კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სერენამ საქმროს მოწევა აუკრძალა

ცნობილი ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი თანამემამულე, მასავით შავ რეპერს, ვინმე კომონს ხვდებოდა და ბევრი ამბობდა, წყვილი მალე ჯვარს დაიწერსო, მაგრამ, ორი თვის წინ სერენა საქმროს მოულონდელად დაშორდა. მაშინ ბევრი დაიწერა, რომ ჩოგბურთელმა კომონი ღალატში გამოიჭირა, თუმცა ახლა ისინი კვლავ ერთად არიან, მაიამიში მზეს ეფიცხებიან და დაშორების მიზეზებზეც უკვე ღიად საუბრობენ.

„სერენას მთავარი მოთხოვნა იყო, მისი ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა მქონოდა, განსაკუთრებით იდეალური კი – დედამისთან და რაც მთავარია, არასოდეს მომეწია. ამ უკანასკნელი პირობის გარდა, ყველა ადვილი ასატანი იყო, მაგრამ მწეველი ვარ და მავნე ჩვევის გადაგდება გამიჭირდა. ამიტომ, სერენასგან უჩუმრად ვეწეოდი და ერთხელ წამასწრო. მაშინ მითხრა, თუ კიდევ გნახავ, რომ ეწევი, წავალო. მეორედაც დამიჭირა და მართლა წავიდა. სერენა ძალიან მიყვარს. ამიტომ, სპეციალური მკურნალობის კურსი გავიარე და სიგარეტი გადავაგდე“, – თქვა კომონმა.

რაც შეეხება ჩოგბურთელს, მან ამაყად განაცხადა, რომ მის გვერდით ყოფნა რთული, მაგრამ სასიამოვნოა. ამიტომ, მამაკაცს, რომელსაც ის ცოლად გაჰყვება, გარკვეულ დათმობებზე მოუწევს წასვლა. პრინციპში, როცა იცი, რომ საცოლეს საბანკო ანგარიშზე 40 მილიონი დოლარი აქვს, რას ეწევი, რა განერვიულებს...


скачать dle 11.3