კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა რუსულ მუნდირმორგებული გრიგოლ ორბელიანი შამილის დამტყვევებელი და რისი შედეგი იყო ყოველივე ეს


რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ, ამჯერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრიბუნიდან ითქვა, კავკასიური იდეის, კულტურული განვითარების მშვიდობიანი თანაარსებობის შესახებ. ამ იდეისთვის ბრძოლა მუდმივად უწევდათ კავკასიელებს და მათ შორის, ჩვენს წინაპრებსაც. მის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დაპირისპირება განსაკუთრებული სიმწვავით მეცხრამეტე საუკუნეში გამოვლინდა. რაც მოსალოდნელიც იყო რუსეთის მიერ კავკასიური იმპერიული პოლიტიკის წარმოების გამო. შესაბამისად, ამ ვითარებამ ბევრ ცნობილ მოღვაწეს მოარგო „გმირის“ ან „ანტიგმირის“ სახელი. სწორედ ამ ადამიანებზე გვესაუბრება ჩვენი რესპონდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სრული პროფესორი, ჯონი კვიციანი: მეცხრამეტე საუკუნე, ეს არის ხანა, როდესაც ტრადიციული და თანამედროვე კულტურა კავკასიაში წინააღმდეგობაში მოვიდა ერთმანეთთან.

– რას გულისხმობთ?

– ერთი მხრივ, – კავკასიელებმა მეცხრამეტე საუკუნეში დაკარგეს დამოუკიდებლობა და შესაბამისად, – თავიანთი ტრადიციული კულტურის თანამედროვე კულტურაში მოდერნიზაციის საშუალება. ეს ბევრად იყო განპირობებული იმით, რომ რუსეთის კულტურულ-ცივილიზაციურმა შემოჭრამ კავკასიაში, თავად იტვირთა კავკასიელების ადგილობრივი ნიადაგიდან მოწყვეტა და მათ კულტურაზე დაყრდნობით კავკასიის „გათანამედროვება“.

მეორე მხრივ – საქართველოში და მთლიანად კავკასიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ტრადიციული კულტურის მიმდევარია, თუმცა, ამავე დროს, მათი სოციალური ელიტის წარმომადგენელთა დიდ ნაწილს კარგად ესმის, რას ნიშნავს, ევროპაში იმ პერიოდისთვის მომხდარი ცვლილებები, სადაც აგრარული ცივილიზაციიდან ინდუსტრიულ ცივილიზაციაზე გადავიდა ქვეყნები. ამით მოხდა ადამიანების კოლექტიური მარწუხებიდან მისი გაინდივიდუალება. რაც არ შეიძლებოდა, მიმზიდველი არ ყოფილიყო კავკასიის ელიტური საზოგადოებისთვის.

– ამ ფონზე როგორ ვლინდება თქვენს მიერ ზემოთ ნახსენები „წინააღმდეგობები“?

– როგორც მთლიანად კავკასიურში, ქართულ ელიტაშიც არსებობს ორი მხარე. ერთნი – მომხრენი არიან ტრადიციული კულტურის და მასზე დაყრდნობით თანამედროვე კულტურაში ტრანსფორმაციისა. მაგალითად, ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელსაც მიაჩნდა, რომ კავკასიური სოლიდარობა აღადგენდა კავკასიის რეგიონში არსებული ქვეყნების დამოუკიდებლობას. ეს კი ეხმიანებოდა იმამების – ყაზი-მოლას, ჰამზათ-ბეგის და შამილის იდეას და ეწინააღმდეგებოდა რუსეთის იმპერიის მიერ დასახულ კავკასიურ პოლიტიკას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთიანი კავკასიის იდეა მას არა მარტო რუსეთის საწინააღმდეგოდ, არამედ მთლიანად კავკასიის ხალხთა განვითარებისთვის ესახებოდა.

– რაც შეეხება მეორე ნაწილს?

– მეორე მხარეს იყვნენ ისინი, რომელნიც ევროპიზაციის მიღწევის ერთადერთ გზას რუსეთის გავლით ხედავდნენ. ეს კი მათ იძულებულს ხდიდა, რუსეთის მხარდამხარ ეკეთებინათ „რუსული საქმე”. ამისთვის მათი მუნდირის მორგებაც უწევდათ და ბრძოლაც კავკასიელების წინააღმდეგ. ერთ-ერთი გახლდათ გრიგოლ ორბელიანი. ამ ცნობილი პიროვნებისგან – ქართველი პატრიოტის და პოეტი რომანტიკოსისგან, ცხადია, მოულოდნელი იყო რუსეთის გენერლის ჩინით ბრძოლა კავკასიელი მთიელების წინააღმდეგ.

როგორც მოგეხსენებათ, კავკასიის გეოგრაფიულ-კულტურული ცენტრი საქართველო იყო და ბუნებრივია, ძირითადად ქართველები წარმოადგენდნენ რუსეთისთვის კავკასიური პოლიტიკის, როგორც გამტარებლებს, ასევე მოწინააღმდეგეებსაც. ამის მაგალითად გამოდგება, რომ გავიხსენოთ, შამილის დატყვევება გრიგოლ ორბელიანის მიერ. მახსენდება ტიციან ტაბიძის მონანიების სიტყვები ჩრდილოეთ კავკასიელების მიმართ, ჩვენი ზოგიერთი წინაპრის, მათ წინააღმდეგ რუსეთის ცარიზმის პოლიტიკის მხარდაჭერის გამო. ჩემი აზრით, სწორედ გრიგოლ ორბელიანის – დიდი ქართველის საქციელი გახდა მთავარი მიზეზი ტიციან ტაბიძის მიერ ამ ლექსის შექმნისა.

დაღესტანში, ღუნიბის რაიონში დღესაც არსებობს ქვა, რომელსაც რუსულად აწერია: „1859 წლის აგვისტო – გენერალმა ბარიატინსკიმ ჩაიბარა ტყვე შამილი.”

– ამის შემდეგ რა ხდება?

– იმისთვის, რომ რუსული პოლიტიკა მოწონებული და პოპულარული გამხდარიყო საქართველოში, რუსეთის იმპერატორმა, აღიარა თავად-აზნაურთა არსებული წრე და უფრო მეტიც, ქართველ თავად-აზნაურებს იმპერატორმა პენსიაც კი დაუნიშნა. სხვათა შორის, ამგვარი ნაბიჯი რუსეთს ჩრდილოკავკასიის არც ერთ სხვა ქვეყანაში არ გადაუდგამს.

– რით ხსნით იმპერატორის ამ საქციელს?

– საქართველოს როლი და ადგილი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო რუსული პოლიტიკის კავკასიაში გასატარებლად. ამ ვითარებაში ჩრდილოკავკასიელები შამილის დატყვევების შემდეგ (1859-1864 წლებში) განაგრძობენ წინააღმდეგობას ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ და ჩრდილოდასავლეთ ნაწილში (ყაბარდოელები, ჩერქეზები, უბიხები, შაფსუღები და სხვები). ცარიზმის არმია სასტიკად უსწორდება ადგილობრივ მოსახლეობას იმ წინააღმდეგობისთვის, რასაც ის წააწყდა შამილის დატყვევეის შემდეგ. მოსახლეობის დიდი ნაწილი ისჯება გაწეული შეიარაღებული წინააღმდეგობისთვის, მეორე ნაწილი კი იდეის ერთგული რჩება და პროტესტის ნიშნად სამშობლოს ტოვებს, რაც ჩრდილოკავკასიის ისტორიაში მუჰაჯირობით არის ცნობილი.

დღესაც აქტუალურია ზემოხსენებული კულტურულ-ცივილიზაციური გარდაქმნის პრობლემა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც საქართველო, ისე მთლიანად კავკასია გარკვეული დროის განმავლობაში ანარქიამ, ქაოტურმა მდგომარეობამ მოიცვა. ამავე დროს, როგორც ცნობილი სინერგეტიკულ-სისტემური მეთოდოლოგია გვკარნახობს, ასეთ ვითარებაში იძერწება ახალი, მოდერნიზებული წესრიგი, რომელიც იმედია, მომავალში მოგვევლინება, როგორც საქართველოს, ისე მთლიანად კავკასიის მდგრადი დემოკრატიული განვითარების საფუძვლად.


скачать dle 11.3