კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაღუპა ვარსკვლავურმა დაავადებამ მაკოლეი კალკინის კინოკარიერა და მისი გვარის რომელ წარმომადგენელზე საუბრობენ ბევრს ჰოლივუდში

დარწმუნებული ვარ, ამ დავიწყებული ბავშვი-ვარსკვლავების როლების უმეტესობა ყოველ ჩვენგანს აქვს ნანახი. ისინი ჰოლივუდის ყველაზე იმედის მომცემი თაობის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც ვერ შეძლეს იმ ავანსების გამართლება, რომლებიც მათზე გაიცა. თუმცა, კინემატოგრაფის ისტორიაში მათ როლებს უმნიშვნელოვანესი ადგილი რომ უკავია, ამას ყველა ეთანხმება, დაწყებული კინოკრიტიკოსებით და დამთავრებული ჩვეულებრივი დიასახლისით, რომელსაც თავისუფალ დროს ვიდეოზე ან დივიდიზე ჩაწერილი საყვარელი ფილმების ყურება უყვარს. სწორედ ძველ ვიდეოკასეტებზე ან თანამედროვე დივიდიზეა შესაძლებელი ამ ადამიანების ყველაზე ვარსკვლავური როლების ნახვა, ჩვენ კი გავეცნოთ მათი ჰოლივუდური აღზევებისა და დაცემის ისტორიებს.

შირლი ტემპლი

შირლი ტემპლი ერთ დროს ყველაზე ცნობილ ამერიკელ ბავშვ-მსახიობად ითვლებოდა. იგი ყველას უყვარდა და ჰოლივუდური კინოსტუდიების მამებისთვის ის იყო სწორედ ის ბავშვი, რომელსაც ამერიკელი ხალხისთვის უნდა დაევიწყებინა დიდი დეპრესიით გამოწვეული ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები. მისი კარიერა 6 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 12 წლის ასაკში მასთან ყველა კინოკომპანიამ გააუქმა კონტრაქტი. კინოდან წასვლის შემდეგ, შირლი ამერიკულ პოლიტიკაში მოღვაწეობდა და განისა და ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობასაც ასრულებდა. ამჟამად შირლი 72 წლისაა და კინოსთან დაკავშირებულ სასიამოვნო მოგონებად მას მინიატურული „ოსკარის“ ასლი და თვით ელეონორა რუზველტთან ხელის ჩამორთმევა დარჩა.

ელისან პორტერი

ელისან პორტერი მთელი ცხოვრებაა, ცდილობს, მოიშოროს „თმახუჭუჭა სიუს“ იარლიყი. ჯონ ჰიუზის გახმაურებულ კომედიაში, ელისანმა, ჯეის ბელუშთან ერთად, განუმეორებელი უსახლკარო ავანტიურისტების დუეტი შექმნა. იმ პერიოდში ელისანი უაღრესად პოპულარული იყო შეერთებულ შტატებში და კინოექსპერტები მასში დიდ სამსახიობო პოტენციალს ხედავდნენ. ამჟამად ელისანი ნიუ-იორკში ცხოვრობს და მიუზიკლებში იღებს მონაწილეობას, უყვარს კერძების მომზადება და პერიოდულად სტატიებს წერს ნიუ-იორკული ჟურნალ-გაზეთებისთვის. ქუჩაში კი მას ვეღარ სცნობენ, რადგან „ლეგენდარული წითური“ ხუჭუჭა, კულულებიანი ვარცხნილობა დიდი ხანია, ისტორიის საკუთრება გახდა.

ედვარდ ფერლონგი

ედვარდ ფერლონგზე ჰოლივუდი ყველაზე დიდ იმედებს ამყარებდა და, სავარაუდოდ, არ მოიძებნება მასზე ნიჭიერი მსახიობი, რომელმაც კარიერა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლში გაცვალა. 13 წლის ასაკში ედვარდმა „ტერმინატორ 2-ში“ არნოლდ შვარცენეგერთან ერთად ითამაშა და ფილმის გამოსვლისთანავე საკულტო მსახიობის სტატუსი მიიღო. თუმცა, პოპულარობამ მასზე ნეგატიურად იმოქმედა. ნარკოტიკებმა, ძლიერმოქმედმა ალკოჰოლურმა სასმელებმა და გაუთავებელმა რომანებმა სხვადასხვა კატეგორიის ქალბატონებთან, ფერლონგის კინო-კარიერა დაასამარა. 17 წლის ასაკში მან რომანი გააბა თავისზე 12 წლით უფროს ლოგოპედთან, რომელზეც დაქორწინდა კიდეც, თუმცა ორი წლის შემდეგ განქორწინდა. ლოგოპედმა კი მისი ქონების 30 პროცენტი წაიღო. ამჟამად ედვარდი 33 წლისაა, იგი არაერთხელ ცდილობდა ჰოლივუდურ ოლიმპზე დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლო ხანებში, იგი დროის უმეტეს ნაწილს იაპონიაში ატარებს, სადაც დღემდე პოპულარულია და ამის წყალობით, სხვადასხვა პროდუქციას რეკლამირებას უკეთებს.

