კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაატარეს დრო საიდუმლო-სამხედრო ავიაბაზაზე ქართველმა მფრინავებმა გერმანელი ლამაზმანების კამპანიაში

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებია. გაგანია ცივი ომის პერიოდია და მესამე მსოფლიო ომის საფრთხე აშკარაა. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ბერლინის მახლობლად, საიდუმლო სამხედრო აეროდრომზე ვმსახურობ. საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, იმ ზონაში, სადაც მე ვიყავი, არანაირი სამხედრო საფრენი აპარატის ყოლა არ შეიძლებოდა. ჩვენ კი იქ გამანადგურებელთა ესკადრილია და შვეულმფრენთა პოლკი გვყავდა. მეც სწორედ ასეთ შვეულმფრენ „მი-8-ზე“ ვიყავი მიმაგრებული. ის მძლავრი რეაქტიული რაკეტებით იყო აღჭურვილი და იმ დროისთვის მრისხანე ძალად ითვლებოდა.

ჩვენი აეროდრომის ტერიტორია სამმაგი საკონტროლო ზოლით იყო გარშემორტყმული. იქ შესვლა, ასევე, იქიდან გასვლაც უმკაცრესად კონტროლდებოდა სპეცგანყოფილების მიერ. საიდუმლო ბაზის ტერიტორიაზე წყალიც მკაცრად ისინჯებოდა და ალკოჰოლზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვახერხებდით ბაზის ტერიტორიაზე არყის შეტანას და იატაკქვეშ ქეიფებსაც კი ვმართავდით დროდადრო.

14 თებერვალია, ვალენტინობის დღესასწაული, იმ დღეს მთელი კომუნისტური და არაკომუნისტური გერმანია „გულაობდა“. სექსი პირდაპირ ქუჩაში „მიდიოდა“. მე და ჩვენი ეკიპაჟის კიდევ ორი წევრი – ლოვა სერგეევი და ალიოშა ონიანი მალულად ვქეიფობდით ბარაკში. ორი ბოთლი არაყი რომ დავლიეთ, ალიოშამ კიდევ ორი ბოთლი „გაშანსა“ და ისიც რომ გამოგველია, მე და ონიანს დალევის საღერღელი სწორედ მაშინ აგვეშალა.

– წავალ, სასმელს მოვიტან და მალე მოვალ, – თქვა ალიოშამ, წამოდგა და გავიდა.

ვიფიქრე, ალბათ, კიდევ სადმე აქვს გადამალული არაყი-მეთქი და ალიოშას მოლოდინში რადიომიმღები ჩავრთე. მუსიკამ მომთენთა და ჩამეძინა. არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ ალიოშას ხმამ, ქალების კისკისმა და ლოვა სერგეევის გინებამ გამაღვიძა.

თვალი გავახილე და რას ვხედავ – ალიოშა ონიანს ორი უზარმაზარი პაკეტი უჭირავს ხელში და იქიდან ალაგებს შოტლანდიურ ვისკებს და ნაირ-ნაირ მშრალ საჭმელს. მის გვერდით კი ტანწერწეტა, ქერათმიანი გერმანელი გოგონები კისკისებენ, რომლებსაც ეტყობათ, რომ საკმაოდ შექეიფიანებულები არიან.

– რა ხდება, ალიოშა, აქ? – ვკითხე ონიანს და თვალები მოვიფშვნიტე.

– მუსიკას აუწიე და „შევუბეროთ“! – მიპასუხა ალიოშამ და თავად აუწია რადიომიმღების ხმას. შემდეგ ჭიქებში ვისკი ჩამოასხა და ასწია.

– აი, ჩემო ძმაო, ღვინო, დუდუკი და მშვენიერი ქალები. ამათ რომ ვუყურებ, თავი ქუთაისში მგონია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ალიოშა ონიანმა ეს „სავალენტინო ნობათი“ დასავლეთ ბერლინიდან ჩამოიტანა. მან თავისი ვერტმფრენით საზღვარი გადაკვეთა და სიყვარულით გაბრუებული კაპიტალისტური ბერლინიდან სასმელ-საჭმელი და ლამაზმანი გერმანელი პოლიტხელი ქალები ჩამოიყვანა.

ქალები შემდეგ სახმელეთო გზით დააბრუნეს უკან ჩვენმა „ასობისტებმა“ და მიუხედავად იმისა, რომ მკაცრ სასჯელს ველოდით ხელმძღვანელობისგან, ჩვენთვის ზედმეტი სიტყვებიც კი არავის უთქვამს.

პოლკოვნიკ ტიტე კორძაიას

ნაამბობის მიხედვით


скачать dle 11.3