კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს



კითხვა: მყავს ავტომობილი „ნისან ზეტ 350“. ამ ავტომობილისთვის შევიძინე სპორტული ტიპის საჭე, მაგრამ მისი შეცვლის მცდელობის დროს აღმოჩნდა, რომ ის არ მიესადაგება ჩემს ავტომობილს. არადა, მისი შეძენის დროს (საჭე საფრანგეთში ვიყიდე) მითხრეს, რომ ის უნივერსალურია და ყველა ტიპის ავტომობილზე მიდისო. შეცდომაში შემიყვანეს თუ რამეს არასწორად ვაკეთებ?

პასუხი: თქვენ არავის მოუტყუებიხართ. მართლაც არსებობს უნივერსალური ტიპის საჭეები, უბრალოდ, მას დამხმარე დეტალი ესაჭიროება, ეგრეთ წოდებული გადამყვანი, რომელიც თქვენი ავტომობილის საჭის ღერძზე მაგრდება და მასზე დგება საჭე. თქვენ სწორედ ეს გადამყვანი გჭირდებათ და კარგი იქნებოდა, თუ მას იქვე, საფრანგეთში შეიძენდით. მაგრამ, რადგან უკვე თბილისში ხართ, ამ კონკრეტული დეტალის შეძენა მაინც მოგიწევთ. საქართველოში არ მეგულება ამ კონკრეტული ავტომობილის, „ზეტ 350“-ის გადამყვანი.

კითხვა: „პაჯერო იო“ უკეთესია თუ „რავ 4“? რომელს რა უპირატესობა აქვს?

პასუხი: ამ კითხვას საკმაოდ ხშირად გვისვამენ. როგორც ჩანს, ორივე ავტომობილი საკმაოდ პოპულარულია. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ჯობია, გეტყვით, რომ „პაჯერო“ კარგია, მაგრამ „ტოიოტა“ უკეთესია. მიზეზების ჩამოთვლა საკმაოდ შორს წაგვიყვანს. ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, „ტოიოტა“ გაცილებით ნაკლებად პრეტენზიული და ამტანია.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა სივიკი“, რომელიც ქალაქის პირობებში შვიდ-ნახევარ-რვა ლიტრ საწვავს მოიხმარდა. ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ წვამ იმატა. რამდენადაც ვიცი, მართვის სტილი მოქმედებს წვის მომატებაზე. შეიძლება, რომ არასწორად ვმართავ და ამის ბრალი იყოს?

პასუხი: მართვის სტილზე ეს დამოკიდებული იქნებოდა მაშინ, თუ თავიდანვე ბევრს დაგიწვავდათ. აქედან გამომდინარე, გეტყოდით, რომ ძრავს საკმაოდ მაღალ ბრუნზე ამუშავებთ, ჯერჯერობით გეშინიათ სიჩქარის მალე შეცვლა და, შესაძლოა, მეხუთე სიჩქარე ჯერ არც კი გიხმარიათ. მაგრამ, ვინაიდან წვამ ახლა იმატა, ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს: ჯერ ერთი, ამ ბოლო დროს საკმაოდ უხარისხო ბენზინი შემოვიდა, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს დიდ ძრავებზე, რომლებზეც საწვავის ხარისხი ჩასხმისთანავე მოქმედებს; მეორე – შესაძლოა, შესაცვლელი გაქვთ ბენზინისა და ჰაერის ფილტრები. თუ ტარება ახალი ნასწავლი გაქვთ, ალბათ, მათი არსებობის შესახებ ჯერ არაფერი იცით, ამიტომ მიაკითხეთ ხელოსანს. ეს არც ისე ძვირი ჯდება და შედეგი თავიდანვე დაეტყობა. რაც შეეხება ეკონომიურად მართვას, გადართეთ სიჩქარეები რაც შეიძლება დაბალ ბრუნზე, ისე, რომ ავტომობილს, კონკრეტულად მის ძრავს, ბევრი მუშაობა და ძალდატანება არ მოუწიოს და ბოლოს – დროულად აუშვით ფეხი მოდების „პედალს“.



გვერდი მოამზადა

სალომე გველესიანმა


скачать dle 11.3