კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ატაროს გასათხოვარმა ქალმა ჩანთით რკო და რომელ მაგიურ დღესაა შესაძლებელი ბედის გახსნა

ბევრი ლამაზი, ჭკვიანი და შეძლებული ოჯახიშვილი უჩივის უბედობას. ჩვენ გარშემო ბევრი გასათხოვარ-დასაოჯახებელი, სასურველი სარძლო და სასიძო დადის. აი, ისეთები, რომ იტყვიან, თვალი მომცა, შენთვის მაყურებინაო. როგორც, ეზოთერიკოსი და პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლალი ამბობს, ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება ბედი, მაგრამ მისი უკეთესობისკენ შეცვლა თავადაც შეგვიძლია.

თუ რომელ დღეებშია ბედის შეცვლა შესაძლებელი, როგორ გავიხსნათ ბედ-იღბალი საკუთარი ძალებით და დავიცვათ თავი შესაძლო დაავადებებისგან თილისმებითა და სამკაულებით, ამ თემებთან დაკავშირებით ქალბატონ ლალის ვთხოვეთ ეამბო, რომელმაც მეტად ამომწურავი და საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა.



– ქალბატონო ლალი, შესაძლებელია, ადამიანმა შეცვალოს ის, რაც მას დაბადების მომენტში შუბლზე დაეწერა ბედის სახით?

– რასაკვირველია, შეიძლება ბედის შეცვლა, ანუ იმის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ადამიანს დაბადების მომენტში შუბლზე რომ ეწერება ბედ-იღბლის სახით. წლის განმავლობაში, არსებობს დღეები, როდესაც ადამიანს ბედის შეცვლა შეუძლია და, ამიტომ, ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ და წარმატება პირად ცხოვრებაში თავადვე დაგეგმოთ. სხვათა შორის, ასეთ დღეებს ჩვენი წინაპრებიც ითვალისწინებდნენ და მათგან ბევრი საინტერესო ინფორმაციაც გვაქვს შემორჩენილი.

– წლის რომელი დრო და დღეებია ამ მხრივ მეტად აქტიური?

– ბედის შესაცვლელად მეტად აქტიური დროა შემოდგომა და კონკრეტულად – ოქტომბერი. თუ ადამიანი ელემენტარულ რიტუალს ჩაატარებს სწორედ ამ თვის ბოლოს, კერძოდ კი, 27 ოქტომბერს, საკუთარ ბედს სასიკეთოდ შეცვლის. დაახლოებით 15 წლის ასაკში ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ვისვენებდი და იქ ერთმა ხანში შესულმა ქალმა მასწავლა ძალიან პრაქტიკული და საინტერესო რამეები. მაგალითად, ის, რომ გასათხოვარმა გოგონამ არ უნდა გაიკეთოს მარგალიტის სამკაული და უნდა ატაროს ჩანთით რკო, რათა მომავალი ბედით კმაყოფილი იყოს და სასურველი მეორე ნახევარი იპოვოს ცხოვრებაში. სხვათა შორის, რკოს უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს და მასთან სიახლოვე ხელს უწყობს ადამიანს, იყოს მიმზიდველი, სასურველი და ბედნიერი როგორც პირად, ასევე კარიერულ სფეროში. რკოს ტარება გასათხოვარ გოგონას არასასურველი შეხვედრებისა და ნაცნობობისგან დაიცავს. რაც შეეხება 27 ოქტომბერს ბედის უკეთესობისკენ შემოტრიალებას, ამისთვის სპეციალური რიტუალი უნდა ჩაატაროთ.

– როგორ?

– ეს ძალიან ადვილია. 27 ოქტომბერი რომ თენდება, დილის 7 საათზე, გამჭვირვალე ჭიქაში ონკანიდან ჩაასხით წყალი. ეს ჭიქა აუცილებლად ახალი უნდა იყოს, უფრო სწორად, ამ ჭიქიდან არავის არ უნდა ჰქონდეს წყალი დალეული. შემდეგ, ისე, რომ არავის გამოელაპარაკოთ, ამ ჭიქაში ჩაყარეთ ვარდის ფურცლები, რკო და შაქარი. დადგით თქვენი საწოლის ქვეშ, დაწექით და იფიქრეთ იმაზე, რომ, გინდათ, იყოთ ბედნიერი, სასურველი და მიმზიდველი. მერე კი ადექით და შეუდექით თქვენს საქმეებს. ის ჭიქა საწოლის ქვეშ დატოვეთ. საღამოს, ზუსტად 7 საათზე, გამოიღეთ ჭიქა საწოლის ქვემოდან, ამოიღეთ ვარდის ფურცლები და რკო, კარგად მოურიეთ, რომ შაქარი გადნეს და დალიეთ. ის რკო ჩანთით უნდა ატაროთ, ვარდის ფურცლები, შეგიძლიათ, მისაღებ ოთახში, გამოსაჩენ ადგილას დააწყოთ. ჭიქა კი, აუცილებლად შეინახეთ, რომ სხვამ არ დალიოს იქიდან წყალი. დამიჯერეთ, ასე თუ მოიქცევით, სულ მალე იგრძნობთ საპირისპირო სქესის ყურადღებას, პირად ცხოვრებაში ცვლილებას და უფრო თავდაჯერებული და ამაყი შეუდგებით საქმის კეთებას. ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ რკო – გამრავლების, ვარდი – სილამაზის, ხოლო შაქარი – სიტკბოს მომტანი იყო გასათხოვარი გოგონებისთვის. მოკლედ, ამ რიტუალის ჩატარება ძალიან მარტივია და, თუ ის თქვენს ბედს სასიკეთოდ შცვლის, რატომაც არ ღირს, სცადოთ?! სხვათა შორის, ბევრს ვასწავლე ეს და ყველა მადლიერია. სამწუხაროდ, მისი ჩატარება მხოლოდ წელიწადში ერთხელ არის მისაღები და სასურველი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

– რატომ მაინცდამაინც 27 რიცხვში? რაიმე მაგიური დატვირთვა აქვს ამ რიცხვს?

