კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1980 წლის 7 აგვისტოს, დილით, რვა საათზე. რომელ სფეროში ექნება მეტი წარმატებები, დაბრკოლებების გარეშე?

პასუხი: მისთვის მისაღები და წარმატებების მომტანი პროფესიებია – პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ორგანიზატორული ან ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია, სამასაჟო საქმე, სადალაქო ბიზნესი, გასართობი ინდუსტრია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული სფეროები, ლინგვისტიკა, პედაგოგიკა, სოციოლოგია. ყველა ამ სფეროში დიდი წარმატებების შანსი აქვს.

კითხვა: დავიბადე 1995 წლის 23 აპრილს, დღის საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესია ავირჩიო სამომავლოდ, რომ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიო?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, რომ იყოთ მეტად აქტიური, ენერგიული, ინიციტივიანი. წარმოაჩინოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. დაეყრდენით ცოდნის ბაზას, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმს. უნდა იმოქმედოთ უშიშრად, გამოავლინოთ შესაძლებლობების მაქსიმუმი. უნდა იყოთ დისციპლინირებული, მომთმენი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი და ფულის ყაირათიანად მხარჯველი. დაეყრდენით ინტუიციას. დაიცავით საკუთარი საიდუმლო, სანამ ნაბიჯს გადადგამთ. ასევე, თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა უცხოეთი – იქ წასვლა და ძალების მოსინჯვა. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის წარმატების მომტანია: სპორტი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სფერო, ფარმაცევტიკის გარდა ყველა სამედიცინო სფერო, ასევე, სამართალდამცავი ორგანოები, საგამოძიებო საქმიანობა, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო და საგადასახადო სფერო, ფილოსოფია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, არატრადიციული მედიცინა.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1990 წლის 13 მაისს. ოჯახის შექმნის მიზნით, რომელი ასტროლოგიური ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანია მეტად მისაღები მისთვის?

პასუხი: თქვენი შვილის საოჯახო და სასიყვარულო ურთიერთობისთვის მისაღებია კირჩხიბის, ვერძის, ქალწულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. გეტყვით იმასაც, რომ არასასურველია ურთიერთობა და უნდა მოერიდოს ამ მხრივ თხის რქის, ლომისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა კი საშუალოა.

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 30 მარტს, დილის საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენს კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ მეტად აქტიური, ენერგიული, შეგეძლოთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. გამოავლინეთ უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთება, დაეყრდენით ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას. ასევე, ურთიერთობებში გამოიყენეთ დიპლომატია. აუცილებელია, უცხოეთთან კონტაქტიც. ესეც თქვენი კოსმიური მისიაა. ქვეყნებიდან კი კარგია: ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრალია, სერბეთი, სლოვენია, ბრაზილია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, კუნძული მალტა. ამ ქვეყნებში თქვენთვის გაცილებით მეტია წარმატებების მიღწევის შანსი.

კითხვა: დავიბადე 1986 წლის 18 იანვარს. მინდა, უცხოეთში წასვლა. არის თუ არა ის ჩემი კარმული მისია და რომელი ქვეყნებია წარმატების მომტანი?

პასუხი: უცხოეთში შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ. ამიტომ, ის თქვენთვის მისაღები არ არის. უცხოეთში გამგზავრება თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის. თუმცა, თუ მაინცდამაინც გნებავთ, შემდეგი ქვეყნები შემიძლია გირჩიოთ: რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, ჰოლანდია, სამხრეთ აფრიკა, კანადა, სლოვაკეთი, ახალი ზელანდია, უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, მოლდავეთი, არგენტინა, ლატვია, ბულგარეთი, ისრაელი.


скачать dle 11.3