კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბოსტონის ცათამბჯენმა მეპატრონე კიდევ ერთხელ შეიცვალა

რიელტორულმა კომპანია „ბოსტონ პროფერტიმ“ ბოსტონისა და ნიუ-ინგლენდის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის, „ჯონ ჰენკოკ თაუერის“ შეძენის შესახებ განაცხადა. გარიგების ღირებულება 930 მილიონი დოლარია. ბოსტონის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი 1976 წელს ააშენეს. მისი სიმაღლე 241 მეტრია და ის 60 სართულისგან შედგება. ბოსტონის ცათამბჯენის პროექტის ავტორები იო მინ პეი და ჰენრი კობი არიან. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ცათამბჯენის გახსნა 1971 წლისთვის იგეგმებოდა, არადა, პროექტში შეტანილი ბევრი ცვლილებისა და ტექნიკური ხარვეზების გამო ის მხოლოდ 1976 წელს გაიხსნა. 1977 წელს ბოსტონის ცათამბჯენის პროექტის ავტორები ამერიკის არქიტექტორების ინსტიტუტის უმაღლესი ჯილდოს მფლობელები გახდნენ. 2006 წელს გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შენობას „ენერჯი სთარის“ პრიზი მიანიჭა მისი მაღალი ენერგოეფექტურობის გამო. საინტერესოა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში „ჯონ ჰენკოკ თაუერმა“ რამდენჯერმე შეიცვალა მეპატრონე. 2003 წელს ის კომპანია „ბეიკონ ქეპითალ პარტნერსმა“ შეიძინა 910 მილიონ დოლარად, 2007 წელს კი მას ახალი მფლობელი – ნიუიორკული კომპანია „ბროდვეი რეალ ისთეით პარტნერი“ დაეპატრონა. ზოგიერთი ცნობით, ამ უკანასკნელმა ბოსტონური ცათამბჯენი, ორ ახლომდებარე შენობასთან ერთად, 1,3 მილიარდ დოლარად შეიძინა.


скачать dle 11.3