დენი ლოიდი

როდესაც დენი შვიდი წლის იყო, მან სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებულ, სტენლი კუბრიკის გახმაურებულ საშინელებათა ფილმ „ნათებაში“, ჯეკ ნიკოლსონთან ერთად ითამაშა. კუბრიკის რჩევით, დენის ბავშვურ ფსიქიკას ზიანი რომ არ მოსვლოდა, მას არ უთხრეს, საშინელებათა ფილმში თუ თამაშობდა. მხოლოდ როლის შესრულებიდან ათი წლის შემდეგ გაიგო დენი ლოიდმა სიმართლე, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ლოიდს თავი დაენებებინა კინოსთვის. ამჟამად, დენი ლოიდი კენტუკის შტატში ცხოვრობს და ადგილობრივ კოლეჯში ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობს.

მაიკლ ოლივერი

რეალურ ცხოვრებაში მაიკლ ოლივერი სულაც არ იყო ისეთი პრობლემური ბავშვი, როგორსაც ცნობილ კომედიაში – „პრობლემურ ბავშვში“ ასახიერებდა. თუმცა, ამბობენ, რომ ჰოლივუდში მას უსამართლოდ მოექცნენ. „პრობლემური ბავშვი 2-ის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მაიკლთან კონტრაქტი გააუქმეს და საბოლოოდ დაივიწყეს. ამის შემდეგ, იგი გაუჩინარდა კინოჰორიზონტიდან და დღემდე უცნობია, თუ რას საქმიანობს და სად ცხოვრობს.

ჰეილი ჯოელ ოსმენტი

ჰეილი ჯოელი სრულიად შემთხვევით, „იკეას“ სავაჭრო ცენტრში ერთ-ერთმა კინოაგენტმა აღმოაჩინა და „ფორესტ გამის“ ქასთინგზე მიიყვანა. პატარა ჰეილიმ მცირეწლოვანი ფორესტის როლი შეასრულა. შემდეგ, ამას მოჰყვა როლი გახმაურებულ „მეექვსე გრძნობაში“ და სტივენ სპილბერგის „ხელოვნურ ინტელექტში“, სადაც ოსმენტმა გენიალურად მოირგო რობოტი-ბავშვის როლი. ამჟამად ჰეილი 22 წლისაა და ჰოლივუდელ რეჟისორებს არ სურთ იმის დაჯერება, რომ ის გაიზარდა. მისი ნიჭით აღფრთოვანებულმა სტივენ სპილბერგმა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა კიდეც, მისი ნება რომ იყოს, იგი არ მისცემდა ჰეილის გაზრდის საშუალებას.

მაკოლეი კალკინი

მაკოლეი კალკინი, სავარაუდოდ, ყველაზე ცნობილი ბავშვი მსახიობია, რომელსაც დღემდე ეთაყვანება მილიონობით თაყვანისმცემელი, თუმცა მაკოლეის კინოკარიერა, რომ დასრულებულია, ყველამ იცის. ფერლონგის შემთხვევის მსგავსად, მაკოლეიმ ვერ გაუძლო ცდუნებას და ნარკოტიკი და ალკოჰოლი ამჯობინა კინომსახიობობას. ამას დაემატა ვარსკვლავური ავამდყოფობა, რომელმაც არანაკლები ზიანი მიაყენა, ყველაზე ცნობილ „სახლში მარტოდ“ დარჩენილ მსახიობს. დღესდღეობით ჰოლივუდში ისევ ბევრს საუბრობენ კალკინის გვარზე, თუმცა ამჯერად ყურადღების ცენტრში მაკოლეის უმცროსი ძმა – კირანია, რომელსაც ძმის მსგავსად სამსახიობო ნიჭი აღმოაჩნდა. თუმცა, მაკოლეის მავნე ჩვევები მისთვის უცხოა.


скачать dle 11.3