კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


გაზაშვილი

გვარის ფუძეა სიტყვა გაზა, იგივეა, რაც ნაკუთლის დასასრული. ნაკუთლი მოჭრილი კუნძია. ასევე, გაზა იგივეა, რაც გაძლიერებული. სულხან-საბას განმარტებით კი ღაზარინელი, სიზმრის ამხსნელს, გაზა კი – ვარსკვლავთმეტყველს ნიშნავს.

გაზაშვილები ქართველები, მართლმადიდებლები არიან. ოსები კი ჩაწერილი არიან გვარით გაზაევი.

საქართველოში 947 გაზაშვილი ცხოვრობს: გორში – 315, თბილისში – 175, ქარელში – 160. არიან სხვაგანაც.

167 გაზაევი: თბილისში – 116, ყვარელში – 27, გორში – 21.

ჯავარაშვილი

გვარში ფუძედ გამოყენებულია საკუთარი სახელი ჯავარი. ეს სახელი არაბულიდანაა ნასესხები. ჯაჰუარა მარგალიტს ნიშნავს, რომელიც ფუძედ დაედო გვარებს მარგალიტაძე, მარგალიტაშვილი.

ჯავარი საკუთარ სახელად გვხვდება ალექსანდრე ღლონტის წიგნშიც.

ნიკოლოზ ჯომადავა კი „3 000 მეგრულ გვარ-სახელში” წერს: „ჯავარი-მარგალიტის თვალი, აგრეთვე გვარი, ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარ-სრული, მრავალი წყალი”.

საქართველოში 175 ჯავარაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 34, თბილისში – 25, ასევე გვხვდება ყვარელში და სხვაგანაც.

კოტორაშვილი

დაბა (სოფელი) დიღომში, გვარის შესახებ ამბობენ, კოტორაანი, კოტორაანთ უბანი, ცნობილი და მრავალრიცხოვანიაო.

კოტორაშვილი ეპონიმური გვარია, საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი კოტორა.

კოტორაშვილის კალო იყო ერთ-ერთი საზღვარი პაპია ხატისშვილის მიერ ხოსიტა ხატისშვილისთვის მიყიდული მიწის დროს, 1669 წელს.

კოტორაშვილი ესტატე იყო მოწმე პაპუნა ლოთიკაშვილის მიერ ესტატე მარინდაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნში, 1681 წელს.

კოტორაშვილი ხახანა კი, ქაიხოსრო ბარათაშვილის ყმა იყო 1628 წელს და ასევე, მოწმე ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ საამ საგინიშვილისთვის მიცემულ ხოდაბუნზე უდაობის წიგნში.

ამავე ფუძისაა გვარები კოტირიძე, კოტორია. გვხვდება გვარი კოტორეიშვილიც.

საქართველოში 894 კოტორაშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 298, თბილისში – 235, ახმეტაში – 106. არიან სხვაგანაც.

172 კოტორეიშვილი: ბაღდათში – 92, ზესტაფონში – 16, თბილისში – 13. ცხოვრობენ სხვაგანაც.

კანაშვილი

ქართველური საკუთარი სახელი კანა, გვხვდება ფუძედ გვარ კანაშვილში. ამ გვარის შესახებ, ისტორიულ წყაროებში მწირი მასალა მოიპოვება. ცნობილია, რომ ამავე ძირისაა გვარი: კანანაძე.

საქართველოში 237 კანაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 112, თბილისში – 95, თელავში – 30.

მანჯიკაშვილი

ამ გვარის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. ცნობილია, რომ მეტსახელი მანჯიკა დაედო საფუძვლად ამ გვარის წარმოშობას. ასევე, გვხვდება ჩხოროწყუში საკუთარი სახელი მანჯუ.

საქართველოში 93 მანჯიკაშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 22, თბილისში – 21, ახალგორში – 17. არიან სხვაგანაც.

კვერღელიძე

გურიაში წარჩინებულ გვართა შორის მოიხსენიება გვარი კვერღელისძე – კვერიღერისძე.

ებორი კვერღელისძე 1664 წელს იყო მოლარეთუხუცესი, გიორგი გურიელის მიერ ბოქაულთუხუცესისთვის მიცემულ ყმა-მამულის წყალობის წიგნში ის მოწმედ არის მოხსენიებული.

