სიყვარულია თუ არა
იქნებ დროა, თქვენს ურთიერთობაზე სერიოზულად დაფიქრდეთ. ზოგჯერ შეგნებულად ვცდილობთ, არ გავცეთ პასუხი შეკითხვებს, რომლებიც მოსვენებას არ გვაძლევს და ასე ვცდილობთ, დავემალოთ პრობლემას. იქნებ ჩვენ დაგეხმაროთ, გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში. თქვენ ის გიყვართ, თუ...
* მისი სატელეფონო ზარი ნებისმიერ მომენტში გიჩქროლებთ გულს სიხარულით და მზად ხართ მასთან დასალაპარაკებლად ყველა საქმე გადადოთ;
* ფიქრშიც კი ვერ წარმოგიდგენიათ, საკუთარი თავი სხვა ადამიანის გვერდით;
* არასოდეს დაგცდებათ საყვედური მასზე მეგობრებთან, მაშინაც კი, როცა მისი „დანაშაული“ აშკარაა;
* არასოდეს გიფიქრიათ, რომ თქვენი ცხოვრება მის გარეშე გაცილებით ადვილი იქნებოდა;
* ყოველთვის, როცა საშუალება გაქვთ, ბოლო თეთრს ხარჯავთ, მისთვის საჩუქრების შესაძენად და ამით უზომოდ ბედნიერი ხართ;
* არასოდეს აგირიდებიათ თავი მასთან შეხვედრაზე და ამისთვის არარსებული მოუცლელობა არ მოგიგონებიათ;
* არ გაღიზიანებთ ის, რომ მას ზოგჯერ შეუძლია, მთლიანად შეცვალოს თქვენი გეგმები, თავდაყირა დააყენოს ის და სრულიად ამოგაგდოთ ჩვეული რიტმიდან;
* ყოველთვის მზად ხართ, „კბილებით“ დაიცვათ მისი ინტერესები და სიმართლე, მაშინაც კი, როცა ზუსტად იცით, რომ მართალი არ არის.
P. S. ენდეთ თქვენს ინტუიციას, თუ არა, ჩვენს პატარა „დახმარებას“ მაინც და აღიარეთ, რომ ყურებამდე ხართ შეყვარებული.