კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიაყენა ასეულობით მილიონი მანეთის ზარალი სახელმწიფოს უახლესი თვითმფრინავის გამტაცებელმა

1965 წლის მარტის მიწურულს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების პოდპოლკოვნიკმა, მფრინავმა ბორის ტიტოვმა უახლესი თვითმფრინავი „მიგ-მტბ“ ქალაქ იუჟნი სახალინსკის სამხედრო აეროდრომიდან იაპონიაში გაიტაცა და ამერიკელებს ჩააბარა. მართალია, ამერიკელებმა თვითმფრინავი 3 დღეში უკან დაუბრუნეს საბჭოთა მხარეს, მაგრამ მოღალატე მფრინავის დაბრუნებაზე უარი განაცხადეს. გარდა ამისა, უახლესი საბჭოთა თვითმფრინავიც გაშიფრული იყო და ამის გამო საბჭოეთს რამდენიმე ასეული მილიონი მანეთის ზარალი მიადგა.

– პოდპოლკოვნიკი ტიტოვი ნებისმიერი საშუალებით უნდა დაბრუნდეს უკან და ის სამაგალითოდ დაისაჯოს, – განუცხადა საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელობას ახლად არჩეულმა გენერალურმა მდივანმა ბრეჟნევმა და „ჩეკისტები“ კაბინეტიდან გაისტუმრა.

დავალება საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო, რადგან საბჭოთა დაზვერვამ შეიტყო, რომ ტიტოვი შიგ ლენგლიში, „ცეერუს“ შტაბ-ბინაში ჰყავდათ გამოკეტილი ამერიკელებს და ისე საიმედოდ იცავდნენ, რომ პოდპოლკოვნიკთან ბუზიც ვერ შეაღწევდა.

– როგორც ეტყობა, ტიტოვს გარეგნობას შეუცვლიან და შემდეგ ეძებე თივის ზვინში ნემსი, – თქვა ოლეგ ნოვიკოვმა, რომელსაც ტიტოვის უკან დასაბრუნებელი სპეცოპერაციის კურატორობა დაევალა.

ლენგლიში გამომწყვდეული ტიტოვის კურატორი 46 წლის მაიორი როჯერ დორსეტი იყო. მას მოღალატე საბჭოთა მფრინავის უსაფრთხოება და საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დაკმაყოფილება ევალებოდა, საამისოდ საკმაოდ სოლიდური თანხაც ჰქონდა გამოყოფილი. დორსეტი მარტოხელა, უცოლშვილო კაცი იყო და კორეის ომში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა. „ვესტპოინტის“ კურსდამთავრებული, ჯერ კიდევ, ორმოციანი წლების მიწურულს მოექცა საბჭოთა დაზვერვის ყურადღების ცენტრში. იმ პერიოდში ახალგაზრდა ლეიტენანტი დორსეტი დასავლეთ ბერლინში მსახურობდა და ვალუტით სპეკულირებდა, თან იატაკქვეშა ბარის – „ვალეტის“ მუდმივი სტუმარი იყო. „ვალეტში“ ჰომოსექსუალები იყრიდნენ თავს. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ბარის მეპატრონე გიუნტერ კოხი საბჭოთა დაზვერვის თანამშრომელი გახლდათ და „ვალეტის“ ყველა კლიენტზე მნიშვნელოვანი კომპრომატები ჰქონდა. „ვალეტის“ კუპეებში მიკროკამერები იყო დამონტაჟებული და რაც იქ ხდებოდა, ფირზე იწერებოდა. შემდეგ მოსკოვში იგზავნებოდა და ლუბიანკის არქივებში ინახავდნენ. სათანადო საჭიროების შემთხვევაში მათი მოძიება საკმაოდ იოლი იყო.

ოლეგ ნოვიკოვმა მოღალატე ტიტოვის დაბრუნების ყველა გეგმა დაიწუნა და თავის თანაშემწეს უთხრა:

– სასწრაფოდ მომიძებნეთ „კალიგულა“ და მომიყვანეთ.

