კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფოკუსი“, 2000 წლის, რომელიც ას კილომეტრზე თხუთმეტ ლიტრამდე ბენზინს მოიხმარს. ის აღჭურვილია 2.0 ლიტრი მოცულობის ძრავით და მართვის ავტომატური კოლოფით. ამ მოდელისთვის საკმაოდ ბევრს წვავს და რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: კარგი იქნებოდა, უფრო დეტალურად დაგეხასიათებინათ, როდის მოუმატა წვას თქვენმა ავტომობილმა და თქვენ როდის შეამჩნიეთ ეს. მაგრამ, თუ ზოგადად ვიმსჯელებთ, წვის მატებას იწვევს: დასვრილი ჰაერის ფილტრი, დასვრილი ბენზინის ფილტრი, რომელიმე დაზიანებული სენსორი (მაგალითად, ეგრეთ წოდებული „ლამბდა“), გაჭედილი კატალიზატორი ან მაყუჩი სისტემის რომელიმე მილი, საწვავის ავზში დაბრუნების სისტემის სარქველი (ეგრეთ წოდებული „აბრატნი კლაპანი“) ან უბრალოდ სისტემაა დასვრილი და გაწმენდასა და რეგულირებას საჭიროებს. ამის გამომწვევი მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს, რომელიმე სანთლის, ეგრეთ წოდებული „სვეჩის“ დაზიანებაც. იმისთვის, რომ უფრო ზუსტად გაიგოთ მიზეზი, მიმართეთ საწვავი სისტემის ხელოსანს.

კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 3“. რამდენიმე დღის წინ, მომიწია ტრასაზე გასვლა. საკმაოდ მაღალი სიჩქარით მოვდიოდი და მან თავისთავად შეანელა სვლა, თითქოს მუხრუჭს დავაჭირე ფეხი. მეორე დღეს ეს არ გამეორებულა, მაგრამ ორ-სამ დღეში პრობლემამ სხვა მხრივ იჩინა თავი. მანქანას ძალიან უჭირს დაქოქვა, ან თუ დაიქოქა, მალევე ქრება. რა შეიძლება იყოს, ამ ყველაფრის მიზეზი?

პასუხი: უპირველესად, გირჩევთ, ბენზინის წნევა შეამოწმოთ. სავარაუდოდ, მას რაიმე ზღუდავს. შესაძლოა, დასვრილი იყოს ბენზინის სისტემის რომელიმე განყოფილება, თვითონ ბენზინის პომპაც კი. „ფოლკსვაგენის“ ამ მოდელს საწვავის სისტემაში ორი პომპა აქვს. ერთი, რომელიც უშუალოდ საწვავის ავზშია განთავსებული და მეორე, რომელიც მის გარეთაა. თუკი საწვავის დონე ჩვენს ავზში ნახევარს გადაცილდა და პრობლემა მოიხსნა, ესე იგი საწვავის ავზში განთავსებული პომპის შეცვლა მოგვიწევს. ის, უბრალოდ, დამხმარე ფუნქციას ასრულებს, რომ, როდესაც ავზში საწვავის დონე ცოტაა, საწვავის ავზის გარეთ მდგარ მაღალი წნევის პომპას საწვავი მიაწოდოს.


скачать dle 11.3