კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა ერთმანეთი 69 წლის დაშორების შემდეგ ხანდაზმულმა და-ძმამ და რა კავშირშია ამ ისტორიასთან ქალაქი რუსთავი



38 წლის ირინა რატნიკოვა ეძებდა 86 წლის ლუდმილა ივანეს ასულ რატნიკოვა-ბეიგერს.

ისტორია: ვეძებ მამიდაჩემს, 86 წლის ლუდმილა ივანეს ასულ ბეიგერს, რომელიც ცხოვრობდა საქართველოში, ქალაქ რუსთავში, სადაც იგი განაწილებით მოხვდა დაახლოებით 40-იანი წლების ბოლოს. 1991 წლის შემდეგ მასთან მიმოწერა შეწყდა. მამა უკვე ასაკშია და ძალზე განიცდის დასთან კავშირის არქონას, ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ მის პოვნაში, რადგან ჩვენთვის ეს თითქმის შეუძლებელი გახდა ტერიტორიული სიშორის გამო.

ჟურნალისტის შენიშვნა: ლუდმილას ნათესავები, ყველა, ვინც მას ეძებდა რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობენ. ისინი წლების განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ მას, საბედნიეროდ, ქალბატონი ლუდა ნაპოვნია და, ღვთის წყალობით, ჯანმრთელად არის. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რაოდენ გაუხარდა თავად ლუდმილას მათი გამოჩენა. თავის განცდებსა და სიხარულზე, ასევე ძებნის პროცესზე, „თბილისელების“ მკითხველს თავად ირინა უამბობს.

– მოგვიყევით, რამ დაგაშორათ ნათესავები ერთმანეთს და როგორ მოხდა, რომ ლუდა საქართველოში სულ მარტო ცხოვრობდა ნათესავებს მოშორებული?

– მამაჩემს ლუდას გარდა კიდევ ორი და ჰყავს, დედ-მამიშვილები ოთხნი იყვნენ. ისინი დაიბადნენ და გაიზარდნენ ქალაქ შადრინსკში, სწორედ ამ ქალაქიდან გაემგზავრა ლუდა სასწავლებლად ჟდანოვის მეტალურგიულ ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგაც იგი განაწილებით საქართველოში, ქალაქ რუსთავში მოხვდა. საქართველო მას ძალიან შეუყვარდა, რუსთავი კი მისთვის მშობლიურ ქალაქად იქცა. მამაჩემმაც ჟდანოვის მეტალურგიული ინსტიტუტი დაამთავრა, მაგრამ ის უკრაინაში, კრივოი როგში გაანაწილეს, ნათესავებს შორის კონტაქტი მხოლოდ წერილობით ჰქონდა, მაგრამ, უკვე 18 წელია, წერილები ადრესატამდე აღარ აღწევდა, რასაც ყველანი ძალიან განვიცდიდით. აბსოლუტურად ყველა ნათესავთან გვქონდა ურთიერთობა, ლუდას გარდა. აგვისტოში მამას შადრინსკში მცხოვრები და გარდაეცვალა, რამაც გაუმძაფრა ლუდას პოვნის სურვილი და მან ეს საქმე მე მომანდო.

– როგორ ეძებდით ლუდას და ვინ დაგეხმარათ მის პოვნაში?

– თავდაპირველად განვათავსეთ განაცხადი „ჟდი მენიას“ რედაქციაში, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერც გავერკვიე, როგორ უნდა გამეკონტროლებინა ჩემი განაცხადი. რამდენიმე თვის შემდეგ გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მომეძებნა მამიდა, რაშიც ჩემი და ვიქტორია მეხმარებოდა. დავრეგისტრირდით ყველანაირ საიტზე და ვეძებდით რუსთავში მცხოვრებ ადამიანებს, რათა მათთვის გვეთხოვა ლუდას პოვნაში დახმარება. სამწუხაროდ, ქართულ ენას ჩვენ არ ვფლობთ, ამიტომ, ჩვენი წერილები უმეტესწილად უპასუხოდ რჩებოდა. ისევ „ჟდი მენიას“ საიტს მივმართეთ, სადაც საქართველოს ფორუმზე თქვენი ნიკი ვნახეთ და მოგწერეთ. პასუხს არც ველოდით, რადგან ჩვენი ისტორიის გარდა, იქ იყო უამრავი სხვა ისტორიაც და, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა, როდესაც გვიპასუხეთ, ლუდას პოვნა კი დღემდე სასწაულს ჰგავს. დიდი მადლობა თქვენ ამ სიკეთისთვის, ამაზე დიდი სიხარული მე მამაჩემის სახეზე არასდროს მინახავს, უბედნიერესი იყო, როდესაც ლუდას ტელეფონით დაელაპარაკა, ორივე ტიროდა სიხარულისგან.

– როდის აპირებთ ერთმანეთთან შეხვედრას და ვინ ედგა მხარში მამიდათქვენს მთელი ამ წლების განმავლობაში?

– სამწუხაროდ, ზაფხულამდე ვერ ჩამოვალთ, მამიდას კი წამოსვლა არ უნდა, სატელეფონო კავშირი მუდამ გვექნება და ერთმანეთს აღარ დავკარგავთ. მამიდას რუსთავში ძალიან კარგი მეზობლები ჰყავს, რომლებიც სულ მხარში ედგნენ და, აიმედებდნენ, რომ მისი ნათესავები, ანუ ჩვენ, მას აუცილებლად ვიპოვით და როგორმე მოვაკითხავთ. მათი დიდი მადლობლები ვართ. სხვათა შორის, მათ არანაკლები სიხარული გამოხატეს ამ ამბის გაგებისას. სატელეფონო კავშირი მათთანაც გვექნება. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ სიკეთისთვის. გფარავდეთ ღმერთი და ბევრი ადამიანი გაგებედნიერებინოთ!

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

ნატალია მახარაშვილი


скачать dle 11.3