როგორც მე მინდა
„ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა”! – ეს ის ჯადოსნური სიტყვებია, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, მაგრამ ხშირად ამბობთ ამას? ადამიანი თავისუფალი მაშინ არის, როცა იცის საკუთარი თავის ფასი და პატივს სცემს საკუთარ პიროვნებას. არავითარი სტერეოტიპები – ყოველთვის იყავით ის, რაც ხართ. ინდივიდუალიზმი ყოველთვის მოდაშია. ქალის ფსიქიკა საკმარისზე მეტად ფაქიზია. ამიტომაც, ადვილად „ზიანდება.” ის ისე მტკივნეულად აღიქვამს ფაქტებს და მოვლენებს, მერე ადვილად შეიძლება, დაკარგოს საკუთარი თავის რწმენაც. „ასე არავინ აკეთებს” – ეს ერთი ფრაზაც კი საკმარისია, რომ თვითშეფასების მაჩვენებელი, მინიმუმ, ორი პუნქტით დაეცეს. თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად მოხდება ის, რაც მართლა გინდათ. „როგორც მე მინდა”! – უბრალო სიტყვები არ არის. ეს უფრო სავარჯიშოა, რომელიც ხშირად უნდა გაიმეოროთ.
იყავით გულახდილი და აღიარეთ: ხომ ყოველთვის ზუსტად იცით, რა გჭირდებათ. უბრალოდ, ზოგჯერ ჯიუტად არ გსურთ მოუსმინოთ და დაუჯეროთ შინაგან „მეს”. ეს ის პრობლემაა, რომლისგანაც მალე უნდა გათავისუფლდეთ.
„მე მინდა” და „როგორც მე მინდა” არ ნიშნავს ეგოიზმს. თუკი, თქვენ პატივს სცემთ სხვის აზრს, სხვის თავისუფლებას, იცავთ იმ ნორმებს, რომლებიც საზოგადოებასთან თანხმობით ცხოვრებაში გიწყობთ ხელს, ეგოისტი ვერ იქნებით. ის, ვისაც საკუთარი თავი არ უყვარს, ვერც სხვას შეიყვარებს.
აპატიეთ სხვას და საკუთარ თავსაც. მან ეს დაიმსახურა. არასოდეს შეგეშინდეთ იმოქმედოთ პრინციპით, „როგორც მე მინდა“. ამით სხვის ბედნიერებას ხელს არ შეუშლით, საკუთარი ბედნიერებისკენ სავალ გზაზე კი, გიგანტურ ნაბიჯებს გადადგამთ. ცხოვრების გზა მეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სტერეოტიპი და აბსურდული, ხელოვნური დოგმები ბარიერად გექცეთ. დროს ტყუილუბრალოდ ნუ დაკარგავთ. დროულად გააკეთეთ არჩევანი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ.