გია მურღულიას კოლექციიდან
– გამარჯობა! რამდენი ხანია არ მინახიხარ. რას აკეთებ?
– სადოქტოროს ვაკეთებ.
– რას, დისერტაციას?
– არა, ძეხვს.
***
– უკაცრავად, არ შეგიძლიათ, თქვენი სიგარეტის კვამლი სხვა მხარეს გაუშვათ?
– კვამლის სხვა მხარეს გაშვება რომ შემეძლოს, ცირკში ვიმუშავებდი!
***
– რატომ არის თქვენი ვაჟი დღემდე უცოლო?
– ეგ არც ისეთი სულელია, ის ქალი ითხოვოს, ვინც მაგის ცოლობას დასთანხმდება.
***
მე ისე გააფთრებით ვებრძვი ჩემს თანდაყოლილ სიზარმაცეს, რომ როცა ბოლოს და ბოლოს, ვიმარჯვებ, ძალა აღარ მყოფნის, რომ სამსახურში წავიდე...
***
– აი, გავალ თუ არა პენსიაზე, ჩემს მეორე წიგნს დავამთავრებ.
– აა, თქვენ წერთ?
– არა, ვკითხულობ.
***
– წარმოგიდგენია, რა თავხედობაა?! მთელი 5 წელიწადი სასიყვარულო წერილებს ვწერდი ჩემს საოცნებო ქალს...
– მერე?
– რა „მერე?” ფოსტალიონს გაყვა!
***
გურიაში გრძელდება ექიმების გაფიცვა. არის პირველი შედეგებიც – სიკვდილიანობა 20 პროცენტით შემცირდა.
***
არ გინდათ ამ დილით სამსახურში წასვლა? ძალიან კარგი! გადაშალეთ ჟურნალი „ფორბსი” და მოძებნეთ თქვენი გვარი. ვერ იპოვეთ? მაშინ, წადით, იმუშავეთ...
***
ახალგაზრდა კაცი ეუბნება ხანდაზმულს:
– გამარჯობა, ბატონო სერგო, დღეს მე და თქვენი ქალიშვილი ისევ მივდივართ სასეირნოდ და აფთიაქში თუ რამე გჭირდებათ, წამოგიღებთ.
***
სატელევიზიო ინფორმაცია:
– ლუქსემბურგმა დაიწყო თავისი ჯარისკაცის გამოყვანა ერაყიდან.
***
უფროსი გაოცებული ეკითხება მდივან ქალს:
– თქვენ რა, იაპონური ენა იცით?
– დიახ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ ჩემს CV-შიც ჩავწერე.
– და, სად ეწერა?
– მკერდის გარშემოწერილობის შემდეგ.
– აა! მაგის შემდეგ არც წამიკითხავს.
***
– გოგონი, მოდი, ჩემთან წავიდეთ სახლში!
– რას ამბობ? ჩვენ საერთო ნაცნობებიც კი არ გვყავს.
– ბილ გეითსი იცით?
– რა თქმა უნდა!
– მაშინ, წავიდეთ!
***
პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში:
– ბატონო სახლამდე არ გამაცილებთ?
– მხოლოდ მზერით, ქალბატონო!
***
სპორტული ინფორმაცია:
პეკინის ოლიმპიადაზე კენიელი მორბენალი ფინიშის ლენტში გაეხვია და შემთხვევით მოიგო შეჯიბრება მხატვრულ ტანვარჯიშში.