კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაათბობენ მოდის კვირეულის გახსნაზე ღია ცის ქვეშ შეკრებილ სტუმრებს და სად აჩვენებს ავთო ცქვიტინიძე ორმაგ ქალს

ქართული ბომონდი, პრესა, რიგითი ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრება აინტერესებთ, ელოდებიან 22 ოქტომბერს. როგორი იქნება ახალ სეზონზე მოდის კვირეული, ისეთივე თუ უფრო დიდი მასშტაბების, იქნება ის კვლავ ეგრეთ წოდებულ „ფრონთ როუზე”, ანუ წინა რიგებში ერთმანეთის ნახვისა და ჩაცმულობის შეფასების მიზეზი, თუ ყველა სტუმრისთვის მნიშვნელოვანი გახდება მოდა. მაკა მეტრეველი და ავთო ცქვიტინიძე მოდის კვირეულის დეტალებზე ისაუბრებენ.



– ავთო, შენი ჩვენებით იხსენება კვირეული.

ავთო: დიახ. 22 ოქტომბერს, ჩვენება საღამოს ათ საათზე, მეტეხის ხიდზე უნდა გაიმართოს. ფსიქოლოგიურად ისე გამიჯდა ტვინში, რომ ჩვენება ღია ცის ქვეშ იქნება, არც მინდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება იწვიმოს და ალტერნატიული გზები უნდა ვეძებოთ. არადა, თავიდან არ მინდოდა ღია ცის ქვეშ, მაგრამ იმხელა სამუშაოები ჩატარდა – თავის ხიდზე დგომით, იქიდან აურის მიღებით, იდეის დაკონკრეტებით, უძლიერესი დიზაინერების ჩართვით, ჩვენი ხედვის სწორად გადმოცემით, რომ ყველანაირი პირობა შეიქმნა იმისთვის, ქუჩაში იდეალური სანახაობა მოეწყოს. თუ ამინდიც შეგვიბრალებს და შეგვიწყალებს, მადლობელი ვიქნები. ყველა ადამიანს, ვინც იქ მოვა, სიურპრიზს გავუკეთებთ, რომ არ შესცივდეს.

– ალკოჰოლით იქნება გათბობა?

– მცირე ალკოჰოლიც, ალბათ, იქნება, მაგრამ კიდევ არის სიურპრიზები, რომელიც, მოდი, იქ ვნახოთ.

– რომელი საათიდან არ გინდათ წვიმა, რომელზე იწყებთ?

მაკა: მთელი დღე არ გვინდა, რადგან იქ იმხელა სამუშაოები უნდა ჩატარდეს, დიდი სამშენებლო ამბები გვაქვს, ამიტომ გვინდა, დილიდან არ წვიმდეს.

ავთო: თუ იწვიმებს და რუსთაველის თეატრის ფოიეში გადავინაცვლებთ, რომელიც ასევე არაჩვეულებრივი ადგილია, ძალიან მოუხდება იმ კოლექციას, რომელიც თითქმის მზად არის. ორივე შემთხვევაში ვეცდები, ყველაფერი ძალიან ეფექტური იყოს. ღია ცის ქვეშ, მგონია, რომ უფრო ეფექტური იქნება.

მაკა: თან, „თბილისობა“ ემთხვევა და გვინდოდა წინა დღით „თბილისობა“ ჩვენ გაგვეხსნა. მეტეხის ხიდიც ამიტომ შეირჩა, – ხედით ძველ თბილისზე, რომ თავისი დატვირთვა ჰქონდა. ერთი სიტყვით, კარგი ამინდი გვინდა.

– როგორი იქნება გაზაფხული-ზაფხულის ავთანდილი?

ავთო: იდეა გაჩნდა ქალის ორმაგი ბუნებიდან გამომდინარე. ქალი, რომელიც არის გლამურული, ძალიან ლამაზი, სექსუალური, ბავშვურიც, ის ამასთანავე უბრალოდ ჩასმულია საკმაოდ მძიმე, უხეში ქსოვილის ჩარჩოებში. ანუ, თუ წინა მხრიდან ის იოლად ამოსაცნობია, ღიაა, ადვილად მისაწვდომი ჩანს, უკან უკვე მის ნამდვილ შინაგან სამყაროს ხედავ. ქსოვილები, რა თქმა უნდა, ნატურალურია, ამიტომ მისი სიუხეშე ზაფხულში არანაირ დისკომფორტს არ შექმნის. დიდი რაოდენობით არის შიფონი და აბრეშუმიც. გამოყენებულია ასევე კრისტალების და მსგავსი დეტალები. წესით, საკმაოდ საინტერესო ქალი უნდა იყოს. რომ ვაწყობთ კოლექციას, ჯერჯერობით ის ემოცია მოდის, რომელიც მინდა სხვასაც გადაედოს. მუსიკაც საკმაოდ სერიოზული გამოვიდა, სადაც ასევე, სხვადასხვა კომპოზიციის სინთეზია. ადრეც ვთქვი, რომ იდეა წამოვიდა ამოსაჭრელი ქაღალდის თოჯინებიდან – ტანსაცმელსაც ცალკე რომ ჭრი და ზედ გადანაკეცებით აცმევ, უკნიდან კი, ხშირ შემთხვევაში, შიშველია. ერთი სიტყვით, მგონი, კარგი გამოდის.

