კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ვინ არის საერთაშორისო გაშვილების საკითხების კომპეტენტური ორგანო და რა შემთხვევაში დაიშვება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა; ინახება თუ არა აღნიშნული ბავშვების შესახებ ინფორმაცია და სად შეიძლება მისი მოპოვება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საერთაშორისო გაშვილების საკითხებში კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც, „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, უკავშირდება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ანალოგიურ სამსახურებს და ცვლის მათთან ინფორმაციას. თუ რომელიმე უცხო ქვეყანა არ არის კონვენციის ხელშემკვრელი მხარე ან/და მისი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული შვილად აყვანის საქმეზე უფლებამოსილი ორგანო, მაშინ მინისტრი ამტკიცებს მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოსთან (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციასთან) დასადები სპეციალური ხელშეკრულების ფორმას. სააგენტოს მიერ მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის, „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“ გაეროს კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნებს.

საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მისი შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან შეუძლია, იშვილოს რეესტრში აღრიცხვაზე მყოფი, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე პირი, რომელიც რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვეში არ აიყვანა შვილად საქართველოს მოქალაქემ. ამ შემთხვევაში სააგენტო ატარებს კვლევას, რომლის საფუძველზე მომზადებულ დასკვნაშიც უნდა აღინიშნოს მიზეზები, რომელთა გამოც ამ ბავშვისთვის საქართველოში ვერ მოინახა მშვილებელი. ჩატარებული კვლევის საფუძველზე, სააგენტო, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, იწყებს მისი უცხო ქვეყანაში გაშვილების პროცედურას. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გასაშვილებლად სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა შეიძლება, თუ მშვილებელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აღრიცხულია რეესტრში. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანის ფაქტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

კითხვა: ბიძაშვილს ჰქონდა მოქალაქის ვალი 5 000 ლარის ოდენობით. ჩემი ბიძაშვილი გარდაიცვალა და აღმოჩნდა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მევალეს დაუტოვა 5 000 ლარი. ის მოქალაქე ამ თანხის აღების შემდეგ, მაინც ითხოვს მამკვიდრებლის ქონებიდან 5 000 ლარს. სწორია თუ არა მისი მოქმედება?

პასუხი: რადგანაც მამკვიდრებელმა ქონება უანდერძა თავის კრედიტორს, ეს კანონის მიხედვით არ შეიძლება, ჩაითვალოს კრედიტორის უფლების გაქვითვად.

კითხვა: ვარ მომღერალი. რამდენიმე წლის წინ კომპოზიტორისგან შევიძინე სიმღერა, ახლახან გავიგე, რომ იგივე სიმღერა მას სხვა მომღერლისთვისაც მიუყიდია. დაირღვა თუ არა ჩემი უფლებები?

პასუხი: ნაწარმოების ყიდვის ცნება სამართლებრივად გაუმართავია. აღნიშნულ შემთხვევაში, თქვენ გულისხმობთ იმას, რომ კომპოზიტორისგან შეიძინეთ კონკრეტული საავტორო უფლება, რომლის გადაცემა ხდება საავტორო ხელშეკრულების საფუძველზე. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ საავტორო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. გადაცემული უფლება ჩაითვლება განსაკუთრებულ (ექსკლუზიურ) უფლებად, თუ ხელშეკრულებით ეს პირდაპირაა განსაზღვრული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულება ჩვეულებრივი ლიცენზიაა და ავტორს უნარჩუნდება უფლება, დაუთმოს ანალოგიური საავტორო უფლება სხვა პირებსაც.

კითხვა: მოქალაქემ საკმაოდ კარგად ააწყო ბიზნესი. ამ ბიზნესის მეშვეობით, როგორც დამფუძნებელს, აქვს საკმაოდ მაღალი დივიდენდები. დღეს ამ საქმიანობას უძღვება მისი მეუღლე, ხოლო თვითონ ალკოჰოლს მიეძალა და მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი არღვევს ზნეობრივ ნორმებს, უხეშად ეპყრობა და აგინებს მეუღლეს, თანამშრომლებს. შეუძლია თუ არა სასამართლოს, მეუღლის სარჩელის საფუძველზე, ცნოს ის შეზღუდულქმედუნარიან პირად?

პასუხი: არ შეუძლია, რადგან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისთვის ქმედუნარიანობის შეზღუდვა შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ იმ პირს, რომელიც ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს.

კითხვა: იურიდიულმა პირმა მხატვარს შეუკვეთა ნახატის შექმნა. ნამუშევრის დამთავრებამდე მხატვარი გარდაიცვალა. ახლა ვალდებულების შესრულებას სთხოვენ მის ვაჟს, ასევე მხატვარს. კანონიერია თუ არა ასეთი მოთხოვნა?

პასუხი: არა, რადგან არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მოვალის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ მისი შესრულება შეუძლებელია ავტორის პირადად მონაწილეობის გარეშე.

კითხვა: ერთი და იგივე საგანი მოქალაქემ რამდენჯერმე დააგირავა. იმის გამო, რომ დამგირავებელმა პირობა ვერ შეასრულა. პირველმა მოგირავნემ გამოიყენა გირაოს რეალიზაციის უფლება, რის შედეგადაც, ნივთი აუქციონზე სხვამ შეიძინა. მოგვიანებით მეორე მოგირავნემ კვლავ მოითხოვა ამავე ნივთის რეალიზაცია, რათა მოთხოვნა უზრუნველყოფილიყო ამ ნივთზე გირავნობით და რომ, გირაო არ შეიძლება, გადაეცეს სხვა პირს. კანონიერია თუ არა მეორე მოგირავნის მოთხოვნა?

პასუხი: არა, რადგან გირაოს მართლზომიერი გასხვისებითა და გადაცემით დაუტვირთავი საკუთრება ახალ შენაძენზე გადავიდა.

კითხვა: ჩემს ძმას სამსახურში მიღებისას დაუწესეს საგამოცდო ვადა სამი თვით. ავადმყოფობის გამო ის სამსახურში სამი კვირის განმავლობაში ვერ ცხადდებოდა. გამოჯანმრთელების მერე ადმინისტრაციამ მას მოსთხოვა, რომ კიდევ ერთ თვეს ემუშავა საგამოცდო ვადის ანგარიშით. სწორია თუ არა ადმინისტრაციის მოთხოვნა?

პასუხი: სწორია, რადგან საგამოცდო ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან ის პერიოდი, როცა მუშაკი საპატიო მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე.


скачать dle 11.3