გია მურღულიას კოლექციიდან
– მე ფასდაკლება მეკუთვნის – ვეტერანი ვარ.
– რისი ვეტერანი? – ეკითხება გამყიდველი.
– დიდგორის ომის!
– მაშინ მოწმობა წარმომიდგინეთ.
– არ შემიძლია – ჯერ მაფორმებენ.
– უცნაურია, – თქვა გამყიდველმა, – ზოგიერთმა თურქმა უკვე წარმომიდგინა...
***
– ბიჭებო, იცით, გოგონები რას მეუბნებიან ხოლმე?
– არა!
– და, საიდან იცით?!
***
განცხადება:
„ვიპოვე სინდისი. ვინც დაკარგა, ვთხოვ სასწრაფოდ წაიღოს, რადგან მთელი ღამეები არ მძინავს!”
***
თვითმფრინავი მიფრინავს. სტიუარდესა ერთ არაბ მგზავრთან მიდის და ეკითხება:
– რა მოგართვათ, ვისკი? კონიაკი? არაყი?
– არა, გმადლობთ, ცოტა ხანში საჭესთან უნდა დავჯდე.
***
მუშის დახასიათებიდან:
„დაზგასთან მუშაობის უსაფრთხოების წესებს ისევე კარგად იცნობს, როგორც თავის სამ თითს”.
***
ქმარი ძალიან მთვრალი დაბრუნდა შინ. ცოლი ეჩხუბება:
– ამდენი რატომ დალიე?
– რა „ამდენი” – ცოტა იყო. სამ კაცზე ერთი ბოთლი ვიყიდეთ.
– მერე, ასე რაღამ დაგათრო?
– რა ვიცი, აბა! ის ორი არ მოვიდა...
***
ძაღლი მართლაც ადამიანის საუკეთესო მეგობარია. არ გჯერათ? ჩაატარეთ ასეთი ექსპერიმენტი: თქვენი მანქანის საბარგულში ერთად ჩაკეტეთ თქვენი ძაღლი და ცოლი.
ერთი-ორი საათის შემდეგ გახსენით საბარგული. როგორ გგონიათ – ვის უფრო გაუხარდება თქვენი დანახვა?!
***
თანამშრომელი ეკითხება უფროსს:
– ბატონო კოტე, თუ შეიძლება დღეს ცოტა ადრე გამიშვით – ცოლმა მთხოვა, რომ საყიდლებზე გავყვე.
– არ შეიძლება! არავითარ შემთხვევაში. დაჯექით და იმუშავეთ!
– დიდი მადლობა, ბატონო კოტე!
***
ექიმის კაბინეტში:
– სვამთ?
– არა, ექიმო.
– ეწევით?
– არა.
– ბანქოს თამაშობთ?
– არა.
– ქალები?
– როგორ გეკადრებათ!
– თქვენ რა არც ერთი ნაკლი არ გაქვთ?
– მაქვს ერთი.
– და რომელია ის ერთი?
– ბევრს ვიტყუები.