– ეს მუსიკა კიევშიც მიგაქვს?

– კი. თბილისისთვის ემატება ის მოდელები, რომლებიც თბილისელი ქალების ფსიქოლოგიაზეა მორგებული და მათ ძალიან მოსწონთ.

– „ავთანდილის” ათი წლის იუბილე იყო იმის მიზეზი, რომ ის ხსნის მოდის კვირეულს?

მაკა: ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ ეს იყო. თან, ერთგვარი ტრადიცია დამკვიდრდა ჩვენთან, რომ პირველ დღეს მხოლოდ ერთი დიზაინერის ჩვენებაა. წელს არის ავთო. ამ მოდის კვირეულით შეგვექმნება წარმოდგენა, ვინ შეიძლება გახსნას მომავალ წელს, ვინ იქნება შემდეგ ის ერთი.

ავთო: ცოტა მემარაზმება მოსკოვში ვალენტინ იუდაშკინის იქით რომ არ იხსნება კვირეულები. ეს კი ძალიან დიდი სტიმულია დიზაინერებისთვის. მთელი სეზონი როგორ იმუშავებს, ვისზეც იქნება მოთხოვნა, ვინ გადადგამს სერიოზულ ნაბიჯებს, ამის მიხედვით უნდა ფასდებოდეს დიზაინერი. ამიტომ, გახსნის და დახურვის დღე, რომელიც ასევე ძალიან საპატიოა, უნდა ეკუთვნოდეს საუკეთესოს.

– იქნებ კვირეულის პროგრამა მოკლედ გაგვაცნო?

მაკა: თუ ღმერთმა გადმოგვხედა, მეტეხის ხიდზე იქნება გახსნა. შემდეგ გაიმართება მიღება სტუმრებისთვის. შაბათი დღე გაიხსნება დამწყები დიზაინერებით – „ნექსთ ჯენერეიშენ” და გაგრძელდება უკვე სრულყოფილი, გამოცდილი დიზაინერების ჩვენებებით. დღის ბოლოს იქნება უცხოელი დიზაინერის ჩვენება, მერე ვახშამი და „ავთერ ფართი“.

ავთო: ასე რომ, ქალბატონებს სერიოზული გარდერობი დასჭირდებათ ამ ხუთი დღისთვის.

– თუმცა, კრიტიკის მიზეზი ის ქალბატონებიც გახდნენ, ვინც ჩვენებების საყურებლად გრძელ ან საბანკეტო კაბებში გამოპრანჭულები მოდიოდნენ.

– ეს საქართველოში ხდება და იმიტომ.

მაკა: თან, მოსაწვევს დრეს-კოდი ეწერა და ამიტომაც გამოიპრანჭა ყველა.

ავთო: ქართველი ქალი გიჟდება ჩაცმაზე, მათთვის ეს დღესასწაულია. ცოტაა ისეთი მოვლენა, დღე თბილისში, სადაც შეიძლება, რომ შენი ლამაზი კაბა ჩაიცვა, გამოიპრანჭო და წახვიდე, რატომაც არ უნდა მოიქცე ასე, მოდის კვირეულზე?!

მაკა: მგონია, რომ მაყურებლის დიდი ნაწილისთვის მოდის კვირეულზე სიარული უფრო თავის წარმოჩენის, ნაცნობების ნახვის საშუალებაა, ვიდრე ამა თუ იმ დიზაინერის კოლექციის დათვალიერება.

ავთო: ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენთანაც ეს არ არის მხოლოდ სამუშაო დღეები, მოდის კვირეული სანახაობაცაა, რომელზე დასწრებაც ყველას უნდა. ძალიან ბევრი ნაბიჯია საჭირო იმისთვის, რომ ქართული მოდისთვის ეს ყველაფერი ბიზნესად იქცეს. იმედი მაქვს, ცოტა ხანში, ეს ყველასთვის ბიზნესად იქცევა. მთელი მსოფლიო იბრძვის, რომ მაღალი მოდის სამყაროს ნაწილი გახდეს და თუ ვიღაც ჩამოდის, გაფასებს, ერთ-ორ რჩევას გეტყვის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ კალთებს არ დაგახევს. ძალიან ბევრი დიზაინერი განვითარდა ამ კვირეულების შედეგად. ხუთი, ათი, თხუთმეტი ადამიანი რომ იცვამს შენთან – უკვე გადასარევია. მაკამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა ქართული მოდისთვის და ახლა უკვე ყველა პირობაა შექმნილი, დააინტერესო „ბაერი“, მყიდველი, თუნდაც ის გაპრანჭული ქალი, რომელიც შემთხვევით მოხვდა შენს ჩვენებაზე.

– ამ სეზონზე არ იქნება „პრეტ-ა-პორტე“, თავისუფლება მიეცით დიზაინერებს?

