კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

***

მეგრელი ქალაქის შესასვლელში‚ გზის პირას ზის‚ ხელში ანკესი უჭირავს‚ გვერდით‚ თევზიანი ვედრო უდგას და ისეა გატრუნული‚ თითქოს ტრასაზე კი არა მდინარეში იდგეს და შიგ თევზს იჭერდეს. ტიპმა მანქანა გააჩერა‚ გადმოვიდა და ეკითხება, რას აკეთებო.

– თევზს ვიჭერ.

– ეს როგორ?

– ეე‚ ჯიმა‚ ასე უცბად ვერ აგიხსნი. ერთი ბოთლი ღვინო‚ მისაყოლებელი – ყველი‚ პური‚ წიწილა... დავსხდეთ და...

ტიპი გაიქცა, ოც წუთში მობრუნდა ხორაგით. გაიშალა სუფრა‚ ასწიეს ჭიქები‚ დაიწყო სადღეგრძელოები: ეს შეხვედრა-გაცნობისო‚ ეს – საქართველოსიო‚ ეს დედმამიშვილებისო..

– აბა‚ ახლა მითხარი‚ როგორ იჭერ თევზს...

– აი‚ ასე‚ ჯიმა‚ – დღეს შენ უკვე მეორე ხარ და ჯერ ოთხი საათიც არ არის...

***

მიხო ქორწილშია დაპატიჟებული და ქალაქში გამოპრანჭული ჩამოვიდა – შავი შარვალ­კოსტიუმი აცვია‚ თეთრი‚ ქათქათა პერანგი‚ ჰალსტუხი... შეწუხებული სახით მიაბიჯებს‚ უცბად‚ ფეხსაცმლის მწმენდავი დაინახა‚ სახე გაებადრა‚ სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა‚ ზურგით შებრუნდა‚ პიჯაკი აიწია და ეუბნება:

– საროჩკა გამიჩისტკე‚ ჯო!

– ვერა‚ ძმაო‚ გაგეკრასკება‚ – იუარა ფეხსაცმლის მწმენდავმა.

– ათ ლარს მოგცემ და მიდი!

– არა‚ ტო‚ ფული რა შუაშია‚ სუფთა საროჩკაა და მერე‚ აზრზე რომ მოხვალ‚ მიმბეგვავ...

– შენ რა გენაღვლება‚ გამიჩისტკე და 25 ლარს მოგცემ!

მწმენდავმა აიღო ჯაგრისი და გაუსვა და გაუსვა‚ თეთრი პერანგი სულ გააშავა.

ნასიამოვნებმა მიხომ ჯიბეში 50-ლარიანი ჩაუკუჭა.

– ამიხსენი‚ ძმაო‚ ასეთი საროჩკა რაში გჭირდება?

– შენა‚ ჯო‚ ზურგი როდისმე მოგქავებია?

***

– უკაცრავად‚ თქვენ მართლა იტალიაში იყავით?

– დიახ.

– შეიძლება‚ გკითხოთ – მართლა ჩექმას ჰგავს?

***

ქუჩაში გოგონა გამოვიდა‚ მოკრძალებულად ჩაცმული-დახურულ-დავარცხნილი. უცბად მის ახლოს მანქანა გაჩერდა‚ იქიდან ორი მოსული ახალგაზრდა კაცი გადმოხტა‚ სტაცეს გოგონას ხელი და მანქანაში შეაგდეს. იქ კიდევ სამი ახალგაზრდა დახვდათ:

– აბა‚ ლამაზო‚ ან მამაშენის ფულებსა და დედაშენის ძვირფასეულობას გამოიტან‚ ან პირველივე შუქნიშანთან ქალიშვილობას დაკარგავ‚ მერე კი, ყოველ შუქნიშანთან თითოეული ჩვენგანი ისე ისიამოვნებს შენით‚ როგორც მოესურვება და ეს მანამდე გაგრძელდება‚ სანამ მანქანაში ბენზინი არ გამოილევა.

– აბა‚ ბიჭებო‚ ბენზინგასამართი სადგურისკენ!


скачать dle 11.3