კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეხვდნენ ერთმანეთს უხმოდ ერთწლიანი დაშორების შემდეგ როლანდ ოქროპირიძე და მისი ცოლი



მათ უნებლიეთ თავისი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ფურცლები დაწერეს. დიდხნიანი განშორება, მონატრება, გიჟური სიყვარული – ეს მათი ცხოვრებაა, მაგრამ ახლა უკვე, როდესაც ყველაფერი წარსულში დარჩა და ერთმანეთთან ყოფნით ტკბებიან, როლანდ ოქროპირიძე და მისი ულამაზესი ცოლი – სოფო გორელაშვილი, ამ ყველაფერს ღიმილით და სიხარულით იხსენებენ. მათი ისტორიის წაკითხვა, ვფიქრობ, ყველაზე ნაკლებად რომანტიკულ მკითხველსაც კი საოცრად ააღელვებს.



როლანდ ოქროპირიძე: ჩემი მეუღლე არის სოფო გორელაშვილი, თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის საკმაოდ წარმატებული სტუდენტი. ოცი წლისაა.

– ჩაიგდე ხომ ბავშვი ხელში?

– არ არის ბავშვი. სულ პირიქით. მგონი, თვითონ ჩამიგდო ხელში (იცინიან).

სოფო გორელაშვილი: 27-ე სკოლა დავამთავრე, პლეხანოვზე. თავიდანვე ვიცოდი, რომ მსახიობობა მინდოდა, მაგრამ მშობლები საშინელი წინააღმდეგები იყვნენ და ამიტომ ერთი წელი, იძულების წესით ვისწავლე უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიურზე. ერთი წელი საერთოდ არ მივლია უნივერსიტეტში, საშინლად არ მინდოდა. რამდენჯერაც თეატრალურთან ჩავივლიდი, იმდენჯერ მეტირებოდა. ბოლოს მიხვდნენ, რომ ძალიან მტანჯავდნენ და ერთი წლის შემდეგ ჩავაბარე თეატრალურში.

როლანდი: თავისებური, თვითნებური, მებრძოლო გოგოა. ფარი, ხმალი ყველაფერი ესმის.

– სად გაიცანით ერთმანეთი?

– ყვარელში, ჩემს მხარეში. პირველი ოქტომბერი იყო და სოფოს და მისი თანაკურსელების ნათლობა გვქონდა. მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში მსახიობებს, რეჟისორებს სტუდენტები მიჰყავთ და გრიმს უსვამენ სახეზე. ასეთი ტრადიცია თუ რიტუალი არსებობდა მარჯანიშვილის თეატრში და ზუსტად იმ წელს აღდგა, როდესაც სოფომ ჩააბარა. ეს პატარა გოგო-ბიჭები დარბიან, უხარიათ ყველაფერი. აი, მატარებელივით ერთმანეთთან ჩაბმულები რომ გადი-გამოდიან ხომ იცი, ეგ პერიოდი აქვთ (იცინიან). ამ მატარებელში დავინახე სოფო. დავინახე თუ, არა იმწამსვე მომეწონა.

სოფო: დამინახა და მეც დავინახე. ერთმანეთს რაღაც ერთი წამით შევხედეთ და გავიარე. მანამდე თავისთვის, ძალიან სერიოზულად იჯდა და გარემოს ათვალიერებდა. (იცინიან). იმ მომენტში იმდენად აფორიაქებული და დაბნეული ვიყავი, ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. კი ვიფიქრე, რა სიმპათიური ბიჭია-მეთქი, თან, მეცნო კიდეც, მაგრამ იმ დღეს სხვა საქმეები მქონდა.

როლანდი: იქიდან წავედით თელავში, სუფრა იყო გაშლილი.

სოფო: როლანდი სხვაგან იჯდა და უცებ ვხედავ, მის გვერდით ვიღაც გოგოები გაჩნდნენ. გვერდებიდან, ზემოდან, სუფრის ქვემოდანაც კი გოგოებით გარშემორტყმული იყო. რა ხდებოდა მის გამო ვერ აგიღწერთ (იცინიან).

