კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დასდევდა ლევან ჯიბღაშვილს „რელსებით“ და სად იქცა ის ნამდვილ დეტექტივად

ლევან ჯიბღაშვილმა, მიუხედავად არცთუ ისე სოლიდური ასაკისა, საკმაოდ საინტერესო კინოსახეები შექმნა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლევანი ეკრანზე საინტერესო პროექტით დაბრუნდა – „დეტექტივებში” ის ერთ-ერთი გამომძიებლის როლს თამაშობს და ამისთვის, როგორც ყველა დანარჩენმა მსახიობმა, მანაც სერიოზული მომზადება გაიარა. ლევანთან საუბარი იმის გარკვევით დავიწყეთ, თუ რას აკეთებდა ამ დრომდე.



ლევან ჯიბღაშვილი: ეკრანზე არ ვჩანდი იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არ იყო ისეთი შემოთავაზება, რომელზეც დათანხმება ღირდა. ამ პერიოდში დავიწყე მუშაობა სახელმწიფო სამსახურში, მთავრობის კანცელარიაში, პრემიერ-მინისტრის აპარატში ვმუშაობდი, კონკრეტულად, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვიყავი, რომელიც ჩემი საქმისგან დიდად განსხვავებული არ იყო. მაგრამ, საჯარო სამსახური მაინც საჯარო სამსახურია. ჩვენი პროექტია ფესტივალი „მზერა”, რომელიც რუსთაველის თეატრში ჩატარდა. მოკლედ, ბევრ საინტერესო პროექტზე ვიმუშავე. ამ პერიოდში იყო რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ უარი ვთქვი. მირჩევნია, ერთი იყოს, ხარისხიანი და ისეთი, რომლის გამოც არ შემრცხვება, ვიამაყებ, მისაღები იქნება ყველასთვის, ვიდრე ბევრი იყოს და უხარისხო.

– ეს, ალბათ, იმიტომ, რომ სხვა შემოსავალიც გაქვს და მხოლოდ ჰონორარის გამო არ თანხმდები.

– ფული ვის არ სჭირდება, მაგრამ ჩემთვის მთავარი მომენტი მაინც ხარისხია. მირჩევნია, იყოს ერთი, რომელზეც ყველა ლაპარაკს დაიწყებს, ისეთი, როგორიც იყო „სტალინი“ და როგორიც ეს პროექტი იქნება, რომელიც ჯერ არ გამოსულა (ინტერვიუ ჩაწერილია 6 ოქტომბერს – ს.გ.) და უკვე ამხელა ამბავია ატეხილი.

– ვინ იღებს ფილმს?

– ლაშა ცერიაშვილი, რომელმაც სრულიად ახალი გუნდი შეკრიბა ამ სერიალისთვის. ლაშასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, რომელიც ჯერ კიდევ „ასსა-დან“ დაიწყო. ამის შემდეგ რაღაც რეკლამებთან დაკავშირებითაც ვითანამშრომლეთ. როგორც კი ამ პროექტზე დაიწყო საუბარი, ლაშა დამიკავშირდა, ერთმანეთს შევხვდით და პირდაპირ მითხრა, ამ ფილმის გადაღებას ვიწყებ, ამა და ამ როლზე მჭირდებიო. ჩემი მხრიდან, ჩათვალე, რომ დამტკიცებული ხარ და შენ რას ფიქრობო. როლი ძალიან მომეწონა და ყველაფერზე შევთანხმდით.

– ვის თამაშობ?

– მე ვარ დეტექტივი გიორგი ტატიშვილი. პიროვნული დახასიათება არის ასეთი: ახალგაზრდა...

– სიმპათიური...

– დიახ, სიმპათიური (იცინის), საკმაოდ მდიდარი ოჯახის შვილი, რომელსაც განათლება მიღებული აქვს ამერიკაში, „ეფბიაის” სკოლაში. იქაური განათლება მის მოღვაწეობაშია ჩართული, რადგან აბსოლუტურად ამერიკელი ტიპაჟია. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად იშლება მისი ხასიათის კიდევ ერთი ხაზი, რომელიც აქცენტს მის კავკასიურ ბუნებაზე აკეთებს – დასთან მიმართებაში მაინც ტრადიციული ქართველია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ისწვალა, იქ ჩამოყალიბდა როგორც პიროვნება, ქართული ხასიათი მასში მაინც ყვირის.

– სანამ როლზე გავაგრძელებთ საუბარს, მითხარი, რამე რომ იყოს, „ეფბიაის” სკოლას გაივლიდი?

– სიამოვნებით. დავიწყებდი თუ არა ამ პროფესიით მუშაობას, არ ვიცი, მაგრამ ძალიან საინტერესოა, აბსოლუტურად განსხვავებული სამყარო. ამ სერიალით კიდევ ერთხელ გაიგებთ, როგორ შეიცვალა ეს სტრუქტურა. იქ ჩემი გმირი ამბობს კიდეც – ღიპიანი ინსპექტორებიდან ეს ყველაფერი როგორ შეიცვალა და განვითარდაო.

– ვიცი, რომ მინი-მომზადება მართლა გაიარეთ.

