კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა შეურჩიოს საკვების კლასი ძაღლს აუცილებლად ვეტერინარმა და რა პრობლემები ექმნება ცხოველს არასწორი კვებით





ძაღლის სწორად კვება და მისთვის კვების რაციონის შერჩევა ადვილი საქმე როდია. ამაში თქვენ აუცილებლად ვეტერინარის რჩევა და კონსულტაცია დაგჭირდებათ. ამიტომ უმჯობესია, გაითვალისწინოთ ვეტერინარ ზაქრო ბაჯიაშვილის კეთილი სურვილები თქვენი ძაღლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და არჩევანი იმ სახის საკვებზე გააკეთოთ, რომელთა შესახებაც თავად გიამბობთ.



ზაქრო ბაჯიაშვილი: იმისათვის რომ სწორად შეარჩიოთ თქვენი ძაღლისთვის მშრალი საკვები, საჭიროა, შეისწავლოთ საკვების ნაირსახეობა და სათანადოდ შეარჩიოთ საკვების ესა თუ ის დაფასოება. მზა საჭმელი ძაღლებისთვის იყოფა 3 კლასად, ეს არის ეკონომ-კლასი, პრემიუმ-კლასი და სუპერ-პრემიუმ კლასი.

– ჩვენს რუბრიკაში ერთხელ უკვე განვიხილეთ კვების საკითხი კინოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესოა, რა რჩევას მისცემს ვეტერინარი ძაღლის მფლობელებს?

– მოგახსენებთ. აუცილებელია, ძაღლს სწორად შეურჩიოთ საკვები. დავიწყოთ ეკონომ-კლასის განხილვით. ეკონომ-კლასის მშრალი საკვები დამზადებულია დაბალი ხარისხის ნედლეულისგან, განსაკუთრებით სუბპროდუქტებისგან, დაბალი ხარისხის მარცვლეულის ნარჩენისა და სოიასაგან. ეკონომ-კლასის საკვების მიღებით თქვენი ძაღლის ორგანიზმში შეიძლება, განვითარდეს ცალკეული ვიტამინებისა თუ ამინომჟავების დეფიციტი, რასაც შეუძლია, გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციების მოშლა, ალერგიები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

რაც შეეხება პრემიუ-კლასის მშრალ საკვებს, მის დასამზადებლად გამოიყენება უკეთესი ხარისხის ნედლეული. პრემიუმ-ხარისხის საკვებში ცილის წილი მოდის ძირითადად, ხორც-პროდუქტების ხარჯზე, უკეთესი მონელებისა და შეთვისების გამო, აღნიშნულ საკვებში გადამუშავებული მასა ნაკლებია, ვიდრე ეკონომ-კლასის საკვებში.

სუპერ-პრემიუმ კლასის საკვები დაბალანსებულია და შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ყველა საჭირო ნივთიერებას, აკმაყოფილკებს მაღალ მოთხოვნებს და ხასიათდება შეთვისების საუკეთესო უნარით. სუპერ-პრემიუმ კლასის საკვები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულით: წიწილის, ინდაურის და ბატკნის ხორცით, კვერცხითა და ასე შემდეგ.

აღნიშნულ საკვებში გათვალისწინებულია ცხოველის ასაკი, ფიზიოლოგიური მდგომარეობა, ფიზიკური დატვირთვა, სხეულის მასა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღნიშნული საკვები არის მაღალი ენერგიული ღირებულების.

– ქართულ ბაზარზე რა სახის და ხარისხის საკვები შეიძლება შევიძინოთ?

– საქართველოში ბაზარზე დღეს გვხვდება საკვები, რომელთა ნაწილიც რეალურად არ არის ის, რაც უნდა იყოს. კარგ საკვებში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხორცი და არა ცხოველური წარმოშობის სუბპროდუქტები.

საკვების ყიდვისას აუცილებლად უნდა დახედოთ ეტიკეტს, რომელზეც უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: საკვების მარკა, დასახელება როგორი ძაღლისთვის და რა ასაკობრივი ჯგუფისთვის არის განკუთვნილი. ასევე მისი შემადგენლობის ანალიზი პროცენტებში: პროტეინი (ცილა), ნახშირწყლები, ცხიმი, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და სხვა ინგრედიენტები.

– და მაინც, რომელი საკვებია ყველაზე კარგი ჩვენი ძაღლისთვის?

– თქვენს ძაღლს აუცილებლად უნდა მისცეთ ის საკვები, რომელიც შეესაბამება მის ჯიშს, ასაკსა და ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. უმჯობესია, ის თქვენმა ვეტერინარმა შეგირჩიოთ.

– რა სახით უნდა მივცეთ მშრალი საკვები ძაღლს?

– მშრალი საკვები შეგიძლიათ მისცეთ ცხოველს როგორც მშრალ, ისე დამბალ მდგომარეობაში. დასალბობად, უმჯობესია, გამოიყენოთ სასმელი წყალი. ასევე, გაითვალისწინეთ და არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ძაღლს მუდმივად უნდა ედგას სუფთა სასმელი წყალი.

სუპერ-პრემიუმ კლასის მშრალი საკვების დამამზადებლები ზრუნავენ არა მარტო მის შემადგენლობაზე, არამედ იმაზეც, თუ რომელი პროდუტია მისაღები ამა თუ იმ ჯიშისა და ასაკის ძაღლისთვის. ქმნიან მათთვის რაციონებს, ასაკობრივი ჯგუფებისა და ჯიშებისთვის, რაც უზრუნველყოფს ცხოველების ჯანმრთელობას და იცავს მათ სხვადასხვა დაავადებისგან.

ხარისხიანი საკვებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი კრიტერიუმი მაღალი შეთვისების უნარია, რომელიც ახასიათებს სუპერ-პრემიუმ კლასის საკვებს.

საკვების კარგი შეთვისების დროს, ფეკალური მასა ნაკლებია და ცხოველიც საკვების ნაკლებ რაოდენობას საჭიროებს, რაც ამცირებს კვებაზე გაწეულ ხარჯებს.

– თუ ძაღლის პატრონი უარს ამბობს მშრალ კვებაზე და სახლის პირობებში დამზადებულ საკვებს აძლევს ძაღლს, ამ შემთხვევაში რა ხდება?

– ეს მართლაც ხშირად ხდება და ზოგიერთი პატრონი ძაღლს სახლში მომზადებული საკვებით კვებავს. ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებისა მიუხედავად, აღნიშნული რაციონი მაინც ვერ იქნება დაბალანსებული, ამან კი შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ უმჯობესია, არჩევანი მზა საკვებზე გააკეთოთ, ამით ძაღლს საფრთხე აღარ შეექმნება და თქვენც ზედმეტ ხარჯებს აცდებით.


скачать dle 11.3