ბანანი – განწყობის, ნუში – ტვინის, ფინიკი – პოტენციის, შაქარი კი გახდომის „წამალია”
კვლევით დადგინდა, რომ შაქარი ხელს უწყობს გახდომის პროცესს, კერძოდ, თუ დიეტის დაცვის დროს მიიღებთ შაქრის ან გლუკოზის რამდენიმე აბს დღეში, გახდომის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გლუკოზა სწრაფად ხვდება სისხლში და ეფექტურად აკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას.
ნუში მდიდარია E ვიტამინით, ცილებით და კალცით. ის საუკეთესო წამალია ტვინისთვის. ნუში სექსუალურ ლტოლვასაც აძლიერებს და მისი ჭამა განსაკუთრებით მამაკაცებს წაადგებათ.
ბანანი მდიდარია კალიუმითა და ბუნებრივი საქაროზით. მისი ჭამა კარგია ცუდ განწყობაზე. ძილის წინ კი ერთ ბანანს თუ მიირთმევთ ეს „სექსუალურ მადას“ აღძრავს.
ფინიკი ასუფთავებს სისხლს და ისიც დადებითად მოქმედებს სექსუალურ პოტენციაზე.