კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აძლევდა თუ არა „ზადნის“ იმედა არაბული და როდის დაეწყება ნუკი ყარალაშვილს სიყვარულები და „გათხოვებები“

მხიარული, ლამაზი, ჭკვიანი – ეს ყველაფერი მოდელ ნუკი ყარალაშვილში ერთიანდება, რისი მოწმეც იმედა არაბული თავად გახდა. მსგავსი სინთეზი იშვიათია, მით უმეტეს რომ, ის ასაკითაც პატარაა. ერთმანეთთან ინტერვიუებში ყველა იმ თემაზე ისაუბრეს, რაც თანამედროვე ადამიანებს აწუხებთ.



ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნუკი ყარალაშვილი

– როგორ ხარ მითხარი?

– გადასარევად, შენ?

– მეც კარგად. ვიცი, რომ ახლა ეთერიდან მოდიხარ, მოყევი რა ხდებოდა?

– მიყურე?! გადაცემა იყო, როგორც ყოველთვის საინტერესო.

– ვიცი, რომ პარალელურად რეპეტიციებიც გაქვს, ანუ ორ ფრონტზე იბრძვი.

– „სირანო დე ბერჟერაკს“ ვდგამთ თეატრში. რეპეტიციები მიმდინარეობს, როდის იქნება პრემიერა, ზუსტად არ ვიცი.

– შენ რას თამაშობ?

– ორ როლს ვთამაშობ – ვიკონტ დე ვალერი და კარბონი, ჯარისკაცების მეთაური.

– ორი როლი რატომ გაქვს? ძალიან ნიჭიერი ხარ?

– იმიტომ, რომ სამს არ ვთამაშობ. (იცინიან).

– რა მნიშვნელობა აქვს შენთვის დათო დოიაშვილთან მუშაობას?

– იცი, სულ მქონდა თეატრის დეფიციტი და ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ორი წელია, ამ თეატრში ვარ და ეს უკვე ჩემი მესამე როლია. პირველი იყო „მაკბეტი“, მერე – „მუსიკის ჰანგები“ და მესამე სპექტაკლია ეს. ახლა დროებითი პაუზა გვაქვს, მაგრამ იმედია მალე განახლდება მუშაობა.

– „მაკბეტმა“ უკვე მოგიტანათ წარმატება.

– კი. საუკეთესო რეჟისურისა და სპექტაკლის პრიზი ავიღეთ ყვარელში. ასე, რომ ვამაყობ.

– მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ხარ. „რუსთაველში“ ან „მარჯანიშვილში“, რომ მიგიწვიონ შეგიძლია, იქ თამაში?

– არიან რეჟისორები, რომლებიც მსახიობებს სხვა თეატრში არ უშვებენ, მაგრამ ჩვენს თეატრში მსგავსი რაღაცეები არ ხდება. ლოიალური სიტუაციაა. შტატში მუსიკის და დრამის თეატრში ვარ, მაგრამ თუ ჩვენს რეპეტიციებს და სპექტაკლებს არ ემთხვევა, მაშინ კონკრეტულ მიწვევაზე შემიძლია, დავთანხმდე. უბრალოდ, ყველაზე წინ ჩემს თეატრს ვაყენებ.

– შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კარგად მღერი.

– არა, კარგად არ ვმღერი. თეატრის სახელწოდება გულისხმობს როგორც მუსიკას ისე დრამას. მაგალითად, „მაკბეტი“ დრამატული სპექტაკლი იყო და იქ არავის უმღერია. უბრალოდ, იქ მიუზიკლებიც იდგმება.

– გაქვს რაიმე საოცნებო როლი, სადაც ყველაზე „დერსკი“, წარმოგიდგენია შენი თავი.

