კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

ანგელა მერკელმა მულტიკულტურული საზოგადოების აშენება ვერ შეძლო

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღიარა, რომ პროექტმა, რომელიც ფედერაციულ რესპუბლიკაში მულტიკულტურული საზოგადოების მშენებლობას ითვალისწინებს კრახი განიცადა. გერმანელმა კანცლერმა განაცხადა, რომ ყოველი ემიგრანტი ვალდებულია, შეისწავლოს გერმანული ენა და ინტეგრირდეს გერმანულ საზოგადოებაში. გარდა ამისა, კანცლერის განცხადებით, გერმანია განიცდის კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობას და გამოთქვამს იმედს, რომ მომავალში ეს ნაკლი ემიგრანტების სახით შეივსება. ასევე, მერკელმა კომენტარი გააკეთა გფრ-ს პრეზიდენტის სიტყვებზე, რომ ისლამი გერმანიის ნაწილი გახდა. კანცლერმა მაგალითად მოიყვანა წარმოშობით თურქი ფეხბურთელი, მესუთ იოზილი, რომელიც გერმანიის ნაკრების ლიდერად ითვლება და განაცხადა, რომ ისლამი ნამდვილად არის გერმანიის ნაწილი და ის მხოლოდ მიესალმება იოზილის მსგავსი პრეცედენტების არსებობას გერმანიაში.

დევიდ კამერონი

მუსიკით დაინტერესდა

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის – „რედიოჰედის“ ლიდერი, ტომ იორკი, მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო სინგლის – „სიჩუმის ორი წუთის“ ჩაწერაში. საინტერესოა, რომ კომპოზიცია სრულად შეესაბამება სახელწოდებას და მასში სიჩუმის ორი წუთი იქნება დაფიქსირებული. სინგლის ჩაწერაში კი, მონაწილეობას მიიღებენ: ჩოგბურთელი ენდი მიურეი, მსახიობი ბობ ჰოსკინსი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი. სინგლის გაყიდვა 2010 წლის 7 ნოემბერს დაიწყება და შემოსული თანხა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში მონაწილე და მათი ოჯახის წევრების დამხმარე საქველმოქმედო ფონდებში გადაირიცხება.

პუტინის ბლოგი

რუსეთში მეორე ადგილზეა

რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ბლოგი პოპულარობით მეორეა რუსულ პოლიტიკურ ბლოგებს შორის. პირველი ადგილის მფლობელი კი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევია, რომლის ბლოგს გამოკითხულთა 64 პროცენტი უჭერს მხარს, პუტინს – 22, ხოლო დარჩენილი ადგილები ვლადიმირ ჟირინოვსკისა და ფედერალური საბჭოს თავმჯდომარის სერგეი მირონოვის ბლოგებს უკავია.

ბარაკ ობამა სარკეების ლეგენდის დამსხვრევას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პოპულარული სამეცნიერო ტელეარხ „დისქავერის“ ასევე პოპულარული გადაცემის – „ლეგენდების მსხვრეველთა“ ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. გადაცემის თემა არქიმედეს მიერ სირაკუზების დაცვის დროს გამოყენებული ფანდია, როდესაც განთქმულმა მეცნიერმა სარკეების სხივების ანარეკლის გამოყენებით რომაელთა გემები ჩაძირა. ამ ფაქტის დამადასტურებელი მასალები არ მოიპოვება და გადაცემის ავტორები არქიმედეს მეთოდის პრაქტიკაში გამოცდას გეგმავენ. გადაცემა „დისქავერის“ ეთერში 8 დეკემბერს გავა.

ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტი 2020 წლამდე იქნება

ყაზახეთის პრეზიდენტს, 70 წლის ნურსულთან ნაზარბაევს, ყაზახეთში მცხოვრები კორეელის კავშირის თავმჯდომარემ, რომან კიმმა წინადადებით მიმართა და სთხოვა, რომ პრეზიდენტის პოსტი 2020 წელს დატოვოს. ამის საპასუხოდ, ნაზარბაევმა განაცხადა, რომ მზადაა, დარჩეს ხელისუფლებაში 2020 წლამდე, თუკი კორეელები მას „ახალგაზრდობის ელექსირს“ მოუტანენ. ცნობილია, რომ ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის სათავეში 1990 წლიდან იმყოფება და მონაწილეობა აქვს მიღებული ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში, მომავალი არჩევნები კი 2012 წელს არის დანიშნული.

ბელგიის სამეფო ტახტი ახალი მფლობელის მოლოდინშია

ბელგიის მეფე, ალბერტ მეორე, სავარაუდოდ, სამეფო გვირგვინზე უარის თქმას და სამეფო ტახტის თავისი უფროსი შვილისთვის – პრინც ფილიპისთვის გადაცემას აპირებდა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ იუწყება. ამავე გამოცემის ვერსიით, მეფემ გადაიფიქრა და, იმის, გამო, რომ ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება გადაწყვიტა, ჯერჯერობით შეინარჩუნოს მეფის ტიტული. თუმცა, ბელგიის სამეფო კარის წარმომადგენლების მტკიცებით, მეფე არანაირ გადადგომას არ გეგმავდა და საგაზეთო სტატიას მათ „სრული აბსურდი“ უწოდეს.


скачать dle 11.3