***
მრავალუცნობიანი გამოცანა:
* უმუშევრობა არ არის‚ მაგრამ არავინ მუშაობს.
* არავინ მუშაობს‚ მაგრამ მოსავალი ყოველ წელს‚ წინასთან შედარებით‚ უფრო მეტი მოდის‚ მრეწველობაც გაცილებით მეტ პროდუქციას უშვებს.
* მოსავალიც ბევრია და პროდუქტიც‚ მაგრამ მაღაზიებში არაფერია.
* მაღაზიაში არაფერი არ არის‚ მაგრამ ყველას ყველაფერი აქვს.
* ყველას ყველაფერი აქვს‚ მაგრამ ყველა უკმაყოფილოა.
* ყველა უკმაყოფილოა‚ მაგრამ ყველა მთავრობის მომხრეა.
პასუხი: სოციალიზმი.
***
პლაჟზე მიდის მაგარი „ნაშა“ და გაოცებისგან თვალები უფართოვდება: ხედავს – მზის გულზე‚ ქვიშაზე, ზის „დუბლიონკაში“‚ „უშანკასა“ და „ვალინკებში“ გამოწყობილი ახალგაზრდა.
– ამ სიცხეში ასე რატომ გამოწყობილხარ?
– იცი‚ ეს ჩემი ცხოვრებისეული კრედოა: წინააღმდეგობების გადალახვა. ხანდახან კი მათი შექმნა თავად მიწევს.
– შეეშვი მაგ სისულელეს. წამომყევი‚ დამიჯერე‚ სექსი უკეთესია.
ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ:
– შეიძლება‚ ოღონდ‚ აუცილებლად ჰამაკზე და თხილამურებით.
***
ქორწინების შემდეგ ნეფე მღვდელთან მივიდა და ეკითხება:
– რამდენი მოგართვათ, მამაო?
– იმდენი‚ შვილო ჩემო‚ რამდენადაც მშვენიერია პატარძალი.
მამაკაცმა ჯიბიდან ლარიანი ამოიღო და მღვდელს მისცა. მღვდელი პატარძლისკენ შებრუნდა, ფატა ახადა‚ ისევ ჩამოაფარა და ნეფეს 50 თეთრი დაუბრუნა.