კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიუ-იორკი მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ქალაქია

სააგენტო „გლობალ სიტის ინდექსმა“ მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ქალაქები დაასახელა და ამ სიაში პირველი სამი ადგილი ნიუ-იორკმა, ლონდონმა და ტოკიომ დაიკავა. ამ რეიტინგში შესული მსოფლიოს 65 მეგაპოლისი ხუთი კატეგორიის მიხედვით შეფასდა: საქმიანი აქტივობა, ადამიანური კაპიტალი, საინფორმაციო გაცვლა, კულტურული გამოცდილება და სამართლებრივი ურთიერთობები. საქმიანი აქტივობის მხრივ ლიდერები ნიუ-იორკი, ტოკიო და პარიზია; ადამიანური კაპიტალით ლონდონი, ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი ლიდერობენ; საინფორმაციო გაცვლების კატეგორიაში მოწინავეთა შორის აღმოჩნდა ნიუ-იორკი, ჟენევა და ლონდონი; რაც შეეხება კულტურულ გამოცდილებას, აქ პირველთა შორის ლონდონი, პარიზი და ნიუ-იორკი სახელდება; სამართლებრივი ურთიერთობების თვალსაზრისით საპრიზო სამეულში ვაშინგტონი, ნიუ-იორკი და ბრიუსელი მოხვდა. ამ კატეგორიაში მახასიათებლებად საელჩოებისა და საკონსულოების, ანალიტიკური ცენტრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რაოდენობა გამოიყენება. საერთო რეიტინგის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება: ნიუ-იორკი, ლონდონი, ტოკიო, პარიზი, ჰონკონგი, ჩიკაგო, ლოს-ანჯელესი, სინგაპური, სიდნეი და სეული.


скачать dle 11.3