ისწავლე შეცდომებზე
შეცდომებზე სწავლობენ, მაგრამ ჭკვიანები სხვის შეცდომებს იყენებენ ამისთვის. ისეთებიც არიან, საკუთარი შეცდომებითაც რომ ვერ იღებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. თუ მოინდომებთ ნაკლები შეცდომები დაუშვათ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რამდენიმე „კეთილი” რჩევა.
* ნურასოდეს დაუჯერებთ, ვითომდა ბრძნულ „სტერეოტიპებს” და აქედან „გამოწოვილ” რჩევებს. ნუ შეგიყვანთ ის შეცდომაში და ნუ გადაუხვევთ გზიდან. არასოდეს დაჰპირდეთ ვინმეს რამეს ტყუილად და არასოდეს გაიმართლოთ თავი, მაშინ, როცა მართლა მტყუანი ხართ.
* შეეცადეთ საკუთარი თავი იმ ადამიანის ადგილას დააყენოთ, ვის განკითხვა-განსჯასაც აპირებთ, ამით მის პატივისცემასაც მოიპოვებთ.
* ენდეთ თქვენს ინტუიციას ყოველთვის. თუ ის გკარნახობთ, რომ კონკრეტული ადამიანი თქვენი შესაფერისი არ არის – არც გმირია და არც ოცნების რაინდი, ნუ ეცდებით, ჩაახშოთ შინაგანი ხმა. სულერთია, თავს დიდხანს მაინც ვერ მოიტყუებთ. მაშინაც კი, როცა მარტოსული ხართ, ყალბი ნუგეშისცემა იმას ნიშნავს, მშიერ ბავშვს მატყუარა საწოვარა ჩასჩარო პირში. არასოდეს ჩაებღაუჭოთ ხმელ ტოტს.
დაიჯერეთ! – სიყვარული არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, სიყვარულის სახელით ჩადენილი ბოროტება მოითმინოთ. ყოველთვის იცოდეთ, რომ თქვენ იმაზე მეტს იმსახურებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. და რომ, აუცილებლად იპოვით ადამიანს, ვინც ამაში დაგარწმუნებთ.