1534-1566 წლებში კვერღელიძე გოჯითბეგო გურიელის სახლთუხუცესი იყო და როსტომ გურიელის მიერ ნასყიდა იაშვილისთვის ბოძებულ ყმა-მამულის წყალობის წიგნში ის მოწმედ მოიხსენიება.

საქართველოში 301 კვერღელიძე ცხოვრობს: ოზურგეთში – 263, ბათუმში – 16, თბილისში – 11. არიან სხვაგანაც.

ზაქუტაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზაქუტა.

1700 წელს, ზაქუტა კაკაშვილი მოიხსენიება ურბნელი იოსებ ჯავახიშვილის მიერ რევაზ ჟორჟოლაძის სახელზე გაცემულ წყალობის წიგნში.

ამავე ძირისაა გვარი ზაკუტაშვილი. მოგვიანებით კი ისინი რუსული დაბოლოებით ზაკუტოვებად ჩაწერეს.

საქართველოში 90 ზაქუტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 38, გარდაბანში – 22, გორში – 1. არიან სხვაგანაც.

119 ზაკუტაშვილი: თბილისში – 53, ქარელში – 52, ბორჯომში – 14.

84 – ზაკუტოვი.

ბერდიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბერდია. ეს სახელი მოიხსენიება 1651 წლის ყმა-მამულის ნუსხაში.

1860 წელს, სოფელ დრეში მოხსენიებულია გიორგი ბერდიაშვილი.

საქართველოში 34 ბერდიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 10, გურჯაანში – 7, ქუთაისში – 3. არიან სხვაგანაც.

გოისაშვილი

გოისაშვილი კახეთში შექმნილი გვარია.

გვარის საშენ მასალად გამოყენებულია კახეთში კულტივირებული საკუთარი სახელი გოი. ამ სახელისგანაა ნაწარმოები ასევე გვარები: გოიაევი, რომელიც სავარაუდოდ ყოფილი გოიაშვილია და გოიჯაევი, სავარაუდოდ გოიჯაშვილი.

საქართველოში 84 გოისაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 59, თბილისში – 21, რუსთავში – 4.

ჯაიანი

გვარის ფუძეა სახელი ჯან ან ჯაბ.

ჯაიანები ძირითადად იმერეთში ცხოვრობდნენ და მეფემ ეს გვარი თავადად მიიღო. ყოველ შემთხვევაში, იოანე ბაგრატიონის „შემოკლებით აღწერაში” ასე ჩანს.

საქართველოში 2 029 ჯაიანი ცხოვრობს: თბილისში – 202, სენაკში – 192, ბათუმში – 187. არიან სხვაგანაც.

ლაფანაშვილი

მეტსახელი ლაფანა დაედო გვარ ლაფანაშვილს საფუძვლად.

1460 წელს, გიორგი მეფემ ლაფანასშვილის წყალობა დაუმტკიცა სუმბატის შვილიშვილის, მესტუმრე ვირშელ ზვიადისშვილს.

მაგნაკორნას მცხოვრები ლაფანაშვილი, მთელი თორმეტი საკომლო საკათალიკოსო იყო, რისი წყალობაც მეფემ განუახლა სვეტიცხოველს, მეთოთხმეტე საუკუნის მეორე ნახევარში. ლაფანაშვილი გიორგი მაგნაკორის მცხოვრები კი მამულიანად ერგო წილში რამაზ ზუმბულიძეს 1651 წელს.

საქართველოში 269 ლაფანაშვილი ცხოვრობს: დუშეთში – 124, თბილისში – 114, მცხეთაში – 31.

ხურიშვილი – ხურიევი

გვარის ფუძეა უძველესი, ძველი აღმოსავლეთ ეთნონიმი – ხური, ხურიტი (ხურიტები).

გვარი ხურიშვილი რუსულ საბუთებში ჩაწერეს ხურიევად. დროა, რომ ხურიევებმა აღიდგინონ მამაპაპური გვარი ხურიშვილი.

საქართველოში 47 ხურიშვილი ცხოვრობს: გორში – 32, ახალგორში – 8, კასპში – 7.

116 ხურიევი: გორში – 43, თბილისში – 34, ახალგორში – 24, არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

მოამზადა ნონა დათეშიძემ


скачать dle 11.3