კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყუმბარმტყორცნი – სიცოცხლის გადასარჩენად

24 წლის ავსტრიელმა გამომგონებელმა სემ ადელოიუმ მიიღო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემია საინჟინრო დიზაინში იმისთვის, რომ გამოიგონა ყუმბარმტყორცნი, რომელსაც ასობით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. გამოგონებისთვის ადელოიუს 32 ათას დოლარს გადაუხდიან.

ავსტრალიელის მიერ გამოგონებული ყუმბარმტყორცნი გათვალისწინებულია იმ ადამიანთა გადასარჩენად, რომლებიც წყალში კატასტროფის გამო აღმოჩნდებიან. მაშველები, რომლებიც ადელოიუს ყუმბარმტყორცნიდან გაისვრიან, საფრთხეში ჩავარდნილ ადამიანს რაღაც წამებში მიაწვდიან მაშველ რგოლს. ყუმბარმტყორცნი ისვრის კაფსულებს ჰიდროფობიური ქაფით 150 მეტრ მანძილზე. წყალზე დავარდნისთანავე კაფსულა 40-ჯერ იზრდება. ამგვარად, წყალში ჩავარდნილ ადამიანს ეძლევა შანსი გარკვეული დროის განმავლობაში გაჩერდეს წყალზე, სანამ სპეციალისტები არ ჩაატარებენ გადამრჩენ ოპერაციას.

მოწყობილობა სულ 3,5 კილოგრამს იწონის და საკმაოდ კომპაქტურია იმისთვის, მოთავსდეს ყველაზე პატარა ნავშიც კი.

სემ ადელოიუ ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე სამრეწველო დიზაინს სწავლობს. ეს სასწავლო დაწესებულება სიდნეიშია და მსოფლიოს 21-ე საუკეთესო უნივერსიტეტის სიაში შედის.

კონკურსის ორგანიზატორებმა სემ ადელოიუ 15 ფინალისტს შორის აირჩიეს. სხვა წარმოდგენილ გამოგონებათაგან აღსანიშნავია: ჩანთა, რომელიც ცუდ სუნებს ახშობს, რეანიმაციული ჟილეტი, რომელიც საშუალებას იძლევა, ადამიანის გულის გაჩერების შემთხვევაში ხელახლა აამუშაოს გული. აგრეთვე, აკუმულატორი, რომელიც ველოსიპედისტებს აღმართში ასვლაში ეხმარება.


скачать dle 11.3