– წარმომიდგენია, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. არსებობს საინტერესო როლები, როგორიცაა ჰამლეტი, ისევე, სირანო. საოცნებო როლი შეიძლება ისეთი გახდეს, რომელიც სულაც არ არის ცნობილი. მაგალითად, „დასის“ დროს ნანუკა ხუსკივაძემ გააკეთა სპექტაკლი – „ბრალდება“, სადაც მთავარ როლს, ოთარს ვთამაშობდი. ისეთი საინტერესო სამუშაო იყო, იმდენი წინააღმდეგობებით სავსე ხასიათი, ღრმა ტიპაჟი, რომ ის მართლა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი როლია. რაც შეეხება ჰამლეტს, თვითონ თემაა იმდენად მარადიული, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყოველთვის საინტერესოა მისი ახლებური ინტერპრეტაცია. ნებისმიერი როლი შეიძლება, მოირგო და ისე გააკეთო, ძალიან მაგარი გამოვიდეს.

– ზაფხული როგორ გაატარე?

– ზაფხული, პრაქტიკულად, ვერ გავატარე. რეპეტიციებში და გადაღებებში ვიყავი. ნიკა ხომასურიძემ ნიკა ავალიანის სცენარზე გადაიღო ფილმი „მამაჩემის გერლფრენდი“. მინდა ვთქვა, რომ მართლა კარგი სცენარი იყო. ბოლოს, რაც კი წამიკითხავს ქართული კინოსცენარებიდან, მართლა ყველაზე კარგი იყო. თავისი განვითარება ჰქონდა, კვანძის გახსნა, კულმინაცია. დასრულებული ამბავი იყო. 28 ივლისიდან „რუსთავი 2-ში“ შვებულება დაიწყო და ერთი თვით დამითხოვეს. 2 აგვისტოდან 19 აგვისტომდე გადაღებები მქონდა და 23 აგვისტოს უკვე რეპეტიციები დავიწყეთ. 6 სექტემბერს კი „რუსთავი 2-ში“ ვიყავი. სამი დღე დავისვენე. არადა, დავგეგმე მილიონი რაღაც – აქ წავალ, იქ წავალ. თურმე, სად ხარ?! სამი დღე წავედი ცხვარიჭამიაში, აგარაკი მაქვს და იქ ვიყავი სუფთა ჰაერზე, ვუყურებდი ძროხებს, ჩიტებს.

– „რუსთავი 2-ში“ ამდენი ლამაზმანია. ერთი-ორი კი გათხოვდა, მაგრამ ვიცი, დარჩნენ იქ ვიღაცეები. როგორ ხარ ახლა მაგ ამბავში?

– „რუსთავი 2“-ში ბევრი გასათხოვარი ლამაზმანი აღარ დარჩენილა. ერთი ლიკა დარჩა და ისიც ობოლაძემ წაიყვანა. ისე ზოგადად, ცოლის მოყვანაზე, ოჯახის შექმნაზე, უკვე ვფიქრობ. არასდროს მქონია ასეთი სურვილები – თვრამეტი-ცხრამეტი წლის ასაკში რომ გადაირევიან და ცოლები მოჰყავთ. მე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს არ მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული მყავდა.

– როგორც ვიცი, შენზე ასაკით დიდი გოგო გიყვარდა.

– კი, ორი წლით დიდი შეყვარებული მყავდა, მაგრამ ისე, ათი წლით უფროსიც მყოლია. ახლა ისინი უკვე ჩემს გვერდით არ არიან. ორი წელია, რაც ერთმანეთს დავშორდით. საერთოდ, სხვანაირად ვუყურებ ამ ყველაფერს. მიმაჩნია, რომ ოჯახში ძირითადი შემომტანი მაინც მამაკაცია. არ ვამბობ, მილიონერი უნდა იყო და მაინცდამაინც თავზე გადაგდიოდეს, მაგრამ იმის ელემენტარული შესაძლებლობა მაინც უნდა გქონდეს, დამოუკიდებლად ოჯახის რჩენა შეძლო. ძალიან დიდ ფულზე კი არ ვამბობ, შეიძლება, ის დიდხანს არ მქონდეს. თუმცა, ეს არ გულისხმობს, რომ ოჯახში თანასწორობის მომხრე არ ვარ – ქალი სახლში უნდა იჯდეს და მსგავსი აზრები არ მაწუხებს. უნდა იმუშაოს არა იმიტომ, რომ როგორც მე, იმანაც შემოიტანოს, უბრალოდ, თვითრეალიზებული და დასაქმებული ქალი, ჩემთვისაც საინტერესოა. „დამასედკა“ ნამდვილად არ მინდა.