როლანდი: გვერდით მატრაკვეცა, საყვარელი ბავშვები შემომისხდნენ, მაგრამ გონებით სხვა სუფრასთან ვარ, იქ, სადაც სოფო ზის. ვიღაც ბიჭთან ხელჩაკიდებული დადის აქეთ-იქით. ბევრი ვიფიქრე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ბიჭი. მანამდე ისე მოხდა, რომ ვიმღერე კიდეც. მუხამბაზის სტილში იყო სიმღერა, ძალიან ლამაზი. მართალია, გიტარაზე ძალიან რთულად დასაკრავი იყო და ვწვალობდი, მაგრამ სოფო მიხვდა, რომ მას ვუმღეროდი. მას კი არ ვუყურებდი ან მივუძღვენი, უბრალოდ, ორივემ ვიცოდით, რომ ეს სიმღერა მისთვის იყო. ბოლოს, ისე მოხდა, რომ უკვე ვიშლებით და ველოდები როდის გამოვა სოფო. მარტო გამოვიდა და დავიჭირე. „ბონჯორნო“, – ვუთხარი.

სოფო: მოვიდა და პირდაპირ მითხრა, ძალიან მომეწონე, კარგი გოგო ხარ და მოდი ვიმეგობროთ. ნომერს მომცემო? არ მინდა, რომ ნომერი ეგრევე მივცე, თან ვხედავ, ამდენი გოგოა გაგიჟებული და ეს მიბიძგებს, ნომერი მივცე. მოკლედ, ვუთხარი ნომერი, მაგრამ მერე დიდხანს ვფიქრობდი, სწორად მოვიქეცი თუ არა-მეთქი.

– და დაიწყო მესიჯობა?

– არა. კვირაში ერთხელ, სხვათა შორის, გამოჩნდებოდა ხოლმე და ვითომც, აქ არაფერიო, მეტყოდა, სპექტაკლი მაქვს და თუ გინდა მოდიო. მივდიოდი და ისე ვბრუნდებოდი უკან, ვერ ვხვდებოდი, როლანდი თუ უნდა მენახა. ბოლოს მითხრა, იქნებ მნახოო (იცინიან).

როლანდი: პირველად რომ მოვიდა, ეს კადრი კარგად მახსოვს. ვხვდები, რომ უკვე ძალიან მომწონს. არ ვიცი, სხვები როგორ, მაგრამ მე ასე ვარ – შევხედავ და ეგრევე გონებაში მილაგდება რაღაცეები, თუ ბევრი დაგილაგდა და რაღაც ზღვარს გადაცდა, ვხვდები, რომ იქ უკვე საინტერესო ამბები იწყება. კულისებიდან ჩუმად გავიხედე და დავინახე, დაქალთან ერთად მოვიდა. ზის, უკეთია დიდი საყურეები, თმას ისწორებს, აღარ არის ის პატარა გოგო, ყვარელში რომ აქეთ-იქით დარბოდა. უკვე ზის, სხვა ფორმა აქვს (იცინიან).

– როდის გასერიოზულდა ეს ყველაფერი და მივიდა სიყვარულამდე?

სოფო: როლანდი ორი კვირით წავიდა ინგლისში. ბევრი რაღაცეები მქონდა გაგონილი მასზე – რომ ვიღაც გოგოებს წლებია, უყვარდათ, რომ მასზე გიჟდებიან და ეს რაღაც ცივია ყველას მიმართ. მართალია, თვითონ კი ცდილობდა, ჩემთან ყოფნას და მეც მომწონდა, მაგრამ ამ ხმების გამო სულ ვიტოვებდი უკან დასახევ ნაბიჯს. ვიფიქრე, ახლა წავა, ეს პერიოდი ამ ურთიერთობაზე ვიფიქრებ და გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე. სულ სამი თვეა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ.

როლანდი: რომ წავედი, მივხვდი, რომ სწორად მივდივარ, ანუ ეს „ის“ არის. როცა შორდები ადამიანს, მერე უფრო ზუსტად ხედავ და აანალიზებ ყველაფერს. ტვინი და გული მიხვდა, რომ ეს ის ადამიანია, ვინც ჩემს გევრდით უნდა იყოს. ესეც შეიცვალა ამ პერიოდში, ბავშვობა სასიამოვნოდ მოიცილა.

