კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2011 წელს უძრავი ქონების ბაზრის ზრდა შემცირდება

როგორც კონსალტინგური კომპანია „ნაით ფრანკის“ ანალიტიკოსები იუწყებიან, 2011 წელს მსოფლიოს უძრავი ქონების ბაზრის ზრდა შენელდება. ამის მიზეზი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სახელმწიფო დახმარების შეწყეტაა, რომელმაც ბანკების მიმართ მოსახლეობის ნდობა დროებით გაზარდა. გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ მსოფლიოს უძრავი ქონების ბაზარზე ვარდნის შემდეგ, მდგომარეობის მკვეთრი გამოსწორება სწორედ სახელმწიფოს მხრიდან აღმოჩენილი დახმარებით იყო გამოწვეული და ეს პროცესი 2011 წელს შენელდება, რადგან სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარების პროგრამის ვადები იწურება. უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე ნაკლები ზრდა იმ ქვეყნებში იქნება, რომლებიც კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ლაპარაკია ირლანდიაზე, ესპანეთსა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებზე. იმავე ირლანდიაში ამჟამად უძრავი ქონების ღირებულება 50 პროცენტით უფრო ნაკლებია, ვიდრე ფასების პიკის დროს, 2006 წელს იყო. უახლოესი 18 თვის განმავლობაში ამ ბაზრებზე ფასების დაცემა გაგრძელდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში უძრავი ქონების ბაზრებზე შეღავათები აღარ იარსებებს. ყველაზე მეტად სახელმწიფოს დახმარების პროგრამის დასრულების გამო სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები იზარალებს, სადაც გაყიდვების მოცულობა უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო ხანებში მკვეთრად შემცირდა.


скачать dle 11.3