კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღმოჩნდა ლიკა შუბითიძისთვის ამერიკაში მეუღლესთან ერთი-ერთზე დარჩენა საბედისწერო

მომღერალი ლიკა შუბითიძე უკვე ორი წელია, ამერიკაში განაგრძობს მოღვაწეობას. ლიკა, როგორც ყოველთვის, მზად არის წარმატების მისაღწევად და უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად. როგორც თავად აღნიშნა, ის და ნიუ-იორკი ერთმანეთს ბევრი რამით ჰგვანან, ამიტომ მისთვის იქ ცხოვრება რთული სულაც არ არის. მართალია, ლიკა ორი წლის წინ ამერიკაში მეუღლესთან ერთად წავიდა, მაგრამ ამჟამად მარტო ცხოვრობს და წარუმატებელ ქორწინებას დეპრესიაში სულაც არ ჩაუგდია.



– ლიკა, რა სიახლეა შენს შემოქმედებაში?

– ახალი ის ხდება, რომ ოქტომბერში კონცერტი მაქვს – მანჰეტენზე ერთ-ერთ ბარში გამოსასვლელად ვემზადები.

– მაყურებლის წინაშე საკუთარი პროგრამით წარდგები?

– კი, კონკრეტულად ჩემი საკუთარი მუსიკით წარვდგები მაყურებლის წინაშე.

– რამდენად განებივრებული ხარ მსგავსი კონცერტებით?

– პრინციპში, ახლა დავიწყე მოძრაობა. აქ ასეთი ცხოვრებაა: როცა მოძრაობ, მერე უკვე ყველაფერი თავისთავად მიდის. მანამდე, ერთი წლის განმავლობაში, საკუთარ თავზე ვმუშაობდი, ჩემი მუსიკა გავაკეთე და ჩავწერე, რის შედეგადაც უკვე მეოთხე კონცერტი უნდა ჩავატარო. ეს წელი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის, უკვე საალბომო მასალაც მზად მაქვს.

– ანუ, ლიკა შუბითიძე ჩვეულ ტემპში განაგრძობს ცხოვრებას და არ ჩერდება.

– არც არასოდეს გავჩერდები. კიდევ ერთი ახალი ამბავი მინდა, გითხრათ: მართალია, უკვე ორი წელია, ამერიკაში ვარ, მაგრამ, არც საქართველო დამვიწყებია და არც მისთვის ვჩერდები. ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპი გავაკეთე, რომლის რეჟისორიც დაჩი დარჩიაა. დაჩი უკვე ჩემი სამი ვიდეოს რეჟისორია და ეს ჩვენი ერთობლივი მეოთხე ნამუშევარი იქნება. დაჩიმ საქართველოში, მე კი – ამერიკაში, გადავიღეთ რაღაც კადრები, რის შემდეგაც გაკეთდა მონტაჟი და კლიპიც დამზადდა. წინასწარ არ მინდა რამის თქმა, მაგრამ, იმას კი გეტყვით, რომ კლიპის პრემიერა ერთ- ერთ პოპულარულ შოუში იქნება.

– ქართული ტელევიზიას გულისხმობ?

– დიახ, კლიპის პრემიერა საქართველოში, ერთ-ერთ ტელეშოუში გაიმართება.

– რა სიმღერაზე გადაიღე კლიპი?

– სიმღერაზე – „თუ ასე ტურფა იყავი“ – ჩემეული ვერსია ჩავწერე და სწორედ მასზე გადავიღე მორიგი კლიპი. წინასწარ ზუსტი თარიღი მართლა არ ვიცი, მაგრამ, კლიპის პრემიერა ოქტომბერში აუცილებლად შედგება.

– როგორც გავიგე, ამერიკაში ლიკა შუბითიძის სახელით კი არა, ფსევდონიმით გიცნობენ.

