ბრიტანელმა დედამ საბავშვო ეტლის საძინებელი შალითა გამოიგონა
ბრიტანელმა დედამ გამოიგონა ნივთი, რომელიც ეხმარება დედებს, ადვილად დააძინონ ბავშვი საბავშვო ეტლში. მან დაამუშავა უნივერსალური შალითა საბავშვო ეტლისთვის, რომელიც ბავშვს ამშვიდებს და აძინებს. დედა იძულებული აღარაა დაარწიოს პატარა, რითაც საკმაოდ დიდ დროს დაზოგავს.
ეს ბრწყინვალე იდეა 38 წლის კეირა სეიერს მოუვიდა მეგობრებთან სადილობისას, სადაც ყველას თან ახლდა შვილი. კეირამ ვერაფრით დააწყნარა თავისი ქალიშვილი – ჰოლი, რომელიც ეტლში ვერ ისვენებდა, ტრიალებდა და ვერ იძინებდა. ასე იქცეოდნენ სხვა ბავშვებიც.
კეირამ შალითა შეკერა სპეციალური „მსუნთქავი“ ქსოვილისგან, რომელიც სინათლეს არ ატარებს. ამავე დროს ის ბავშვს იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან და ინარჩუნებს სიგრილეს ცხელ დღეებში. ამით კი პატარას „პირდაპირ ძილისკენ უბიძგებს“. წინიდან მას ჩაკერებული აქვს ელვა, რომლის გახსნითაც შეიძლება „ფანჯარაში“ შეხედვა. მან დააპატენტა ნაწარმი და წარადგინა ლონდონში, ბავშვთა საქონლის გამოფენაზე. ეს გამოგონება მაშინვე გახდა ჰიტი. მისით რამდენიმე მსხვილი რიტეილერი დაინტერესდა. ქალბატონი რისკზე წავიდა და თავისი დანაზოგი 30 ათასი დოლარი მთლიანად დახარჯა 10 ათასი ცალი შალითის დასამზადებლად.
ახლა კეირას შალითები იყიდება რამდენიმე მსხვილ მაღაზიაში და ინტერნეტით. ერთი ცალი შალითა 20 ფუნტი სტერლინგი ღირს. ვარაუდობენ, რომ გამომგონებელი დედა სულ მალე გახდება მილიონერი.