კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: წლების წინ გარდაცვლილი მშობლების საფლავის ქვამ ქვევით ჩაიწია. გვინდა ამ ქვის ამოწევა, მაგრამ როგორც გვითხრეს, გარდაცვლილთა საფლავის განახლებას ოჯახში სიკვდილი და უბედურება მოაქვს. თუ შეესაბამება ეს სიმართლეს?

პასუხი: ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა. მშვიდად აღადგინეთ მშობლების საფლავის ქვა. დაზიანებული და მოუვლელი საფლავი ცოდვად ჩაგეთვლებათ. ჩვენ ვალდებული ვართ, მივხედოთ მიცვალებულებს და მათ საფლავებს. წმიდა მამები სასაფლაოს უფლის ყანას უწოდებდნენ, რადგან მეორედ მოსვლის ჟამს მკვდარნი აქედან აღდგებიან. სასაფლაო წმიდა ადგილია ოდითგანვე, სადაც ჩვენი წინაპრები ტაძარს აგებდნენ. აუცილებელია საფლავზე ჯვრის აღმართვა.

კითხვა: მუდმივად ვყიდულობ რელიგიურ წიგნებს, მაგრამ მათ წასაკითხად დრო არ მრჩება. ცოდვას ხომ არ ჩავდივარ ამით?

პასუხი: მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრების წესი მოითხოვს არა მხოლოდ ლოცვების წაკითხვას, არამედ სხვა სასულიერო საკითხებსაც. რელიგიური წიგნები განსაკუთრებით მარხვის დროს უნდა ვიკითხოთ. ამ წიგნების წაკითხვის გადადებით თქვენს სულიერ ცხოვრებასაც გადაავადებთ, რაც ცოდვად ჩაგეთვლებათ. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა გველის ხვალ? იქნებ ცოცხლებიც აღარ ვიყოთ?!

კითხვა: რას იტყვის ეკლესია იმის შესახებ, თუკი ადამიანი თავის უმოქმედობას საკუთარი უნიჭობით გაამართლებს?

პასუხი: საკუთარი თავის უნიჭოდ და უუნაროდ გამოცხადება უფლის წინაშე ცოდვაა, რადგან ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა და უბოძა ტალანტი, იმდენი ძალა და უნარი, რაც მის პიროვნებას შეესატყვისება. უნიჭობით თავის გამართლება უფლის წყალობაზე უარის თქმას ნიშნავს. ასეთ დროს ადამიანი უფრო მეტს ითხოვს და უმადური ხდება.

კითხვა: როგორ მოვიქცეთ, თუკი ზიარება გვინდა, მაგრამ ჩვენთან კონფლიქტში მყოფი ადამიანი შერიგებაზე უარს აცხადებს?

პასუხი: თქვენ თუ ცდას არ დააკლებთ, რათა შეურიგდეთ მას, ის კი მაინც უარზეა, შეგიძლიათ, მშვიდად ეზიაროთ.

კითხვა: რა ევალება ავადმყოფს?

პასუხი: როგორც ღირსი თეოდორე სტუდიელი ამბობს: „ნუ შექმნი ავადმყოფობას უსაქმურობის საბაბად“. ავადმყოფმა ადამიანმა უნდა იკითხოს სასულიერო ლიტერატურა ან მოუსმინოს მას, რათა უქმ აზრებს არ აჰყვეს.


скачать dle 11.3