– რამდენჯერ ყოფილხარ ცოლის მოყვანის ზღვარზე?

– არასდროს. საერთოდ არ მიფიქრია ცოლის მოყვანაზე პირიქით. როდესაც ვხედავდი, რომ გოგოსთან ურთიერთობაში მისი მხრიდან რაღაცეები ძალიან სერიოზულ სახეს იღებდა, ეგრევე...

– ეგრევე „ზადნის“ აძლევდი.

– არა, პირდაპირ ვეუბნებოდი – არ ვარ ამისთვის მზად, არანაირად. რომ გადამედგა ეს ნაბიჯი, ოჯახი აუცილებლად დაინგრეოდა, ისევე, როგორც ჩვენ გარშემო ოთხმოცდაათ პროცენტს. ვგიჟდები ამაზე. მართლა განვიცდი. დღეს თანაცხოვრების მაქსიმუმი ორი წელია. ახლა უკვე, ალბათ, ასაკმაც მომიკაკუნა, ორი სამსახური მაქვს და ცოტა ჯიბის ფულიც გამიჩნდა. ფუი, ფუი, ფუი (ხეზე აკაკუნებს). გავერთე კიდეც – ისიც ვნახე, ესეც და ახლა თუ ვინმე შემიყვარდება, კარგი ოჯახი და კარგი ჩახუტება მექნება (იცინიან).

– ოცდაათი წლის ასაკში შექმნილი ოჯახიც შეიძლება, ისევე დაინგრეს, როგორც ჩვიდმეტი წლის ასაკში შექმნილი.

– მსგავსი ალბათობა სულ არსებობს. მაგრამ, დამერწმუნე, ოცდახუთი წლის ასაკის ზევით შექმნილი ოჯახი, პროცენტულად გაცილებით ნაკლებად ინგრევა.

– ვიცი წყვილი, ათი წლის განმავლობაში შეყვარებულები რომ იყვნენ, დაქორწინდნენ და ერთ წელიწადში გაშორდნენ.

– იხუმრეს თუ რა იყო?! (იცინიან) ძმაკაცი მყავს, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უყვარდა ერთი ცნობილი გოგონა. ერთად იყვნენ დაახლოებით ექვსი წელი, დაქორწინდნენ და ძალიან მალე გაშორდნენ. ხუმრობას რომ თავი დავანებოთ, ერთი რაც ძალიან ცუდი გვაქვს. დაქორწინებამდე გოგო თავის სახლში ცხოვრობს, ბიჭი თავის სახლში. ჩემი აზრით, თანაცხოვრება, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, სულ სხვა რაღაცაა, ვიდრე მთელი დღე ერთად სადმე ყოფნა. აქ მხოლოდ ინტიმურ ურთიერთობას არ ვგულისხმობ. ერთ სახლში ცხოვრება, პრობლემებთან გამკლავება და რაღაცის ერთობლივად გადაწყვეტა, სულ სხვა მომენტია. დაცული მაქვს ამაზე დისერტაცია.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია იმედა არაბული

– ნუკი ყარალაშვილი! ნუკი, რამდენი წლის ხარ?

– 15 ოქტომბერს ცხრამეტის ვხდები (ინტერვიუ ჩაწერილია 4 ოქტომბერს).

– აუ, რა პატარა ხარ. მართვის მოწმობა აიღე?

– ახლა დავდივარ და იმედია, მალე ავიღებ.

– „ვიცე მის საქართველო“ ხარ, რამდენადაც ვიცი, მოდელობა შენი სურვილი იყო. თუ მშობლებმა მიგიყვანეს სააგენტოში?

