„გოლი მინდა, ხვედელიძე, ორი გოლი“
ქართული ფილმიდან „ფეოლა“ ეს ფრაზა, ალბათ, ბევრს გახსოვთ, იპოლიტე ხვიჩიას გმირი რომ ეძახის პატარა ფეხბურთელს, ორი გოლი წამალივით მინდაო. მოკლედ, საქმე ისაა, რომ გასულ კვირას ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში უელსის ნაკრებმა ბულგარეთს უმასპინძლა. ბულგარელებმა მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგეს და ის ერთადერთი გოლი იველინ პოპოვმა გაიტანა.
ჰოდა, პოპოვის საცოლე, ბულგარეთის მასშტაბით ცნობილი მომღერალი – ელენა პარიშევა ამ შეხვედრას ტელევიზორით ადევნებდა თვალს და როცა მისმა საქმრომ გოლი გაიტანა...
„წამოვხტი და ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი. ეს იმდენად სასიამოვნო იყო, ორგაზმი განვიცადე. ასეთი რამ აქამდე არასოდეს მომსვლია და ცოტა არ იყოს, დაბნეული ვარ“, – განაცხადა ელენამ.
ჰოდა, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ბულგარეთის ნაკრების მიერ ჩატარებულ მომდევნო შეხვედრის წინ, ელენა პოპოვს განწირული ხმით დაუყვირებს:
„გოლი მინდა, იველინ, ორი გოლი...“