კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გავძეხი“




90X60X90

მაშინ, როდესაც ბ-ნ თოთრლაძეს საქართველოს ევროპული კურსის ღირსების დასაცავად ხმალი აქვს მოშიშვლებული საბჭოთა სიმბოლიკისთვის შიგ გულში ჩასაცემად, სასურსათო პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებიც გამოქვეყნდა, რის მიხედვითაც, გაირკვა, რომ საქართველოში „არასრული კვების საშუალო დონეა“, თუმცა, ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ორივე ფლანგის (როგორც ოპოზიციური, ისე სახელისუფლო) ამ ჩვენს ჩინოვნიკ-პოლიტიკოსებს ლოყების სიღაჟღაჟეს ვერ დაუწუნებ (დაახლოებით ასე: „გავძეხი“).

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში შიმშილობის ყველაზე დაბალი დონეა, თუმცა უზბეკეთში, თურქმენეთში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არასრული კვების საშუალო დონე ფიქსირდება“.

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ დღევანდელ მსოფლიოში (ამავე კვლევით) მილიარდი ადამიანი შიმშილობს, საქართველოს მიერ მიღწეული „არასრული კვების საშუალო დონე“ არცთუ ურიგო შედეგია. მით უფრო, რომ 122 გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნიდან 29-ში (და მერე რა, რომ ისინი საჰარისა და აზიის კონტინენტის სამხრეთით მდებარეობენ, სადაც, ჩვენგან განსხვავებით, არც მიწაა და არც წყალი?!), შიმშილობის ინდექსის მიხედვით, „ვითარება სახიფათოა“.

ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპაში ტანწვრილობა ფასობს, შესაძლოა, ჩვენი ხელისუფლება „არასრული კვების საშუალო დონეს“ განზრახაც ინარჩუნებდეს, რომ ყოველმხრივ დაგვაახლოვოს დასავლურ სტანდარტებს.


скачать dle 11.3