– დიახ, ასეა, რადგან ამერიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელს. ჩემი სახელი და გვარი მათთვის ცოტა რთული დასამახსოვრებელია, ამიტომ ფსევდონიმისთვის ჩემი გვარიდან რაღაც ნაწილი ავიღე და გამოვიდა „შუბა.“

– როგორ მიიღეს შენი ფსევდონიმი?

– „შუბა“ ძალიან მოსწონთ, ადვილად იმახსოვრებენ, თან უცხოა მათთვის. როგორც გითხარით, აქ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა სახელს. თავს არავინ აიტკივებს შენი სახელისა და გვარის დამახსოვრებით. ამიტომ, რაც უფრო მარტივი ფსევდონიმი გაქვს, მით მომგებიანია.

– შემოქმედებითი თვალსაზრისით, ბოლო ორი წელიწადიდან, რომელსაც ამერიკაში ატარებ, ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი დღეს გიდგას.

– მანამდეც ნაყოფიერი იყო, უბრალოდ, სხვა შტატში ვცხოვრობდი. იქაც ვმუშაობდი, მაგრამ მერე, გარკვეული მიზეზების გამო, ნიუ-იორკში გადმოვედი. ჩაწერილი მაქვს ალბომი ერთ-ერთ საქსოფონისტთან ერთად, რომელიც მალე გამოვა გასაყიდად. ეს არ იქნება კომერციული მუსიკა, რადგან თავისუფალ ჯაზს თავისი მცირე, მაგრამ ინტელექტუალური მსმენელი ჰყავს.

– ნიუ-იორკი ძალიან სწრაფი ქალაქია, ახერხებ მისთვის ფეხის აწყობას?

– ვახერხებ და, თანდათან კიდევ უფრო ავუწყობ, რადგან, ნიუ-იორკივით, მეც სწრაფი ვარ. ამერიკაში წარმატების მისაღწევად ორი წელი არ არის საკმარისი, თუმცა, მიმაჩნია, რომ უკვე ბევრი გავაკეთე. აქ ვითომ ყველაფერი უცბად ხდება, მაგრამ, მთლად ასეც არ არის. ამერიკაში ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყე და ნელ-ნელა ვავსებ.

– ანუ, რიტმში და ტემპში შენ და ნიუ-იორკი ერთმანეთს ჰგავხართ, რადგან ორივე სწრაფები ხართ.

– დიახ, ამაში მართლა ძალიან ვგავართ ერთმანეთს.

– საქართველოში როდის გეგმავ ჩამოსვლას?

– საქართველოში, ალბათ, 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჩამოვალ. ვგეგმავ კონცერტების ჩატარებასაც, ვნახოთ. აუცილებლად ჩამოვალ, ოღონდ, დროებით.

– ანუ, ჯერჯერობით შენს საცხოვრებლად ნიუ-იორკი ითვლება.

– დიახ, ჯერჯერობით ასეა, მაგრამ, საერთოდ, ერთ ადგილზე გაჩერება მიჭირს. ევროპაშიც მინდა წასვლა და ასე შემდეგ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

– როგორია ლიკა შუბითიძის ერთი ჩვეულებრივი დღე?

– ჩემი ყოველი დღე არის მუსიკა, მუსიკა და კიდევ მუსიკა. მართალია მეგობრებთან ერთადაც ხშირად ვარ, მაგრამ, ძირითადი დრო ყოველთვის მაინც მუსიკას ეთმობა.

– ფსევდონიმთან ერთად, იმიჯიც თუ შეიცვალე?

– ალბათ, ცოტა შეცვლილი ვარ. პრინციპში, იმიჯიც შევიცვალე, რადგან, უკვე ჩემი საკუთარი მუსიკა მაქვს. ჩემს მუსიკას ექსპერიმენტულს დავარქმევ, რადგან, უცხოა აქაურობისთვის, ანუ, ადვილად გასაგები არ არის. ჩემი იმიჯიც ეგ არის – უცხოპლანეტელივით მიყურებენ. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერების უმეტესობას ინგლისურად ვწერ, მასში ქართული მელოდია მაინც იგრძნობა.

