კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაიჭირეთ... წამი!





ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. წინასწარ ვერავინ დაგეგმავს საკუთარ მომავალს ისე, რომ თავი გაუთვალისწინებელი სიურპრიზებისგან დაიზღვიოს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ იმ წუთებს და წამებს, როცა თავს ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობთ. დრო ძალიან სწრაფად გადის. ნუთუ ღირს, ის უსარგებლო კამათში გავფლანგოთ?! მას უკან არავინ დააბრუნებს და გული დაგვწყდება, ყველაფერი რომ არ გავაკეთეთ ძვირფასი წამის გასახანგრძლივებლად... წვრილმანი პრობლემები, წყენა... ძალიან ჩვეულებრივი და გარდაუვალი რეალობაა. მაგრამ მათ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგან სასიამოვნო მომენტებს გაცილებით მეტს გვჩუქნის ცხოვრება.

ყველა ადამიანს აქვს უნარი, საკუთარი ყოველდღიურობა ნათელი ფერებით აავსოს და უფრო კაშკაშა გახადოს. ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება, თუკი თქვენ თავად მოისურვებთ ამას. ადამიანებთან ურთიერთობა, მუსიკა, კინო, თეატრი, სეირნობა სასიამოვნო გარემოში... ეს ყველაფერი სასიცოცხლო ტონუსს ამაღლებს. ფანტავს უსიამოვნო ფიქრებს. შემოაქვს მეტი პოზიტივი ყველგან და ყველაფერში. ხოლო, როცა პოზიტივი სჭარბობს ნეგატივს, პრობლემებიც, თითქოს თავისით იხევს უკან...

არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა. ეს ჭეშმარიტებაა. უბრალოდ, ზოგი პრობლემის გადაწყვეტას დრო სჭირდება. ზოგჯერ, უბრალოდ, აუცილებელია, დროებით არ იფიქროთ მასზე და ხელსაყრელ მომენტს დაელოდოთ.

„დაიჭირეთ“ წამი, რომელიც თქვენთვის ძვირფასია. უნდა იბრძოლოთ ყოველი დღისთვის და გჯეროდეთ, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება!


скачать dle 11.3