სოფო: მოვყვები, შენ რაებს აკეთებდი (იცინიან)! ორივე მივხვდით, რომ ამ ორი კვირის შემდეგ რაღაცეები შეიცვლებოდა.

როლანდი: ინგლისში ვარ, სპექტაკლისთვის ვემზადები და უცებ მომდის მესიჯი. მოდი, ეს ყველაფერი დავამთავროთო. ამ დროს სცენაზე გავდივარ, რა მომივიდოდა, ხომ წარმოგიდგენია.

სოფო: რაღაცეებში ჩაძიება მიყვარს. მოკლედ, ცოტა ბევრი, ზედმეტი რომ ვიფიქრე, მივედი იმ დასკვნამდე, იქნებ, არ ღირს-მეთქი. მიზეზზე ვერ ვფიქრობდი და არც ის მინდოდა, როლანდი გამომკიდებოდა და შემხვეწოდა. არ ვიცი, უცებ ვიფიქრე, ხომ არ ჯობდა, დაგვემთავრებინა ეს ყველაფერი. ერთხელ დამირეკავს, იქიდან ბევრ ახსნა-განმარტებას ვერ მომთხოვს და ამით დამთავრდება ყველაფერი-მეთქი. ამ მესიჯის მერე არ დარეკა და მთელი სამი დღე შიგნიდან დუღდა ყველაფერი. რომ ჩამოვიდა, დამირეკა და ყველაზე კარგი რა გააკეთა იცით? არც შეიმჩნია, რომ საერთოდ ეს მესიჯი მიუვიდა. ვითომც აქ არაფერი, მოვიდა და ეს ძალიან გამიხარდა. თან, ხომ მინდოდა ასე ყოფილიყო. საჩუქრები ჩამომიტანა და შობის შესახვედრად რესტორანში წავედით. იქ გაირკვა, რომ მორჩა, ერთად ვართ.

– სიყვარულის ახსნა არ იყო?

– იმდენად ბევრი რაღაც მოხდა ჩვენს ურთიერთობაში და იმდენი მიყვარხარ იყო და ამაზე გაცილებით ღრმა და ემოციური სიტყვები, რომ პირველს და მეორეს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ამ გრძნობის ბევრად უფრო ძლიერი გამოხატულებები გვქონდა, იმდენ რაღაცეებს ვაკეთებდით ერთმანეთისთვის.

როლანდი: ამ შემთხვევაში საქმეს მიადვილებდა ის ფაქტი, რომ სოფო პირველ სართულზე ცხოვრობდა და აივანი ეგრევე რაღაცეებით ივსებოდა.

სოფო: ყოველღამე ან დღეგამოშვებით, რაღაც ფხაკუნი მესმოდა. ან მაშინვე გავდიოდი, ან – მეორე დილით და იქ ხან ყვავილები მხვდებოდა, ხან სათამაშოები და ასე შემდეგ. აციმციმებული თვალებით დავდიოდი ყველგან. ეს ისეთ სიხარულს მანიჭებდა, ისე მაბედნიერებდა, რომ ვერ გეტყვი. ერთი დღე მახსოვს განსაკუთრებით. დეკემბერში, ჯერ თოვლი არ იყო მოსული და მირეკავს, გამოდიო. გავედი აივანზე, იქ რაღაც საჩუქარი დევს და გარშემო ყველაფერი გადათეთრებულია. ცოტა ხანში მესმის „ხლაპუშკების“ ხმა. თურმე როლანდი და ნიკა კუჭავა, იქვე სადღაც იმალებიან და პირდაპირ ჩემი სახლისკენ ისვრიან ასაფეთქებლებს. ზუსტად ჩემს წინ ფეთქდება ეს ფერადი რაღაცეები. ვფიქრობ, რა მაგარია, როგორ ლამაზად დაემთხვა ეს ყველაფერი-მეთქი. ამ რომანტიკულ ფიქრებში ვარ და უცებ მესმის სიცილის ხმები. როგორ დავიბნეოდი, ხომ წარმოგიდგენიათ. თხელ ხალათში თოვლში აივანზე ვდგავარ, წინ რაღაც ჭრელები „დარბიან“ და უცებ სადღაც, ორი მოხითხითე ქერა და შავგვრემანი თავი დავინახე. (იცინიან). როლანდს თავზე ყაბალახი ეხურა. ამას რომ დავინახავდი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. გარეგნულად არ ვიმჩნევდი და შიგნიდან სულ დახტოდა ყველაფერი. ღიმილით ვუთხარი დიდი მადლობა-მეთქი. ისე, მეც სულ მინდოდა მისთვის რაღაც სიურპრიზი გამეკეთებინა, მაგრამ ვერ ვუბედავდი. ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, მე რა უნდა მექნა, რომ მისი გაოცება გამომეწვია.

– რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?

როლანდი: ორი წელი. ერთი წელი ვიყავით ერთად, ყველაფერი გარკვეული რომ იყო. მაგრამ, ერთი წელი ერთმანეთს დავშორდით. ჩვენ ჩვენ გზაზე წავედით.

– რატომ?

– არ ყოფილა მიზეზი ასე კონკრეტული, ხშირად ვჩხუბობდით, ვკამათობდით, მაგრამ ამ ყველაფერს სერიოზული სახე არასდროს ჰქონია.

სოფო: ყველაფერი არაჩვეულებრივად რომ არის და შენ თვითონ რომ იწვევ რაღაც ცუდს, ასე გამოვიდა. ხომ არ შეიძლება, სულ კარგი იყოს, რაღაც ცუდიც ხომ უნდა მოხდეს. ორი „რიკოშეტი“ რომ ერთმანეთს შეხვდება, თითქმის გამორიცხულია, რომელიმემ დათმოს. დავაყარეთ ერთმანეთს, თან ისე, რომ მივხვდით, მეორე დღეს არც ერთი აღარ დარეკავდა. ამის შემდეგ ერთი წელი ერთმანეთი საერთოდ აღარ გვინახავს.

როლანდი: როგორი ურთიერთობა გვქონდა იცი?! დავურეკავდი, ეს მეტყოდა, შენ ბოსელში ხარ გაზრდილი; ცხოველი ხარ; შენ ხარ ვირი; რა ცხოველი ხარ, ჟირაფი თუ ზებრა და ასეთ რაღაცეებს ამბობდა (იცინიან), მე ვეუბნებოდი, რომ კი ვარ ზებრაც და აქლემიც. ასე, შიგადაშიგ ვურეკავდი, სოფო ხან არ მპასუხობდა, ხან ცხოველიო, ყვიროდა. მერე მეც ვიკარგებოდი და ასე გავიდა ერთი წელი.

– როგორ გაძელი, სოფო?

სოფო: ჩავუნერგე საკუთარ თავს, რომ არა, ერთად აღარ ვიქნებით და მორჩა. ბოლომდე არც კი ვიცი რატომ მოხდა ასე, გულწრფელად ვამბობ. მაგრამ, ერთი ვიცი, ადამიანს გააჩნია იმის ძალა, თავიდან ბოლომდე აკონტროლოს თავისი ემოციები და საქციელი. რომ ვთქვი არა, ესე იგი, არა. ძალიან შევეცადე, მაგრამ აღმოჩნდა, გრძნობა იმაზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე შემეძლო მოვრეოდი.

როლანდი: ფიქრი სხვა რაღაცაზე ვერაფრით გადამქონდა. მთელი წელი არეული ვიყავი. ხანდახან მის სახლთანაც მივდიოდი, გამიღეთ და რაღაცეებს ვყვიროდი. ეს ყვიროდა, წადი აქედან, თორემ პატრულს გამოვიძახებ და იყო კონცერტები. მოკლედ, ბევრ სისულელეს ვაკეთებდით.

– სოფო, როდის დაყარე ფარ-ხმალი?