– შენს ვიზუალურ იმიჯს რაც შეეხება?

– გარეგნობას შეგნებულად არ ვიცვლი, თავისით ვიცვლები. პერიოდულად, ხან ისეთი ვარ, ხან – ასეთი.

– შინაგანი დამოუკიდებლობის გარდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც უცხო ქვეყანაში ცხოვრობ, რა შეიცვალა შენში?

– დამოუკიდებელი ადრეც ვიყავი, ყველაფერს თავად ვაკეთებდი. შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველოში სულ ვმოძრაობდი და სულ რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ აქ ეს ცოტა რთულია. მიუხედავად ამისა, ამერიკაში არ უნდა გაჩერდე თუ არ გინდა, რომ ამხელა ქვეყანამ გადაგყლაპოს. შესაბამისად, არც მე ვჩერდები. რაღაც ეტაპი უკვე გადავიარე და, ვფიქრობ, მისი მსხვერპლი აღარ გავხდები, აღარ მეშინია.

– ამერიკაში მეუღლესთან ერთად წახვედი, მაგრამ ახლა მარტო ხარ. რა მოხდა?

– აქ ჯერ ჩემი მეუღლე ჩამოვიდა, ერთი თვის მერე – მე. ამერიკაში მეუღლესთან ერთად 8 თვე ვცხოვრობდი, რის შემდეგაც, სამწუხაროდ, დავშორდით.

– რატომ, უცხო ქვეყანაში სხვანაირად დაინახეთ ერთმანეთი?

– ამერიკა არაფერ შუაშია. მიზეზი, ალბათ, ერთი-ერთზე დარჩენა იყო. ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ, ასე რომ...

– ისიც ამერიკაში ცხოვრობს?

– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს.

– წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ხელმეორედ ოჯახის შექმნისგან თავს იკავებენ. შენ?

– ასე აგრესიულად არ ვარ, მაგრამ, გათხოვებას არ ვაპირებ – ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა ისეთი, რომ ოჯახის შექმნაზე ვიფიქრო. მომავალში ვნახოთ. ოჯახი ძალიან რთული თემაა, ამიტომ, ამ ეტაპზე კარიერა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის.

– შესაძლებელია, შენი ბედი უცხოელ მამაკაცს დაუკავშირო?

– რა თქმა უნდა, ქართველები უფრო მეტად მიყვარს, მაგრამ, წინასწარ არავინ არ იცის, რა მოხდება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ უცხოელი გახდეს ჩემი მეორე ნახევარი. ჩემთვის ადამიანი – ადამიანია. რა თქმა უნდა, მენტალიტეტი და კულტურა სხვადასხვაა, მაგრამ, ეს, ალბათ, უფრო საინტერესოა.

– რაზე ოცნებობს ამ ეტაპზე ლიკა შუბითიძე?

– ლიკა შუბითიძე არაფერზე არ ოცნებობს, ის უკვე დიდი ხანია აღარ დაფრინავს. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ, რაც მინდა, იმას გავაკეთებ. ჩემი თვითმიზანიც ისაა, რომ ყველაფერი გავაკეთო და ამიტომაც ვარ აქ. ჩემი შესაძლებლობები საქართველოში რაღაც პერიოდში ამოვწურე. მინდა გავიზარდო როგორც მუსიკოსი და ამერიკაში დავიმკვიდრო თავი. ამისთვის კი, ერთი და ორი წელი არ კმარა.

– ყველაზე მეტად რა გენატრება, როცა შენი ქვეყნიდან ძალიან შორს ხარ?

– აქედან კიდევ უფრო სხვანაირად ჩანს მშობლიური ქვეყანა და უფრო მეტად შემიყვარდა. ჰაერი, სუნი, საკვები, სითბო, მეგობრები და, საერთოდ, ყველაფერი მენატრება, რაც საქართველოსთან არის დაკავშირებული.


скачать dle 11.3