– რა თქმა უნდა. 27 ოქტომბერი, ყველაზე ძლიერ ენერგეტიკულ დღედ ითვლება და გასათხოვარს სწორედ ამ დღეს აქვს შანსი, თავისი ბედი ძირფესვიანად შეცვალოს. ბევრს არ სჯერა, რომ ბედში ხელოვნური ჩარევა რეალურად შესაძლებელია, მაგრამ, ჩემი აზრით, ცდა ნამდვილად ღირს. იმდენი ლამაზი, ჭკვიანი და საქმიანი ქალი დადის გასათხოვარი, გული მიკვდება ხოლმე. ხუმრობით ვამბობ, ნეტავ კაცი ვიყო, ყველას ცოლად მოვიყვანდი-მეთქი (იცინის). ჩემი მხრივ, მათ ერთ დედაშვილურ რჩევას მივცემ: ნუ ისხდებიან გულხელდაკრეფილები და მისცენ საკუთარ თავს ბედნიერების უფლება სწორედ იმ დღეს, როცა ამის დიდი შანსია.

– ვინც გათხოვილია და მეუღლესთან გამუდმებით კამათი და უსიამოვნებები აქვს, მათ რას ურჩევთ?

– გააჩნია, რაზე კამათობენ. ზოგი თავად იქმნის პრობლემას, ზოგი უმიზეზოდ იტანჯება. მათ, ვისაც უსიამოვნებები აქვს მეორე ნახევართან, ვურჩევ, შაქრითა და დაფნის ფოთლით მოაგვარონ ეს საკითხი. ეს საკმაოდ ადვილი მეთოდია ქმრის მოსარჯულებლად: აიღეთ ახალ ჭიქაში იმავე დღეს, ანუ 27 ოქტომბერს, გამთენიისას, წყალი, ჩააგდეთ მასში შაქარი და დაფნის ფოთოლი და დადგით მეუღლის საწოლის ქვეშ. საღამოს კი გამოიღეთ, შაქარი მორევით გაადნეთ, დაფნის ფოთოლი კი ამოიღეთ და იმ კარადაში დადეთ, სადაც მეუღლის ტანსაცმელს ინახავთ. ნახევარი ჭიქა შაქრიანი წყალი კარს იქით გადაღვარეთ, რომ უარყოფითი ენერგია, რაც მან დააგროვა ამ დღეს, გარეთ გაიტანოთ, დარჩენილი ნახევარი კი მეუღლეს დაალევინეთ. გნებავთ, ჩაიში ან ყავაში გამოიყენეთ ეს წყალი – ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნახავთ, სულ ცოტა ხანში, თქვენი მეუღლე შაქარივით თუ არ დატკბეს (იცინის).

– აღნიშნეთ, რომ გასათხოვარმა გოგონამ მარგალიტის სამკაული არ უნდა ატაროს. ეს რა საფრთხეს უქმნის მას?

– სამკაულს უდიდესი ძალა აქვს და მათი არასწორი გამოყენება და ტარება, დამიჯერეთ, ჩვენს ბედ-იღბალზე აისახება. ცოტამ თუ იცის, რომ, შესაძლოა, სწორედ სამკაულის ენერგიამ მოახდინოს ისეთი ზემოქმედება ადამიანის აურაზე და მის პირად ცხოვრებაზე, რომ მთლიანად შეცვალოს მისი ბედი. რაც შეეხება მარგალიტის სამკაულს, მას ყველაზე დიდი საფრთხის მოტანა შეუძლია, თუ, რასაკვირველია, არასწორად და არასასურველ ასაკში ატარებს ადამიანი. დღეს საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ ბუნებრივი და არა ხელოვნური მარგალიტი, დროთა განმავლობაში იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქვა კი არა, ცოცხალი ორგანიზმია. შესაბამისად, როცა ის კანს ეხება, ადამიანთან ბრძოლას იწყებს, ეს კი იწვევს გარკვეულ უარყოფით ზემოქმედების ადამიანზე. თინეიჯერები ისედაც გაღიზიანებული ბუნებით გამოირჩევიან და მათი ფსიქიკა ჩამოყალიბებას, სწორედ ამ ასაკში იწყებს. ამიტომ, არ არის სასურველი, მარგალიტის სამკაული გარდატეხის ასაკში ატაროთ.

– გათხოვილ ქალს აქვს მისი ტარების უფლება?

– გასათხოვარ ქალსა და თინეიჯერ გოგონას არ ვურჩევ მის ტარებას, მაგრამ, თუ გათხოვილი ხართ, მეუღლე გყავთ და ოჯახური ცხოვრება მოწყობილი გაქვთ, მაშინ მარგალიტის სამკაულების ტარება კარგიც კია თქვენთვის. ოღონდ, უმჯობესია, მარგალიტი ოქროში იყოს ჩასმული.


скачать dle 11.3