ევგენი ზიკოვი, მეტსახელად კალიგულა, საბჭოთა საგარეო დაზვერვაში მუშაობდა და ნოვიკოვმა ის იმიტომ მოიკითხა, რომ დორსეტთან მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. სწორედ კალიგულა შეეწყვილა დორსეტს „ვალეტში“ და ისე მოხიბლა ამერიკელი ჰომოსექსუალი ოფიცერი, რომ მათ შორის მხურვალე რომანი დაიწყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ საბჭოთა დაზვერვა იძულებული გახდა, ზიკოვის დაღუპვა გაეთამაშებინა და ამგვარად აღკვეთა ეს კავშირი. საყვარლის „დაღუპვის“ შემდეგ დორსეტი დეპრესიაში ჩავარდა და სმა დაიწყო. შემდეგ მან პატაკი დაწერა და ბერლინიდან სხვაგან გადაყვანა მოითხოვა.

– წარმოგიდგენია, რა ეფექტი ექნება კალიგულას გამოჩენას? მეშინია, დორსეტს სიხარულისგან გული არ გაუსკდეს და ოპერაცია არ ჩაგვეშალოს, – ამბობდა ნოვიკოვი.

აღმოჩნდა, რომ აგენტი კალიგულა ბრაზილიაში იყო გაგზავნილი სამუშაოდ და მოსკოვში მის დაბრუნებას 5 დღე დასჭირდა. როგორც კი ზიკოვი მოსკოვში ჩაფრინდა, ის პირდაპირ ნოვიკოვთან მიიყვანეს, რომელმაც კალიგულა სიხარულით მიიღო.

– ევგენი ვასილიჩ, – მიმართა ნოვიკოვმა, – აუცილებლობა რომ არა, ამხელა გზაზე არ ჩამოგიყვანდით, მაგრამ სასწრაფო საქმეა და უთქვენოდ არაფერი გამოვა.

– გისმენთ, – მიუგო კალიგულამ.

– ძველი „სიყვარული“ უნდა გაიხსენოთ და მოღალატე მფრინავის დაბრუნებაში დაგვეხმაროთ, – უთხრა ნოვიკოვმა ზიკოვს და ყველაფერი დაწვრილებით უამბო.

დორსეტის ხსენებაზე კალიგულას უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა და ტანში გააჟრჟოლა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად უარის თქმა შეეძლო, ასეთი რამ გამორიცხული იყო და კალიგულა მეორე დღესვე ვაშინგტონში გაემგზავრა.

მთელ თავისუფალ დროს დორსეტი ერთ-ერთ კაფეში ატარებდა, სადაც სხვა ოფიცრებიც შედიოდნენ და მსუბუქი მუსიკის ფონზე ერთობოდნენ.

ერთ საღამოს კაფეს კარი გაიღო და მარჯვენა კედელთან მჯდომმა დორსეტმა დაინახა, როგორ შევიდა 16 წლის წინ „დაღუპული“ მისი მეგობარი სტივენ კლარკი, რომელსაც დორსეტი მოფერებით „გიჟს“ ეძახდა.

ძველი საყვარლები ერთმანეთს დიდი სიყვარულით შეხვდნენ და კალიგულამ დორსეტს გულახდილად უთხრა, რომ საბჭოთა მზვერავი იყო. ძველი ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივით აღფრთოვანებული მაიორი ყველაფერზე თანახმა იყო. ძველმა მეგობრებმა სასტუმრო „ჰილტონში“ მგზნებარე ღამე გაატარეს. შემდეგ დორსეტი ლენგლიში დაბრუნდა და ტიტოვს უთხრა:

– ახალ ადგილზე გადავდივარ, მოემზადე.

პოდპოლკოვნიკმა ტიტოვმა და მაიორმა დორსეტმა ლენგლი დახურული ფურგონით დატოვეს და ვაშინგტონის ქუჩებს გაუყვნენ. ერთ-ერთ მოსახვევში მათ პოლიციელების ფორმაში გადაცმული საბჭოთა აგენტები ჩაუსხდნენ. ტიტოვი მათ დააძინეს, შემდეგ მოსკოვში ჩაიყვანეს და ლუბიანკაზე დახვრიტეს.

დორსეტი და კალიგულა ერთმანეთს მოსკოვში დაშორდნენ და ზიკოვი კვლავ ბრაზილიაში გაემგზავრა.


скачать dle 11.3