კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფრანგ თაღლით თრეიდერს ბრალდებები დაუმტკიცდა

ფრანგი თრეიდერი ჟერომ კერვიელი, რომელმაც მსოფლიოში აღიარებული ფრანგული ბანკი „სოსიეტე ჟენერალი“ 4,9 მილიარდი ევროთი აზარალა, ბრალდების ყველა პუნქტში დამნაშავედ სცნეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. პარიზის სასამართლო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კერვიელმა ბოროტად გამოიყენა ნდობა და ბანკის კომპიუტერულ ქსელში არაერთი უკანონო ოპერაცია განახორციელა. გარდა სასჯელისა, თრეიდერი ვალდებულია, გადაიხადოს ის თანხა, რა ოდენობის ზარალიც მიაყენა ბანკს – საუბარია 4,9 მილიარდ ევროზე. ჟერომ კერვიელის სახელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2008 წლის იანვარში გახდა, როდესაც „სოსიეტე ჟენერალმა“ განაცხადა, რომ მისმა ერთ-ერთმა თრეიდერმა ხელოვნურად გაზარდა ევროპული საფონდო ინდექსების გარკვეული მახასიათებლები. მის მიერ შეცვლილი პოზიციების მიხედვით, საუბარი 50 მილიარდ ევროზე იყო, რაც იმ მომენტისთვის „სოსიეტე ჟენერალის“ მთლიან კაპიტალიზაციაზე მეტიც კი იყო. სკანდალი იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ ფრანგული ბანკის გენერალური დირექტორი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. კერვიელმა აღიარა, რომ კომპიუტერში არარსებულ გარიგებებზე დებდა ინფორმაციებს, თუმცა, ხაზს უსვამდა, რომ ეს ბანკებში ჩვეულებრივი პრაქტიკაა და მისი საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობამ ყველაფერი იცოდა.


скачать dle 11.3