ყველაზე მკაცრი კანონი მოწევის წინააღმდეგ
ფინეთში ძალაში შევიდა მსოფლიოში ყველაზე მკაცრი კანონი მოწევის წინააღმდეგ.
„ახალი კანონი ზღუდავს თამბაქოს ნაწარმის არსებობას მარკეტების თაროებზე და საერთოდ კრძალავს მოწევის გავრცელებას ბავშვებსა და ახალგაზრდებში“, – განაცხადა ფინეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
ახალი კანონით, ამ ქვეყანაში აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირებზე თამბაქოს ნაწარმის არა მხოლოდ გაყიდვა, არამედ ნებისმიერი მეთოდით გადაცემაც კი. „არასრულწლოვანზე გაყიდული ერთი სიგარეტიც კი დანაშაულია!“ – ამ კანონის მიხედვით, აკრძალულია მოწევა ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც განკუთვნილია სასეირნოდ. ამას გარდა, სასურველი არაა მოწევა საცხოვრებელ მასივებსა და ქუჩებში, სადაც ბევრი ხალხი იყრის თავს ან მოძრაობს. ამასთან, კანონი ავალდებულებს სასტუმროების მფლობელებს, ჰქონდეთ მწეველებისთვის ცხრაჯერ უფრო ნაკლები დონის ნომრები, ვიდრე არამწეველი მდგმურებისთვის. შეუძლებელი იქნება თამბაქოს ნაწარმის შეძენა ინტერნეტით. სრულიად გაქრება თამბაქოს პროდუქცია მაღაზიების თაროებიდან.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ხანს ბევრი ქვეყანაა შეშფოთებული მოწევის პრობლემებით და შემოიღეს კიდეც სხვადასხვა სახის შეზღუდვები. მაგალითად, ეგვიპტეში სექტემბრიდან მოწევა აიკრძალა არა მხოლოდ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, არამედ ქუჩებშიც.
1 სექტემბრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აკრძალეს საბერძნეთში.
აგვისტოს დასაწყისში მკაცრად შეიზღუდა მოწევა გერმანიის ერთ-ერთ რეგიონში – ბავარიაში. აქ მოწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი თქვენს ორგანიზაციას ბანკეტი აქვს, რომელიც რესტორნის მთლიანად არენდებულ დარბაზში იმართება. კანონის დამრღვევებს სერიოზული ჯარიმები ემუქრებათ.