კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცის ფეხსაცმელები რომანტიკულ კაბებზე – მარკ ბაი მარკის ახალი კოლექცია

ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში ჩვენ მარკ ჯაკობსის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე ვსაუბრობდით. თუმცა, მისი მეორე ლეიბლის – მარკ ბაი მარკ ჯაკობსის კოლექცია იმდენად საინტერესო იყო, გადავწყვიტეთ ისიც გაგაცნოთ. ამ კოლექციის მიმოხილვა და დათვალიერება, ჩვენს ქალბატონებს უფრო გამოადგებათ, რადგან ისეთი ყოველდღიური ელემენტებისგან შედგება, რომლის გადმოტანა – „გადმომღერება“ არც ისე რთულია, განსხვავებით ჯაკობსის პირველი ლეიბლისგან. მასზე დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი განსაკუთრებული წესით დამუშავებული უმაღლესი ხარისხის ბეწვეული, ტყავი. მართალია, ეს კოლექციაც საკმაოდ რთულია კონსტრუქციულად და საოცარი ხარისხის ქსოვილებითაა შესრულებული, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ! ცოტა მონდომება, მარჯვე ხელები და ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოვა.

მარკ ბაი მარკ ჯაკობსი გვთავაზობს ზამთრის ფერებს – თბილსა და მყუდროს, რომელიც შეხედვისთანავე გვათბობს: შავი, რუხი, ღია ნაცრისფერი, ხაკი, ღვინისფერი წითელი, რძისფერი. ის ვინც მარკ ჯაკობსის გენიას ყურადღებით ადევნებს თვალყურს, უკვე დიდი ხანია, მიხვდებოდა, რომ ის მართლაც ბაჯაღლო ოქროა თავის საქმეში. მარკ ბაი მარკ ჯაკობსის ახალმა კოლექციამ ბრწყინვალედ, ცხადად გააცოცხლა რკინის ფარდის დანგრევის ეპოქა და სამხედრო ტანსაცმლიდან მცირე დეტალები გამოიყენა. ხაკის მილიტარისტული პალტო წითელი ქამრით, ბეწვის დიდი ქუდი, შალის ფართო პალტო, წელთან მჭიდროდ დაფიქსირებული ქამრით, ისე, რომ კაბა გეგონებოდათ... მთელი კოლექცია, ალბათ, მიმართული იყო იქითკენ, რომ ჯაკობსის მთავარი თემა კიდევ უფრო თვალნათლივ დაგვენახა – არ არის ქვეყანაზე სახლზე უკეთესი ადგილი. ამ შემთხვევაში „სახლი“ იყო მშვიდი, თითქმის ზღაპრული, რომელიც მთლიანად გავიწყებს დროის მიმდინარეობას და მატერიალურ ღირებულებებს.

ყველაფერი რეტრო სტილში იყო გადაწყვეტილი, თითქოს გასულ საუკუნეში ხდებოდა. მხოლოდ კოლექციის მუსიკა, საუნდთრეკი დრამებით გახსენებდა, რომ 2010 წლის თებერვალი იყო, მარკ ბაი მარკ ჯაკობსი კი მომავალი წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას გაჩვენებდა. რაც შეეხება ტენდენციებს, მარკ ბაი მარკი, აქცენტს მაღალწელიან ვიწროტოტებიან შარვლებზე აკეთებს. ტენდენციურია წელიდან განიერი, თოჯინის ტიპის კაბები, სამხედრო სტილის პიჯაკები და პალტოები, კომბინეზონები, როგორც მოკლე „შორტის“ ტიპის, ისე გრძელი. მარკმა აჩვენა რუსის ჯარისკაცის ქურთუკის მსგავსი განიერი მოსაცმელები, კუბოკრული, ეგრეთ წოდებული „დვოიკები“ – ძირითადად შორტი და პიჯაკი. თუმცა, კოლექციაში პიჯაკი და მოკლე ქვედაკაბებიც იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება კაბებს, მარკ ჯაკობსის კაბები კოლეჯის გამოსაშვებ საღამოზე ჩასაცმელ, ძველი სტილის კაბებს გაგახსენებდათ. საშუალო სიგრძის – ეგრეთ წოდებული მიდი, ღრმად დეკოლტირებული კაბები ბრეტელების გარეშე, თოჯინისას უფრო ჰგავდა.

მარკ ბაი მარკ ჯაკობსი როგორც რომანტიკულ კაბაზე, ისე სამხედრო „კიტელზე“ ერთი და იგივე სტილის ფეხსაცმელს უხამებს, ოდნავ ჩაჩაჩული წინდა შუა წვივამდე და მოგრძოცხვირიანი ლაკის მამაკაცური ფეხსაცმელები წელს საოცრად აქტუალურია, რაშიც ლომის წილი მარკ ჯაკობსს მიუძღვის. ფეხსაცმელი დაბალ ქუსლზე ერთნაირად უხდება როგორც კაბას, ისე მოკლე შარვალსა და მაქმანის ქვედაკაბას.


скачать dle 11.3