– როგორ გეტყობა „რუსთავი 2-ში“ რომ მუშაობ. ცამეტი წლის ვიყავი, დედაჩემმა სააგენტოში რომ მიმიყვანა. იქიდან რომ დავიწყე, მოვედი აქამდე. ამის შემდეგ იყო „ელიტ მოდელ ლუქი“, სადაც ათეულში გავედი და ახლა „იმიჯ ცენტრის“ მოდელი ვარ.

– ეს შენი ჰობია თუ პროფესია?

– ეს, ალბათ, მეორე პროფესიაა. სხვა განხრით ვსწვალობ. „ალასანიაში“ ბიზნესკომუნიკაციების ფაკულტეტზე ვსწავლობ.

– რომ დაამთავრებ ვინ იქნები, რა „მოხელე-ნაჩალნიკი“?

– (იცინიან) რომ დავამთავრებ, ვიქნები ბიზნესკომუნიკატორი. საჭირო ვიქნები ნებისმიერი ფიარკამპანიისთვის. თან, ინგლისურ ფაკულტეტზე ვარ. ერთი სიტყვით, „ბიზნესლედი“ ვიქნები.

– ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი „ბიზნესლედი“ იქნები, მინდა გითხრა. მშვენიერი გოგო ხარ, თითით საჩვენებელი, აღმაშფრთოვანებელი და მშვენიალური. ამავდროულად...

– ვარ ჭკვიანიც.

– აი, ზუსტად ეს უნდა მეთქვა. რა უცნაურია? რატომ დამასწარი?! (იცინიან) მე არ მიყვარს უჭკუო, უტვინო, ცეტი და ცანცარა გოგოები. ნუკი, შენ ეს არ გეტყობა. მხიარული ხარ, მაგრამ მხიარულსა და ცანცარას შორის დიდი განსხვავებაა.

– ზღვრული ზღვარი უნდა არსებობდეს.

– ნუკი, როდემდე აპირებ ამ ყველაფერს?

– არ ვიცი. შენ რას მირჩევ?

– მგონია, რომ ეს საქმეც კარგად გამოგდის. მთავარია, აკეთო ის, რაც კარგად გამოგდის.

– პირველი პროფესია არასდროს არ იქნება, მაგრამ ვიქნები პოდიუმზე, სანამ ჩემზე მოთხოვნა იქნება.

– ჩემმა ერთმა მეგობარმა ამ პროფესიაზე „იღადავა“ – სარფიანად გათხოვების პროფესიააო. სადღაც ამას ვეთანხმები.

– სადღაც მეც ვეთანხმები. მაგრამ არა ყოველთვის და ყველას შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ფულიანს გაყვებიან ცოლად თუ არა. ანუ, გოგონები პოდიუმზე ძალიან ადრეულ ასაკში გამოდიან. მერე კი, ძალაუნებურად, მათ გარშემო იკვრება ისეთი წრე, სადაც ბევრს ფული აქვს. ხშირად მართლა სიყვარულია მათი ქორწილის მიზეზი. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც მხოლოდ ფულის გამო თხოვდებიან – ინდივიდუალური შემთხვევებია. ვფიქრობ, ბევრი იმიტომ კი არ იწყებს მოდელობას, სარფიანად გავთხოვდეო, ეს ამ ყველაფრის თანამდევი პროცესია.

– მითხარი, პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– არაფერი. ჯერ კარიერა და შემდეგ უკვე სიყვარულები და გათხოვებები. არავინ მომწონს, საქმეზე ვარ გადართული. მართლა არ მინდა. ზუსტად ვიცი, ახლა რომ შეყვარებული მყავდეს, ვიღაც სერიოზულად მომწონდეს, ისე მართლა არ ვიქნები სწავლაზე ორიენტირებული, როგორც ახლა ვარ.



