კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისგან გახდა ღალატის მსხვერპლი ნიკა ლომიძე და ვინ „უჭედავს“ მას სახლში

ამბობენ, ადამიანმა ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა დასცადოს, რომ ცხოვრების გემო ბოლომდე შეიგრძნოსო. ნიკა ლომიძემ მართალია, ყველაფერი არა, მაგრამ ბევრი რამ გამოსცადა. მაგალითად, შპალერიც გააკრა, კედლებიც ლესა, ჰაერშიც იფრინა, ზღვის ფსკერიც დალაშქრა, ავტორბოლაშიც გამოწვრთნა თავი, შოუ-ბიზნესის წრეშიც მიღებული ადამიანია, ტელევიზორშიც ხშირად ჩანს და ის რეკლამებიც, რომელსაც ხშირად ნერვების აშლილობამდე მიჰყავხარ, სწორედ მისი დამსახურებაა, რადგან, არც სარეკლამო სააგენტო დატოვა თავისი იდეების გარეშე. ნიკა ძალიან კომუნიკაბელური, თბილი და გემრიელი მოსაუბრეა. ამიტომ, არც უცხო ადამიანებთან უჭირს ურთიერთობა.



ნიკა ლომიძე: რომ გითხრათ, უჟმური და ჩაკეტილი ადამიანი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. ძალიან კომუნიკაბელური ვარ და ამიტომ, არავისთან მიჭირს ურთიერთობა. ერთი სიტყვით, მიყვარს ადამიანებთან კონტაქტი. თან, ძალიან აქტიურიც ვარ, არც შრომა მეზარება და მგონი, ჩემს საქმეს „ხუთიანზე“ ვასრულებ (იცინის).

– როგორც მივხვდი, ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტი და დეპრესია შენგან შორსაა?

– სამდღიანი დეპრესიები „მოსულა“ ხოლმე, მაგრამ ეს მარტო „პახმელიის“ დღეებში მემართება. თუ „პახმელიაზე“ ვარ, მორჩა... ვერაფერი მშველის, მარტო უნდა ვიძინო და ასე თუ გამოვალ, სხვებისთვის კი იმდენი რჩევა-დარიგების მიცემა შემიძლია, ნუ იტყვით. ეს „საპახმელიო“ რჩევები ჩემზე არ ჭრის, თორემ სხვებისთვის წამალია (იცინის). ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტს კი ნამდვილად არ ვუჩივი. მეგობარიც უამრავი მყავს. მათ მე ვირჩევ და ამიტომ არ მესმის ხოლმე რომ მეკითხებიან, გაგიმართლა თუ არა მეგობრებშიო. ვგიჟდები ბავშვობის მეგობრებზე. ასევე, მყავს ოცდაოთხსაათიანი, თორმეტსაათიანი, ერთსაათიანი მეგობრები და ისეთებიც წელიწადში მარტო ერთი საათით რომ ვხედავთ ერთმანეთს. ჩემი ცოლის, თეას მეგობრებთანაც ვმეგობრობ და ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. ქუჩაში რომ შეურაცხადი დადის, იმასთანაც შემიძლია, გამოვნახო საერთო ენა და ხომ წარმოგიდგენიათ, საკუთარი სამეგობრო წრე როგორ მიყვარს. ახალი მეგობრების შეძენაც მიყვარს, მაგრამ ჯერ „ფილტრის“ ქვეშ ვატარებ (იცინის).

– ამ „გაფილტვრას“ როგორ ახერხებ?

– მეგობრების „გაფილტვრას“ ცხოვრება ახდენს. მე, ერთი დანახვისას, თვალებში ვკითხულობ, ვინ როგორი ადამიანია და თუ ჩემად მივიღე, თან გადავყვები. ხშირად ღალატის მსხვერპლიც ვყოფილვარ მეგობრების მხრიდან, მაგრამ ამასაც შევეგუე. მაგრამ, ვინც ნაღდად ჩემად მიმაჩნია, მათგან ღალატი, დანამდვილებით ვიცი, არ „მოსულა“.

– ნიკა, შენზე ამბობენ, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ხარ. თავად თუ მიიჩნევ ასე?

– რასაკვირველია, იღბლიანი ადამიანი ვარ და თანაც ძალიან, იღბლიანი. ოჯახურ ურთიერთობაშიც გამიმართლა, საქმეშიც და მეგობრებშიც. ამაზე მეტი იღბალი რაღა უნდა მინდოდეს? ყოველთვის იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს და მომწონს. თუმცა, ყოფილა მომენტები, ფულის საშოვნელად რემონტებიც მიკეთებია, შპალერიც გამიკრავს და კედლებიც გამილესავს. უცხოეთში რომ ვცხოვრობდი, ეს კარგი შემოსავლის წყარო იყო. ისე, ფანტასტიკური ხელოსანი ვარ, ასე კი ნუ მიყურებთ (იცინის). ასე რომ, ემიგრანტის თაობაზე, კარგად ვშოულობდი ფულს. დღეს, სარეკლამო სააგენტოშიც ვმუშაობ და რეკლამებს რომ უყურებთ, ბევრი ჩემი გაკეთებულია.

