კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გამოდის წყობიდან საჭის მექანიზმი

საჭესთან დაკავშირებით, პრობლემები ავტომობილში, თითქოს არც ისე ხშირია, თუმცა ჰიდრავლიკის გათიშვა და საჭესთან ჭიდილი, ყველა გამოცდილი მძღოლისთვის ნაცნობია. საჭის მექანიზმთან დაკავშირებულ პრობლემებზე მევლუდ მელაძე საუბრობს: საჭის მექანიზმი, არის მოწყობილობა, რომელიც ავტომობილის მიხვევა-მოხვევას უზრუნველყოფს. ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივი მექანიზმია, რომელიც ხშირ შემთხვევებში საკმაოდ რთული პრობლემების წინაშე გვაყენებს. რიგ შემთხვევაში გაუმართაობის მიზეზის დადგენაც კი ჭირს ხოლმე. ოთხმოცდაათიანი წლების შემდეგ გამოშვებული ავტომობილების უმეტესობას – საუბარი მაქვს მსუბუქ ავტომობილებზე, დამონტაჟებული აქვს გამაძლიერებელი, ეგრეთ წოდებული ჰიდრავლიკა, რომლის დახმარებითაც საჭე მსუბუქად და იოლად ტრიალებს. თუმცა, ის არცთუ ისე ხშირად გამოდის მწყობრიდან. გამუდმებით გვიწევს საჭის მიტრიალება-მოტრიალება, ის სულ მუშაობაშია – ისევე როგორც ძრავა. ამიტომ, მისი მწყობრიდან გამოსვლა იოლია. მით უმეტეს, რომ ის კიდევ ერთი დამატებითი მოწყობილობით, ანუ გამაძლიერებლითაა აღჭურვილი.

– რა შეიძლება, მოუვიდეს მას?

– უპირველესად, უნდა ვეცადოთ, მოხვევისას საჭე ბოლომდე არ გადავატრიალოთ, თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ბოლომდე დატრიალებულ საჭეს კიდევ რომ მიაწვებით, ხმასაც გამოუშვებს. ამ დროს გამაძლიერებელი მექანიზმი ზედმეტ დატვირთვას იღებს და შესაძლოა იოლად დაზიანდეს. კერძოდ, დაზიანდეს შიგნითა მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ზეთმა გარეთ არ გამოჟონოს. მარტივად შეიძლება გამაძლიერებლის ეს „სალნიკი” გაიხეს და სისტემიდან ზეთი დაიღვაროს. ზეთის დაღვრა კი ნიშნავს, რომ გამაძლიერებელი აბსოლუტურად გამოვა მწყობრიდან და საჭე იმაზე გაცილებით უხეში იქნება, ვიდრე იმ ავტომობილებისა, რომელზეც ჰიდრავლიკის სისტემა სულ არ არის დამონტაჟებული. იმ შემთხვევაში, თუ ზეთი დაიღვარა, წნევის შემქმნელი მოწყობილობაც მწყობრიდან გამოვა. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ამ მოწყობილობაში ყოველთვის იყოს ზეთი. თუ ზეთი აკლდება, ამაზე საჭე თავად მიგვანიშნებს. მიხვევ-მოხვევის დროს საჭე უკვე ზუზუნს იწყებს. ეს მიგვანიშნებს, რომ ზეთი აკლია. ზეთი რომ იკლებს, მძღოლები და ხელოსნები, ხშირ შემთხვევაში, ასხამენ ძრავად გამოდინებულ, გამომწვარ ზეთს და ამბობენ, ასე ცოტა ხანს იმუშავებსო. მსგავსი მარტივი გადაწყვეტილებაა ეგრეთ წოდებული „ვერიცონკას” რუსული წარმოების ზეთის ჩასხმა. არც ერთი და არც მეორე არ შეიძლება, გამაძლიერებელში მოხვდეს. ყველა „ჰიდრავლიკას” აქვს თავისი ავზი, რომლის ხუფსაც აწერია, თუ რა სახის და როგორი ხარისხის ზეთი სჭირდება იმისთვის, რომ საჭემ კარგად იმუშაოს. როგორ შეიძლება უზრუნველყოს გაშავებულმა ძრავას ზეთმა საჭის მიხვევა-მოხვევა. ეს არარეალურია. ასევე შესაძლებელია, მწყობრიდან გამოვიდეს კბილანები, რომლებიც ერთმანეთს ეხება და უზრუნველყოფს საჭის მიხვევა-მოხვევას. ის არ გაფუჭდება და დიდხანს იმუშავებს თუ პერიოდულად გადავამოწმებთ. დამცავი რეზინა, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია, მოგვაგონებს გარმონს და შესაძლოა, გაიხეს, მოხვედრილმა ჭუჭყმა კბილანები დააზიანოს. მისი მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია დაზიანებულ სავალი ნაწილის ზოგიერთ დეტალს. ეგრეთ წოდებულ „შარავოებს”, „რაზვალნი ვტულკებს” და სხვა. ცუდ გზაზე სიარულისას, ისინი ზიანდება და შემდეგ უკვე საჭის მექანიზმი გამოჰყავს მწყობრიდან.

– რა შეიძლება, გავაკეთოთ თუ ჰიდრავლიკური გამაძლიერებლით აღჭურვილი საჭე მწყობრიდან გამოვიდა?

– თუ მეორად ნაწილებში მოვიძიებთ ამ დეტალს, ურიგო არ იქნება. მაგრამ, არის ისეთი მოდელები, რომლის მეორადი ნაწილები არცთუ ისე იოლად იშოვება, ან ძალიან ძვირი ღირს. ამ შემთხვევაში, არის მისი აღდგენის საშუალება. აღდგენილი კი არაფრით ჩამოუვარდება ქარხნულს, უფრო მეტიც, შესაძლოა, გაცილებით კარგიც იყოს, ვიდრე მეორადი ნაწილი. კარგი ხელოსანი იყენებს სპეციალურ შიდა მოწყობილობებს და ნაწილებს, რომლითაც ზემძლავრი ავტომობილი, სატვირთო, ტრაქტორი და მსგავსი ტიპის ტრანსპორტია აღჭურვილი. მათი მოპოვება დღესდღეობით რთული არ არის და თუ ამ ნაწილებს მსუბუქ ავტომობილში ჩააყენებენ, ეს ნიშნავს, რომ მას ვერასდროს დააზიანებთ. ვერაფერს უზამთ საჭეს ისეთს, რომ აღდგენილი საჭის მექანიზმი მწყობრიდან გამოიყვანოთ. რაც შეეხება გამაძლიერებელს, არის შემთხვევები, რომ თვითონ გამაძლიერებელი ფუჭდება, კონკრეტულად, კი მისი „სალნიკი”. მაგრამ, არის მისი შეცვლის საშუალებაც. თუ, რა თქმა უნდა, ეს დეტალიც ისე არ დაზიანდა, რომ შეკეთებას აღარ დაექვემდებარა. ამიტომ, როგორც კი საჭეს ოდნავ პრობლემას შეამჩნევთ, თუნდაც, ნუ მოინდომებთ მექანიკოსობას და დამწვარ ზეთს ნუ ჩაასხამთ შიგ. ეს კიდევ უარესია. ეს დაუშვებელია. შემდეგ აღდგენას ვეღარ შეძლებთ და ძალიან ძვირი დაჯდება ახალი დეტალის შეძენა.


скачать dle 11.3