ამერიკელი ექიმები გვატემალელებს სიფილისითა და ჰონორეით ასნებოვნებდნენ
ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გვატემალის პრეზიდენტს ალვარო კოლომას ბოდიში მოუხადა იმ კვლევებისთვის, რომლებიც ტარდებოდა 1946-დან 1948 წლამდე. ამერიკის უმაღლესმა ხელისუფლებამ კი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, კეტლინ სიბელიუსის ჩათვლით, აღიარა, რომ ცდები ეწინააღმდეგება ამერიკულ ფასეულობებს. „მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენები 64 წლის წინათ ხდებოდა, ჩვენ აღშფოთებულები ვართ, რომ ეს კვლევები ერის ჯანმრთელობისთვის ზრუნვის მიზნით მიმდინარეობდა“, – ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.
მასაჩუსეტის შტატის უელსის კოლეჯის პროფესორმა სუზან რევერბაიმ აღმოაჩინა, რომ გვატემალის მთავრობამ უფლება მისცა ამერიკელებს, ჩაეტარებინათ ცდები, მაგრამ თვით ექსპერიმენტის მონაწილეებს წარმოდგენა არ ჰქონდათ მასზე. ამერიკელმა ექიმებმა კი დაახლოებით 700 გვატემალელი დაასნებოვნეს სიფილისითა და ჰონორეით ინფიცირებული მეძავების მეშვეობით და აგრეთვე, აცრებით, რომლებიც ვირუსებს შეიცავდნენ. მედიკოსებს სურდათ, დაედგინათ, შეუძლია თუ არა პენიცილინს სიფილისის თავიდან აცილება და დაავადებულის განკურნება.