– თქვი, პირად ცხოვრებაში გამიმართლა და იღბლიანი ვარო. ეჭვიანი თუ ხარ მეუღლის მიმართ?

– მართლა გამიმართლა, თეა რომ ჩემი მეუღლეა. რაც შეეხება ეჭვიანობას, თუ ადამიანი გიყვარს, ეჭვიანიც უნდა იყო, აბა რა?! მეც და თეაც, ორივე ეჭვიანები ვართ. უბრალოდ, ეჭვიანობის საბაბს არ ვაძლევთ ერთმანეთს. არც დამჭირვებია და არც საბაბი მოუცია თეას, რომ მეეჭვიანა და გიჟი ხომ არ ვარ, უმიზეზოდ ვიეჭვიანო. ჩვენ ერთმანეთს ვენდობით, თანაც თვალდახუჭული (იცინის). ქალს შემოქმედი ადამიანისთვის ხომ იცით, რა როლი აქვს?

– რა როლი?

– მათი მუზაა (იცინის). აქედან გამომდინარე, ყველა კაცის მთავარი ცხოვრების მიზანი, მაინც ქალია.

– თეა გამომიტყდა, ნიკასთან ჩხუბი, მხოლოდ მისი ჰაბიტუსის გამო მომდის – რომ სუქდება, ღიპი ედება და არ მომწონსო.

– ახლა აღარ მეჩხუბება, თორმეტი კილოგრამი უკვე დავიკელი. თუ სიმართლე გინდათ, გეტყვით, რომ ვსუქდები, მეც არ მომწონს. ისე, რომ დავიკელი წონაში, ეს თეას დამსახურებაცაა (იცინის). მარტო მე კი არა, ზედმეტი კილოგრამების გამო, თეა ყველას ეჩხუბება. სანამ დავიკლებდი, სულ შესუნთქული დავდიოდი. ერთხელ, მივედი სახლში და მივხვდი, ძალიან დავიღალე. არადა, არც თოხით მიმუშავია და არც ბარით. მოკლედ, ფიზიკურად, ისე ვიყავი დაღლილი, ვერაფრით მივხვდი, რა მჭირდა. კარგად რომ დავფიქრდი, მერე აღმოვაჩინე, რომ მთელი დღე შესუნთქული დავდიოდი, ამოვისუნთქე და დავისვენე, დაღლაც მომეხსნა და ტვინმაც დაისვენა (იცინის). დიდი ხანია, პური და ცომეული არ მიჭამია, მარტო ხორცეულზე ვარ გადასული. ასეთი აკრძალვები თავად დავუნიშნე ჩემს თავს. ვიცი, რა მიხდება და რა არა. შესაბამისად, საკუთარ აკრძალვებს უსიტყვოდ ვემორჩილები და შედეგიც სახეზეა, საგრძნობლად დავიკელი. კიბეზე რომ ჩამოდიხარ, ძუძუები გითამაშებს კაცს და სელაპივით ხარ, სირცხვილი არ არის? მოკლედ, შემაწუხა ჩემმა წონამ, ავდექი და ერთი კვირის განმავლობაში, მხოლოდ ყავაზე „შევჯექი“. შედეგად, ზედმეტი ათი კილოგრამი მოვიკელი. ისე, საჭმლის გაკეთება მიყვარს ხოლმე. რაღაცეებს ვიგონებ და ისეთ გემრიელ რამეებს ვაკეთებ, თითებს ჩაიკვნეტთ (იცინის).

– ექსტრემალური ადამიანი ხარ. როგორც ვიცი, ფრენაც, რბოლაც და აკვალანგისტობაც „მოსულა“ შენთვის. ამის გამო შარში ხშირად ებმები?

– ექსტრემი ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს, უფრო სიყვარულის დონეზე რჩება. საერთოდ, ყოველთვის ვცდილობდი, ყველაფერი საკუთარ თავზე გამომეცადა, საშინელი ექსტრემალი ვიყავი ყოველთვის. პარაპლანითაც მიფრენია, პატარა თვითმფრინავიც მიტარებია, მოტოციკლითაც მიქროლია, მანქანითაც გამოვსულვარ რბოლაზე და წყალქვეშაც „მიბოდიალია“. ასე რომ, ბევრი იდიოტობა გამიკეთებია ცხოვრებაში (იცინის). მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ ცოტა შიში შემომეპარა. ახლა ხომ ჩემი თავი მარტო მე აღარ მეკუთვნის.

