიჭიკია ეკითხება ბიჭიკიას:
– რავა ხარ?
– რა ვიცი, ვარ ნელა-ნელა.
– ნაზიკია რავა გყავს?
– ქე არის ჰუმანიტარული დახმარებასავით.
– მაგი რაფერ?
– აღარ ვარგა და მაინც ვხმარობ.
***
შეფი მძღოლს ეუბნება:
– ჩემი სიდედრი ჩამოდის... მატარებელს დახვდი და სახლში მიიყვანე... ვიცი, არასასიამოვნო პროცესია და, აი‚ შენ ოცი ლარი.
– რომ არ ჩამოვიდეს?
– მოდი და ოცს კიდევ დაგიმატებ.
***
შეგონება:
„იყავი გულახდილი და პირდაპირ დასთანხმდი უფროსს“.