მაკა: ეს უფრო „პრეტ-ა-პორტე დე ლუქსია“. მაგრამ სეზონი უნდა იყოს დაცული და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ჩაცმა უნდა შეიძლებოდეს.

– რაც შეეხება უცხოელ დიზაინერებს, ვინ ჩამოდის?

– ჩამოდის ოთხი უცხოელი დიზაინერი თავიანთი კოლექციებით. ორი იქნება უკრაინიდან.

ავთო: ორი უკრაინელია – ჩემი ახლო მეგობარი. ძალიან წარმატებული დიზაინერი, ორივე უკრაინის საუკეთესო დიზაინერების ტოპ-ათეულშია. იულია ხუსტავიტი არის იქაური ავთანდილი, (იცინიან). ანდრე ტანიც ძალიან სერიოზული დიზაინერია.

– შენ მათთან მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიიღე?

– არა. არავითარ საორგანიზაციო საკითხში არ ჩავრეულვარ. ისე კარგად აკეთებს ყველაფერს ეს ჯგუფი, რომ მართლა ზედმეტი იყო ჩარევა. წელს, როგორც ვხვდები, უფრო დახვეწილი და საინტერესო დღეები გველის.

მაკა: კიდევ იქნება „ა-ლაბ მილანო” და გასპარ იურკიევიჩი.

– რატომ გახდა ჩვენი მოდის კვირეული მათთვის სიანტერესო?

– საინტერესოა საქართველოს, ჯერ როგორც ქვეყნის ნახვა, მერე კი – იმის, რა ხდება ამ ქვეყანაში მოდის სფეროში. არც ერთი დიზაინერისთვის არ არის ზედმეტი არც პრესა, არც „ბაერები“ და შემფასებლები. ნახონ პარიზშიც და ნახონ თბილისშიც, რატომაც არა?!

– იყო ჭორები, რომ შესაძლოა, ჰუსეინ ჩალაიანი ჩამოსულიყო.

– კი, იყო მოლაპარაკება, მაგრამ ამ სეზონზე უნდა გაგაწბილოთ. პირადად მასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომ ის თბილისში სტუმრის სტატუსით მაინც ჩამოსულიყო. მაგრამ მან თქვა, ახლა სტუმრის სტატუსით ჩამოსვლას, მირჩევნია, მომავალ წელს ჩემი გამოფენით ჩამოვიდეო. მგონი, არ არის ცუდი.

ავთო: ძალიან ცნობილი დიზაინერები აკვირდებიან, როგორ ვითარდება ეს სფერო, სტაბილურია თუ არა ამა თუ იმ ქვეყანაში. ამას ყველა ყურადღებას აქცევს. საქართველო ძალიან მალე გახდება მოდის ინდუსტრიის ცენტრი. თან ყველა ცნობილი დიზაინერი ამას ბიზნესის კუთხით უყურებს...

მაკა: ყველა კითხულობს, არის თუ არა მისი „ბუტიკი“ თბილისში, რადგან აზრი ჰქონდეს მის ჩამოსვლას.

– რა იქნება წელს განსხვავებული?

– პირველი, რასაც უნდა ელოდოს საზოგადოება, ის არის, რომ მოსაწვევზე აუცილებლად ეწერება რიგი და ადგილი.

ავთო: კარგია, რომ სხვადასხვა სივრცეში იქნება ჩვენებები, ისევე როგორც პარიზში. ეს გარკვეული დონის მაჩვენებელია. საქართველოს პირობებში მართლა მაქსიმუმი კეთდება. რომ არ იყო „ფეშენ-ვიქი“, ხომ არაფერი იყო, არც დასაჯდომი, არც არაფერი. მესმის, რომ ადგილების არქონა ძალიან დიდი დისკომფორტია.

მაკა: ჩვენთან გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც აქ მოხვედრა უნდა. იმიტომ კი არა, რომ პროფესიულად სჭირდება, უბრალოდ, აინტერესებს, გამოიპრანჭოს, მოვიდეს, ნახოს ვიღაცეები. ყველას ჰქონდა პრეტენზია, რატომ ვზივარ მეორე რიგში და რატომ ზის ის პირველშიო. ამიტომაც მქონდა არგუმენტი, რომ ვისაც სად უნდა იქ დაჯდეს, ვიდრე ჰქონდეს პრეტენზია გაგზავნილ მოსაწვევზე რატომ წერია მეორე რიგიო. არც ერთ ადამიანს არ მიაჩნია, რომ მეორე რიგში უნდა იჯდეს. მგონი, დიდი განსხვავება არ არის, მით უფრო, რომ პოდიუმი მაღალზეა. მინდა, სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ 250 სკამი ეტევა ბიბლიოთეკაში, 180 – რუსთაველის თეატრის ერთ დარბაზში და მეორეში – 220. იქნება წუწუნი იმაზე, რომ არ არის პარკინგის ადგილი...

ავთო: მოვიდნენ ტაქსით. ასე ვიქცევი ძალიან ხშირად, როცა ვიცი, რომ სადღაც პარკინგის პრობლემა იქნება.


скачать dle 11.3