– გეთანხმები, თუმცა მოწონების ობიექტი მაინც უნდა გყავდეს. ეს ერთგვარი სტიმულიცაა.

– ბევრისგან ვიცი, რომ თუ პირადი გაქვს აწყობილი, მერე საქმესაც უკეთ აკეთებ, ამას არ ვეთანხმები.

– ხელებს ავწევ იმ ქალის წინაშე, რომელიც ორივეს ერთად კარგად აგვარებს. მაგრამ, ეს ძალიან ინდივიდუალურია.

– კარიერაში არ ვგულისხმობ მხოლოდ მოდელობას. სადღაც, ოცდასამ წლამდე, ალბათ, აქტიურად ვიქნები ამ ამბავში.

– რა ასაკში აპირებ გათხოვებას? ზოგადად, რა ასაკში ფიქრობ, რომ ქალი უნდა გათხოვდეს?

– უნივერსიტეტს რომ დავამთავრებ, მერე ერთწლიანი მაგისტრატურა და მერე უკვე შეიძლება ამაზე ფიქრი.

– რა ასაკია ეს?

– სადღაც ოცდაორი-ოცდასამი.

– ამ დროს ვიქნები სადღაც ოცდაათი წლის. ე, ბიჭო, ჩააბარე ექსტერნად, წინასწარ. ქენი რამე. როგორი უნდა იყოს შენი რჩეული?

– მაღალი, ქერა, ცისფერთვალება...

– იმ პასუხსაც ვერ ვიტან, მნიშვნელობა არ აქვსო. ჩემთვის აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია გოგო როგორ გამოიყურება.

– ჰო, ნუ ჯერ პირველი შთაბეჭდილება, მოგეწონა, გესიმპათიურა. მერე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს რბილი „ლ“.

– ბრედ პიტი რომ იყოს და რბილი „ლ“ ჰქონდეს.

– ბრედ პიტისგან აიტან (იცინიან). ისე, საერთოდ, უცხოელებს სჭირთ ეს ამბავი. ერთი სიტყვით, უნდა იყოს სიმპათიური, მამაკაცური.

– ზუსტად იგივეს ვფიქრობ და სად მიდიხარ აქედან?

– ლექციაზე (იცინიან). არის გოგოების კატეგორია, რომელსაც ურჩევნია ბიჭი იყოს ძალიან ლამაზი და არა „კაი ტიპი“. მე პირიქით. მირჩევნია იყოს ნაკლებად სიმპათიური და ძალიან „კაი ტიპი“.

– რას ეძახი „კარგ ტიპს“?

– „კარგ ტიპს“ ვეძახი მამაკაცს, რომელსაც არ ეშლება გოგოებთან, მეგობრებთან ურთიერთობა, ვაჟკაცურია, აქვს კაცური თვისებები, უნდა ჰქონდეს იუმორი. თითქოს მნიშვნელოვანი არაფერია, არადა, ეს ძალიან ბევრია. მართლა ცოტაა დღეს ისეთი ბიჭი, ვისაც ყველა ეს თვისება აქვს.

– კარგი, ნუკი, მოვეშვათ ამ თემას და ბოლოს მითხარი, რა გეგმები გაქვს, რა სიახლეებია შენსკენ?

– სიახლეები ისაა, რომ ოცდაორში მოდის კვირეული იწყება და ცოტა ხნის წინ მახარეს, რომ ამირჩიეს. ვემზადებით, „პრიმერკები“ გვაქვს, საკმაოდ დატვირთული დღეები იქნება და მიხარია. მომწონს ასეთი გადარბენები და გიჟური დღეები.

– ანუ, შენი შემოსავალი ასე თუ ისე მაინც გაქვს.

– ასე თუ ისე, წელიწადში ორჯერ კი. (იცინიან) დანარჩენ დროს დედიკოზე და მამიკოზე ვარ დამოკიდებული. როგორც კი დავამთავრებ, მინდა, მუშაობა დავიწყო და ჩემი ფული მქონდეს.


скачать dle 11.3