– რას გულისხმობ?

– რას და, ექსტრემი კარგია, ფრენაც და წყალქვეშ ჩასვლაც, მაგრამ ეს საფრთხეებთან არის დაკავშირებული და რომ გამახსენდება შვილი მყავს, „ვატორმუზებ“. არ დამავიწყდება, პირველად, მე და გოგა ხაჩიძე გავფრინდით პარაპლანით. ისეთი განცდა იყო, ამის მოყოლა შეუძლებელია. ამას ვერაფერს შეადარებ, ისევე როგორც ნებისმიერ სექსუალურ აქტს. იმ შეგრძნების მოყოლა ხომ შეუძლებელია? ჰოდა, ეს უნდა გამოსცადო და განიცადო ადამიანმა. დამიჯერეთ, ფრენა ყველა ნარკოტიკს ჯობია და ყველა მდგომარეობას.

– ამ ნარკოტიკის „კაიფი“ რამდენჯერ გამოსცადე?

– ჰაერში ფრენის „კაიფი“ რამდენჯერმე გამოვცადე. ზუსტად არ მახსოვს, ალბათ, ექვსჯერ. მიყვარს, ფხიზელსა და არაფხიზელს შორის მდგომარეობაში ყოფნა, რასაც ექსტრემის დროს გრძნობს ადამიანი. ვერ წარმოიდგენთ, რა მაგარი სამყაროა წყლის ქვეშ, რომელი ნარკოტიკის „კაიფი“ შეედრება მას? ხმელთაშუა ზღვაში, თურქეთში ჩავედი პირველად წყლის ფსკერზე და რვაფეხას რომ გავეთამაშე, უნდა გენახათ, რა მაგარი იყო. რვაფეხები, ძალიან საინტერესო რამეები არიან, უყვართ თამაში და ისე გაერთობი ადამიანი ამ თამაშ-თამაშში, რომ ნუ იტყვით. ერთი თურქი მეგობარი მყავს, მყვინთავია და მან მომანიჭა ინსტრუქტორის წოდება. ტურისტებს მომაბარებდა და ხუთი ტურისტი მას ჩაყავდა წყალში, ხუთი – მე. ინსტუქტორის წოდება კი მქონდა, მაგრამ მე უბრალო მყვინთავი ვიყავი (იცინის). „მუღამის“ დაჭერაა მთავარი. სამი თვე ვიყვინთავე ასე წყალქვეშ და მერე არ მითხრეს, გადარჩენილი ხარ, აქ ზვიგენები არიანო. წარმოიდგინეთ, ზვიგენი რომ გადამყროდა და ფეხი მოეჭამა, რა სანახავი ვიქნებოდი?!

– შვილი თუ დაგემსგავსა ექსტრემში?

– ექსტრემისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დედაჩემი მეუბნება, ნიტას რომ ვუყურებ, შენ გგავსო, თეას დედა ამბობს, თეას – ჰგავსო. ასე რომ, ნიტა ორივეს „მიქსია“. ახლანდელი ბავშვები, მე თუ მკითხავთ, ძალიან მარტივები არიან. ადრეც ყალიბდებიან, უფრო აზრიანებიც არიან, მეტიც ესმით, ვიდრე ჩვენ გვესმოდა მათ ასაკში და შეგიძლია დაუჯდე, ესაუბრო, გაარჩიო საქმეები და ეკამათო კიდევაც რაღაც-რაღაც საკითხებზე. ნიტა, მგონი, ერთადერთი ადამიანია, ვინც „მჭედავს“ (იცინის). იცის, როდის მომეფეროს, როდის მაკოცოს, როდის მომელაქუცოს. ახლა აიჩემა, გინდა თუ არა, ნამდვილი, პატარა მანქანა მინდა და მიყიდეთო. რომ გვიყურებს მე და თეას როგორი მძღოლები ვართ, ეტყობა, მადა გაეხსნა. ვხუმრობ ხოლმე, სულ მალე რბოლაში, ალბათ, ნიტა გამასწრებს-მეთქი. (იცინის). მეც ძალიან მიყვარს მანქანები და მეგობრები სულ გაცვლა-გამოცვლაში ვიყავით. ვეღარც კი ვითვლი, რამდენი მანქანა გამოვიცვალე. ისე, ჩემგან ამ დარგში ბიზნესმენი ვერ გამოვა. ვიყიდი მანქანას, ცოტა ხანი ვატარებ და მერე ნაკლებ ფასში, წამგებიანად ვყიდი.


скачать dle 11.3