კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არა – პესიმიზმს!

ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, ჩვენ რომ გვინდა, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულგატეხილმა ხელი ჩაიქნიოთ და თქვათ, ბედნიერება ძალიან შორს არისო. არავითარი პესიმიზმი. უთხარით, პესიმიზმს „არა“! და დაიწყეთ თავიდან. თუ საკუთარ თავს არ შთააგონებთ, რომ მიზნის მიღწევის შანსი არსებობს და ეს შანსი მხოლოდ თქვენს ხელშია, მართლაც, არაფერი გამოგივათ. იყავით ჰარმონიული ურთიერთობაში საკუთარ თავთან. მხოლოდ ამ გზით დაიმკვიდრებთ ადგილს საზოგადოებაში და მიაღწევთ პიროვნულ რეალიზებას. თავიდანვე ყველაფრისთვის იყავით მზად. პატარა მარცხი, წარუმატებლობა – ეს ჩვენი რეალობის ნაწილია, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ არის კატასტროფა. მთავარია, გულითა და გონებით აკეთოთ ის საქმე, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ასევეა ურთიერთობაშიც. მარტო ზერელე სურვილი – მე მინდა! – ფონს არ ქმნის. შეასხით ხორცი თქვენს სურვილებს და ისე იმოქმედეთ.

დაიხსომეთ ისიც, რომ პესიმისტები მალე ბერდებიან, ოპტიმისტებზე ნაკლებ ხანს ცოცხლობენ და, რაც ყველაზე ცუდია, არ აქვთ უნარი, დატკბნენ პატარ-პატარა სიხარულებით, ბოლომდე შეიტანონ და შეიგრძნონ ცხოვრების არსი.

ოპტიმისტობა ძნელი არ არის. საერთოდაც, არაფერი არ არის ძნელი, თუკი მოინდომებთ. დაფიქრდით კარგად და მიხვდებით, რამხელა შესაძლებლობები გაქვთ – უსაზღვროდ დიდი შესაძლებლობები. ხოლო, რატომ არ იყენებთ მათ, ეს უკვე ღირს დაფიქრებად. ერთი სიტყვით, დაიწყეთ იმით, რომ საერთოდ დაივიწყეთ გულგატეხილობა. შეაფასეთ თქვენი ძალები რეალურზე ცოტათი მეტად. ეს საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ. ყველაფერი ცუდი გაივლის – ამქვეყნად მუდმივი არაფერია. დღევანდელი წარუმატებლობა ხვალ, შეიძლება, წარმატებით შეიცვალოს, მაგრამ, მხოლოდ იმის შემდეგ, რაც თავად დაიჯერებთ ამას.


скачать dle 11.3