– „ეფბიაის” სკოლა არა, მაგრამ, გარკვეული ფიზიკური მომზადება გავიარეთ. ჩვენ უნდა გვეთამაშა დეტექტივები, რომლებსაც ურთიერთობა მოგვიწევდა იარაღთან, მკვლელობასთან, გვამთან... იარაღის ხელში სწორად დაჭერა მაინც ხომ უნდა შეძლო. მით უმეტეს, რომ ამ სერიალს ძალიან ბევრი პროფესიონალი უყურებს, რომელიც სხვა თვალით დააკვირდება მსგავს ნიუანსებს. შენობაში შესვლა, დევნა, მძარცველთან მოქმედება – ამ ყველაფერს სწავლა უნდოდა. გავიარეთ ერთთვიანი კურსები აკადემიაში. აკადემიის რექტორმა, ხატია დეკანოიძემ, ისე გააკეთა, რომ ყველაზე მაგარი პროფესორ-მასწავლებლები ჩვენთან მუშაობდნენ. ყველაზე დიდი ყურადღება ჩვენ გვექცეოდა. გავიარეთ ვირტუალური ტირის კურსები და მართლა ძალიან საინტერესო იყო „ლაივში” სროლები, როგორ უნდა შენობაში შესვლა, ადამიანის განიარაღება, დაკავება... ზოგჯერ ეს ყველაფერი მტკივნეულიც იყო, რადგან ბევრი რამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ. რაც მთავარია, მთელი ეს კურსები ყველასგან განსხვავებულად, საკმაოდ წარმატებულად გავიარეთ და, ხუთიანები დავიმსახურეთ.

– სერტიფიკატებიც ხომ არ მოგცეს?

– იყო, სხვათა შორის, მაგაზე ლაპარაკი. თავისუფლად შეიძლება თქვენთვის სერტიფიკატების მოცემაო. თუ დამჭირდა, შეიძლება, პროფესიაც შევიცვალო.

– როგორი შეგრძნებაა, როდესაც ვიღაცას შენთვის შუბლზე იარაღი აქვს მოდებული?

– ეს არა, მაგრამ, იარაღი დამიზნებული მქონია და არ არის მთლად კარგი შეგრძნება. ისე, აკადემიაში გვასწავლეს, რომ სროლის უფლება არ გვაქვს. ჯერ უნდა მისცე გაფრთხილება, დანებდეს პოლიციას, მაშინაც კი, თუ იარაღი ხელში უჭირავს, არ გაქვს სროლის უფლება. მოკლედ, ძალიან ბევრი წესია. ჩვენი ფილმი ყველაზე გახმაურებულ ფაქტებს ეხება, რომელიც კი ქართულ პოლიციას გაუხსნია და რომლებმაც თბილისი და მთელი საქართველო შეძრა. ფილმის სცენარისტები, ილია და ალეკო ჯიბღაშვილები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მუშაობდნენ სცენარზე. რაც შეეხება გადაღებებს, მართალია, ძალიან შრომატევადი იყო მთელი ჯგუფისთვის, მაგრამ, სამაგიეროდ, უმაგრესი ხარისხი მივიღეთ. როდესაც ერთი „ობშჩი” კადრიდან მიდის გადაღება, მსახიობი გადასაღებ მოედანზე ნაკლებად იხვეწება და იზრდება. მაშინ კი, როცა ერთწუთიან საუბარში თხუთმეტი მხრიდან ხდება კადრის გადაღება, დეტალებით, „კრუპნებით”, რელსით, „კრანით” და სხვა, ეს ყველაფერი დაგხვეწს, შენს კვალიფიკაციას ამაღლებს. გარდა ტექნიკური მხარისა, თვითონ გადაღებაც ძალიან საინტერესო იყო. ხან გვამთან გვიწევდა მუშაობა, ხან ვიღაცას მივდევდით, ხან სროლა იყო, ხან დაჭერა. იყო მომენტები, როდესაც მუშაობა მართლა აუტანელი ხდებოდა. ჩვენ სულ კოსტიუმში, ჰალსტუხში და ასე, სულ ფორმაში უნდა ვყოფილიყავით. ერთადერთი, ჩემი ტიპაჟი იყო, ვისზეც, ხასიათიდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვები მოხსნეს. მოკლედ, ამ კოსტიუმში გამოწყობილი, 50 გრადუს სიცხეში, მეათე სართულზე რომ დგახარ, რადგან იქიდან ვიღაც გადმოხტა თუ გადმოაგდეს და ამას იძიებ, მართლა ძალიან რთულია.

– კოსტიუმის გარდა კიდევ რა შეზღუდვები მოხსნეს შენზე?

– აბსოლუტურად ყველა დეტექტივი დადის სამსახურის მანქანით, ჩემი გმირი კი – „პორშე 911-ით“. სხვა მანქანაც მყავს და იშვიათად მიკეთია ჰალსტუხი.

– პირადი და სასიყვარულო ხაზები არ არის?

– კი, ყველას თავისი ინდივიდუალური პირადი ხაზი აქვს. ჩემთან მიმართებაში სასიყვარულო ხაზიც ჩნდება.

– ისიც მითხარი, ცხოვრების სიყვარულებში რა ხდება?

– ცხოვრების სიყვარულებშიც ყველაფერი გადასარევად არის. ერთთან და განსაკუთრებულთან ყველაფერი განვითარდა და საინტერესო ფაზაში შევიდა. ანუ, ერთია, გემრიელი და გამორჩეული. საკმაოდ დიდი ხანია, რაც ეს ურთიერთობა დაიწყო და ყველაფერი ხუთიანზეა. მეც ბედნიერი ვარ. ამდენი ხნის მერე როგორს ავარჩევდი როგორ გგონია?! დავინახე, შემიყვარდა, გადავირიე... მოკლედ, შეყვარებული ველოდები პრემიერას (იცინის).


скачать dle 11.3