სოფო: ერთი წლის შემდეგ. ჩემი მეგობრის დაბადების დღიდან წამოსული მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მენახა. ღამის სამ საათზე მივედი როლანდის სახლთან, დავჯექი მის ეზოში, „ბესედკაში“ და ვურეკავ. არ მითხრა ახლა, რომ სახლში არ ხარ. აქ ვიჯდები, სანამ არ მოხვალ-მეთქი. როლანდმა კი მითხრა, თელავში ვარ, მეგობარს დავურეკავ, გასაღებს მოგიტანს და სახლში ადიო. გავიგიჟე თავი, არ არსებობს, უნდა ჩამოხვიდე, არსად არ ავალ-მეთქი.

როლანდი: წარმოიდგინე, რა მომივიდოდა, ღამის სამ საათზე სოფო რეკავს და სასწრაფოდ ჩამოდიო, მეუბნება. ვერ მივხვდი, ჩემი ნახვა უნდოდა, რამე პრობლემა ჰქონდა, თუ რა ხდებოდა. როგორ წამოვიდოდი იქიდან, ხომ წარმოგიდგენიათ. თან ვფიქრობდი, ჯობია ცოცხალი ჩავიდე და ძალიან არ ვიჩქარო-მეთქი. ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში.

სოფო: ამ დროს ეზოში ვიღაც მთვრალები დადიოდნენ. კი არ შემეშინდა, მივხვდი, რომ მოსულიყვნენ და რაღაც ეთქვათ, ადგომა მომიწევდა. არადა, ვთქვი, აქედან ფეხს არ მოვიცვლი-მეთქი. ამიტომ, დავურეკე კუჭავას, რომელიც მოქანდა და ჩემთან ერთად ხმის ამოუღებლად იჯდა ეზოში. ეს, რომ დავინახე ჩავეხუტე და მერე ავედით სახლში.

– შენ მოიწყვე კინო, რომელსაც მერე შვილიშვილებს მოუყვები?

– ზუსტად. ყველაფერი დაგეგმილად ხომ არ მოხდება ცხოვრებაში. ასეთი სიგიჟეებით არის ცხოვრება ლამაზი.

როლანდი: ავედით სახლში და საერთოდ არაფერზე გვილაპარაკია. არც იმაზე, რა იყო ეს ერთი წელი, რატომ დავშორდით, შევრიგდით თუ არა. უბრალოდ, ჩუმად ვიყავით ერთად. სოფომ ტელეფონი გამორთო.

სოფო: მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩემები თურმე ყველგან მეძებენ. დედაჩემს ყველა საავადმყოფოში ჩამოურეკავს. როლანდთან არ მეძებენ, ერთი წელი მისი ხსენებაც კი აკრძალული მქონდა, რომელ მასთან მისვლაზე იყო საუბარი. შემდეგ ჩემმა დაქალებმა გაიგეს, სადაც ვიყავი, მოდიოდნენ, მლანძღავდნენ და მეხვეწებოდნენ სახლში წავსულიყავი.

როლანდი: ხმას არ ვიღებდი, ველოდებოდი, თვითონ რას გადაწყვეტდა. მაინტერესებდა, რა უნდოდა. სოფო საძინებელში იყო თავისთვის, მე კიდევ გერბის ლომივით, მცველივით კართან ვიწექი, რომ მის დაქალებს არ გაეტაცათ (იცინიან). ამის სახლიდან გაყვანის მილიონი გეგმა შეიმუშავეს – ვუთხრათ, რომ სახლს ცეცხლი წაეკიდა, რომ დედამისი ცუდადაა. მოკლედ მაგარ ამბავში ვიყავით. ვიცოდი, რომ ვერსად ვერავის ვერ გავატანდი. ბოლოს დავურეკე დედამისს და ვუთხარი, თვითონ მოგიყვანთ, თუ მეტყვის, რომ სახლში წასვლა უნდა-მეთქი. წყნარად ვიყავი, ვიცოდი, რომ სოფო ჩემთანაა, კარგადაა და აღარ გვინდა, ზედმეტი ლაპარაკი. ველოდები, როდის იტყვის, რა უნდა. მესამე ღამეს უცებ მეუბნება, იდეა მაქვს, წამოდი ჯვარი დავიწეროთო.

სოფო: ის კი არ ყოფილა – მე მინდა, შენ გინდა, მიყვარხარ თუ აღარ გიყვარვარ. პირდაპირ ვუთხარი – წამოდი, ჯვარი დავიწეროთ-მეთქი. ესეც ადგა, კარგი, მე ჩავიცვამო და იმ წუთიდან, თითქოს არაფერი მომხდარა, დავიწყეთ იმაზე ფიქრი და საუბარი – უი, კაბა არ მაქვს, კაბა გვჭირდება. წავედით და ჩემი და როლანდის საერთო მეგობარს კაბა გამოვართვით. უცებ მივხვდით, რომ მეჯვარე არ გვყავს. ჩემი რომელიმე დაქალისთვის რომ დამერეკა, რა მომივიდოდა, ხომ წარმოგიდგენია. ამიტომ დავურეკეთ ჩემი და როლანდის საერთო მეგობარს, ბიჭს, რომელიც იმ დროს თელავში იყო. ჩვენ ისედაც გვინდოდა, თელავში წასვლა, ისიც იქ აღმოჩნდა და წავედით. ანუ, ის კი არა, რომ, ვაიმე, ჩვენ ცოლ-ქმარი ვხდებით, ჩემო საყვარელო და ამბები. არა! ძალიან საქმიანად დავდივართ აქეთ-იქით.

როლანდი: ჯვარს რომ ვიწერდით, ეს ამბავი დუტამ გაიგო და მითხრა, იყალთოში ჩადითო, მღვდელი უკვე გაფრთხილებულიაო.

სოფო: გზაში ძალიან ცუდად გავხდი. საშინლად დაბნეულები ვართ ორივე. ისტერიკული სიცილი აგვიტყდა. გზაში, შუაღამისას, ვიღაცის სახლის წინ მანქანა გავაჩერეთ და ვიცეკვეთ. რატომ, არავინ იცის. წითელი ღვინო გვაქვს და ამბავში ვართ.

როლანდი: დილით ჯვრისწერაზე მივდივართ და სოფო საშინლად ღელავს. ფერი წაუვიდა, ცივი ოფლი ასხამს. ცუდად არის. მართალია, არასდროს მიფიქრია, იმაზე როგორი იქნებოდა ჩემი ჯვრისწერა, რა მეცმეოდა და სხვა, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ ჩემი საყვარელი ქალი ბედნიერი იქნებოდა. ამას კი ბედნიერების არაფერი ეტყობოდა. სადღაც სულ ვფიქრობდი, ან ახლა გაიქცევა, ან ახლა. თან, ხმას არ ვიღებდი, რაიმე ზემოქმედება არ მოვახდინო მასზე-მეთქი.

სოფო: არადა, არსად გაქცევას არ ვაპირებდი. უბრალოდ, ძალიან ვნერვიულობდი, ვკანკალებდი. სულ მეგონა, გული წამივიდოდა. მამაო როგორი გაოცებული გვიყურებდა ვერ აგიღწერთ. უკვე ვყანყალებდი, ვეღარ ვიდექი ფეხზე, ჩემი მეჯვარე ყურებს მიზელდა. მამაო, გადაირია, რა წყვილია მოსული, სიძეც უცნაურად გამოიყურება, პატარძალს კი ოფლი ასხამს და მეჯვარე ყურებს უზელსო (იცინიან). რა სანახავები ვიქნებოდით, წარმოიდგინე. ჯვრისწერის შემდეგ, ეგრევე კარგ ხასიათზე დავდექი. ვხტუნაობდი სიხარულით. მართალია, ამ დროს როლანდი მოწყდა დაძაბულობისგან, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

როლანდი: ახლა ვემზადებით ქორწილისთვის, რომელიც ახალ წლამდე იქნება. ლამაზ ქორწილს გადავიხდით, სადაც პატარძლის გაქცევაზე არ ვიფიქრებ. (იცინიან).


скачать dle 11.3